ZZ Top —ამერიკულიროკ-ჯგუფი, ზოგჯერ მოხსენიებული როგორცThat Little Ol' Band from Texas.[1][2] მათისტილი, რომელიც საფუძველს იღებსბლუზზე დაფუძნებულიბუგი როკიდან,[1][3] ითავსებს ელემენტებსარენა როკიდან,[4]სამხრეთული როკიდან დასაცეკვაო როკიდან.[3] ჯგუფი ჩამოყალიბდა1969 წელსჰიუსტონში,ტეხასი.მუსიკოსმაბილი გიბონსმა დადრამერმა დენ მიჩელმა შემოიერთესბასისტი ლანიერ გრეიგი და შექმნეს ჯგუფი. იმავე წელს გრეიგი და მიჩელი წავიდნენ და მათი ადგილი ჯგუფში დაიკავესდასტი ჰილმა დაფრენკ ბირდმა ჯგუფიდანAmerican Blues. ჯგუფმა მალე გაიჩინა მიმდევრები ტეხასში.
1970 წელს მათ კონტრაქტი გააფორმეს ლეიბლთანLondon Records და გამოუშვეს რამდენიმე ალბომი, დაწყებული მათი1971 წლისსადებიუტო ალბომით, რომელსაც მოჰყვაRio Grande Mud1972 წელს.1973 წელს ალბომითTres Hombres ჯგუფმა შეაღწიამეინსტრიმში, ხოლო მათმა მომდევნო1975 წლის ალბომმაFandango! გააფართოვა მათი ჟღერადობა და იუმორის გრძნობის გამოხატვა.[5] შუა1970-იანებისთვის ჯგუფი უკვე ყველაზე პოპულარულ სატურნეო აქტებს შორის იყოაშშ-ში და მოხსნეს მსმენელთა დასწრების რაოდენობის რეკორდი არაერთ ფორმატში.[6] მრავალი წლის ტუნეების შემდეგ1977 წელს ჯგუფმა გადაწყვიტა ორწლიანი შესვენების აღება. სწორედ ამ პერიოდში გაიზარდეს გიბონსმა და ჰილმა მკერდამდე წვერი. ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც წვერს არ ატარებს,დრამერი ფრენკ ბირდია, რომელიც მხოლოდ ულვაშებით გამოდის და რომლის გვარიც სწორედ „წვერს“ ნიშნავს.[7]
1979 წელს ჯგუფი დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთანWarner Bros. Records.1983 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომიEliminator, რითაც მათ დაიპყრეს პოპულარობის ახალი სიმაღლეები, გაყიდეს რა ათი მილიონი ეგზემპლარი.[8] გვიანი1980-იანების განმავლობაში ჯგუფმა შექმნა რამდენიმე ჰიტი და რამდენიმეჯერ მიიღო ჯილდოები საუკეთესომუსიკალური ვიდეოებისთვის.[9] თავდაპირველი წევრების შემადგონლობით ორმოცი წლის შესრულების შემდეგაც კი განაგრძობენ ტურნეებს და სიმღერების წერას.
ZZ Top-მა გაყიდა ორმოცდაათ მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით,[10] მათ შორის ოცდახუთი მილიონი მხოლოდ აშშ-ში.[11] ჯგუფს აქვს რვა სიმღერაბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ორმოცეულში, ექვსი ნომერ პირველი სიმღერაცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში.[12] და სამიMTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო.[13]2004 წელს ჯგუფი შეიყვანესროკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[1]
- ახლანდელი
| - ყოფილი
- ლანიერ გრეიგი – ბას გიტარა;
- დენ მიჩელი – დრამები.
|
|
---|
| შემსრულებლები | - ჯექსონ ბრაუნი
- The Dells (ვერნ ელისონი,ჩარკ ბარკსდეილი,ჯონი კარტერი,ჯონი ფანჩიზი,მარვინ ჯუნიორი,მაიკლ მაკგილი)
- ჯორჯ ჰარისონი
- პრინსი
- ბობ სიგერი
- Traffic (ჯიმ კაპალდი,დეივ მეისონი,სტივ უინვუდი,კრის ვუდი)
- ZZ Top (ფრენკ ბირდი,ბილი გიბონსი,დასტი ჰილი)
|
---|
| ცხოვრებისეული მიღწევებისთვის | |
---|
|