Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Xbox One

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Xbox One logo
შემქმნელიMicrosoft
მწარმოებელიFlextronics,Foxconn[1]
პროდუქტის ოჯახიXbox
ტიპისახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობამერვე
გამოშვების თარიღი
      • ავს ნოემბერი 22, 2013
      • ბრ ნოემბერი 22, 2013
        • ჩინ სექტემბერი 29, 2014[2]
        თავდაპირველი ფასი499აშშ დოლარი[3]/499ევრო[3]/429გირვანქა სტერლინგი[3]/49,980იენი[4]
        შეწყდა
        • მსოფლიოში 2020[5]
        გაიყიდა36.2 მილიონი (ივნისი, 2017)[6]
        დაიგზავნა10 მილიონი(აშშ, 2014 წლის 2 ნოემბრისთვის)[7]
        მედიაBlu-ray,[8]DVD,CD
        ოპერაციული სისტემაXbox One-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
        პროცესორისპეციალური 1.75გჰცAMD 8-ბირთვიანიAPU (2 კვად-ბირთვიანიJaguar-ის მოდული)[8][9]
        მეხსიერება8 გბDDR3 (5 გბ თამაშებისთვის)[10]
        მეხსიერების საცავი
        საცავი
        • შიდა მყარი დისკი
          500 GB or 1 TB[11]
        • USB 3.0 საცავი
          256 GB or greater[12]
        მონიტორი4K,1080p და720p
        გრაფიკა853მჰცAMD RadeonGCN architecture (inside of APU)
        ხმა7.1 მოცულობითი ჟღერადობა
        შეტანაHDMI
        კონტროლერის შეტანაXbox One-ის კონტროლერი,Kinect Xbox One-ისთვის,SmartGlass, Xbox One Media Remote
        კამერა1080p Kinect-ის კამერა
        კავშირიWi-FiIEEE 802.11n,Ethernet, 3×USB 3.0,HDMI 1.4 შეტანა/გამოტანა,S/PDIF გამოტანა,IR-გამოტანა, Kinect-ის პორტი
        ონლაინ სერვისებიXbox Live
        უკუთავსებადობაXbox 360-ის რამდენიმე თამაში[13]
        წინაXbox 360
        საიტიxbox.com

        Xbox One — რიგით მესამე სათამაშო კონსოლიMicrosoft-სგან,Xbox 360-ის მომდევნო ვერსია. Xbox One-ის კონკურენტებადმერვე თაობის სათამაშო კონსოლებს შორის ითვლებიანPlayStation 4 დაWii U.

        კონსოლი დაანონსდა 2013 წლის 21 მაისს. ოფიციალურად პირველი გაყიდვები კი დაიწყო 2013 წლის 22 ნოემბერს მსოლფიოს შემდეგ 13 სახელმწიფოში:აშშ,კანადა,მექსიკა,ბრაზილია,ავსტრალია,ახალი ზელანდია,დიდი ბრიტანეთი,ირლანდია,გერმანია,საფრანგეთი,ავსტრია,იტალია დაესპანეთი. ოფიციალური გაყიდვები სხვა ქვეყნებში (რუსეთი,ბელგია,ნიდერლანდები,შვეიცარია,ნორვეგია,დანია,შვედეთი დაფინეთი) გადაიდო 2014 წლამდე. კონსოლის ფასი იყო $499 აშშ-ში, €499 ევროპაში და £429 დიდ ბრიტანეთში. მისი წარმოება ოფიციალურად 2020 წელს შეწყდა.

        შემუშავება

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

        სათამაშო ინდუსტრიის განახლებისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც Microsoft-ი შეუდგა მენეჯერის ძიებას, შემდეგი სათამაშო კონსოლის განვითრებისთვის. ანონსამდე, კონსოლი ატარებდა კოდურ სახელწოდებას „Durango“. მრავალი ავტორიტეტული გამომცემლობა, მათ შორის Forbes-ი, ვარაუდობდა, რომ ახალ კონსოლს „Xbox Infinity“ ეწოდებოდა, თუმცა პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ ეს იყო Xbox One (All-in-One ინგ. ყველაფერი ერთში). 2013 წლის 21 მაისს გარდა კონსოლის ანონსისა დაანონსდა შემდეგი ექსკლუზიური თამაშები: Forza Motosport 5, Quantum Break და NBA Live 14.

        დიზაინი

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
        Xbox One-ის კონტროლერი

        გასულ მოდელებთან შედარებით, Xbox One-ის დიზაინი გამარტივებულია. კონსოლი მოთავსდა შავ კორპუსში, რომელსაც აქვს დატანილი თეთრი ლოგოტიპი(მწვანე ნათების გარეშე), კონსოლის საფარი შესრულებულია ნახევრად ნაცრისფერი პრიალა და ნახევრად შავი მქრქალი მასალისგან. Xbox One-ის ლოგოტიპი ანათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსოლი ჩართულია.

        Xbox One Kinect

        გარდა კონსოლისა, სახე შეიცვალა ასევე Kinect-ის სენსორმა, გეიმპადმა და უშუალოდ კონსოლის ინტერფეისმა. კონსოლს შეემატა ის შესაძლებლობები, რომლებიც უკვე რეალიზებულია Windows 8-ში (მაგ. ეკრანის დაყოფა).

        აპარატული უზრუნველყოფა

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

        ტექნიკური მახასიათებლები

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
        • CPU- Xbox One-მა მიიღო 8-ბირთვიანი x86-x64 ცენტრალური პროცესორი APU 1,75 გჰც. მანამდე იგეგმებოდა 1,6 გჰც-იანი პროცესორის ჩადგმა.
        • GPU- AMD Radeon GPU APU-ს შემადგენელობაში, დაფუძნებულია AGCN-არქიტექტურაზე 12 გამომთვლელი მოდულით, რომლებსაც აქვთ 768 ბირთვი; D3D 11.2 @ 1,31 TFLOPS.
        • RAM- Xbox One-ში არსებობს 2 ტიმის მსგავსი მეხსიერება: DRAM და ESRAM. DDR3-ის მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს (2133 მჰც)(გამოყენებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 5 გბ, რადგან დანარჩენი 3 გბ-ს იყენებს საოპერაციო სისტემა. ESRAM-ის მოცულობა შეადგენს 32 მბ-ს. ESRAM-ოპერატიული მეხსიერების გამტარიანობაა- 192 გბ/წმ., DDR3- 68,3 გბ/წმ.
        • მყარი დისკი- 500 გბ. Xbox One-ში მყარი დისკის შეცვლა საგარანტიო პირობების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. შესაძლებელია გარე მყარი დისკების მიერთება.
        • Bly-Ray და DVD წამკითხველი
        • Kinect 2.0 კონტროლერი. მაღალი გარჩევადობის კამერა- 1080p. სახის ამოცნობა. ინფრაწითელი სენსორი ამაღლებს გადაღების ხარისხს და აძლევს მომხმარებელს საშუალებას სიბნელეშიც კი გამოიყენოს ის.
        • Xbox One-ს ასევე აქვს 3 USB 3.0 და 2 HDMI-პორტი(In/Out)
        • თავდაპირველად გაცხადდა, რომ Xbox One მუშაობისთვის ითხოვს მუდმივ ინტერნეტ-კავშირს, მოგვიანებით, E3 2013-კონფერენციაზე, კომპანიამ განაცხადა გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და ახლა ინტერნეტის გარეშე კონსოლი იმუშავებდა 24 საათის განმავლობაში(სერვისების შეზღუდვით). 2013 წლის 19 ივნისს კი, კომპანიამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათვქამი იყო, რომ საზოგადოების მწვავე კრიტიკის გამო, კომპანია ცვლის საკუთარ პოლიტიკას და უარს ამბობს მუდმივ ინტერნეტ-კავშირის საჭიროებაზე, რეგიონალურ ბლოკირებასა და თამაშების სამომხმარებლო ანგარიშთან მიბმაზე.

        Xbox One-ს აქვს 4K გაფართოების ვიდეო და 7.1 აუდიო მხარდაჭერა. Microsoft-ის სტრატეგიის და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, რომ კონსოლზე არანაირი აპარატული შეზღუვა არაა, რომელიც შეუშლის ხელს თამაშების 4K-გაფართოებაში თამაშს. Xbox One-ს აქვს HDMI 1.4-ის შემავალი და გამავალი პორტის მხარდაჭერა. თუმცა Xbox One-ს არ აქვს კომპოზიტური ან კომპონენტური ვიდეოს გამავალი არხი.

        შესაძლებლობები

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

        Xbox One-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც Windows 8-ში შესაძლებელია აპლიკაციების (მაგ.Skype,Internet Explorer და ა.შ) ეკრანის გვერდებზე გახსნა. Xbox One ასევე შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტელეტუნერის და ტელევიზორის დამაკავშირებელი HDMI-ის დახმარებით.

        საზოგადოების რეაქცია

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
        • Microsoft-ის ახალი კონსოლის პრეზენტაციის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში Wii U-ს გაყიდვები 875 %-ით გაიზარდა
        • Xbox-ის პრეზენტაციის შემდეგ, Sony-ს აქციები 9 %-ით გაიზარდა
        • 2013 წლის დეკემბერშიაშშ-სა და ბრიტანეტში Xbox One დასახელდა ყველაზე გაყიდვად კონსოლად

        რესურსები ინტერნეტში

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

        სქოლიო

        [რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
        1. Flextronics lands 90% of Xbox One orders, leaving Foxconn the rest DigiTimes, სექტემბერი 4, 2013. (not available)
        2. Xbox One to Launch Next Generation of Gaming in China სექტემბერი 23.Microsoft(ივლისი 30, 2014).ციტირების თარიღი: ივლისი 30, 2014.[მკვდარი ბმული]
        3. 123„Xbox One launching in November for $499 in 21 countries, pre-orders start now“. The Verge. June 10, 2013. ციტირების თარიღი:June 10, 2013.
        4. 2014-05-26,Microsoft reveals prices of two Xbox One variations for Japan, Polygon
        5. Warren, Tom.(January 13, 2022)Microsoft has discontinued all Xbox One consoles.ციტირების თარიღი: January 13, 2022
        6. Xbox One Sales Hit 18 Million: Report : PERSONAL TECH : Tech Times
        7. Kyle MacGregor (November 13, 2014).„Xbox One's Approaching 10 Million Units Shipped“.Destructoid. დაარქივებულიაორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2015. ციტირების თარიღი:July 20, 2015.
        8. 12შეცდომა თარგის გამოძახებისას:cite web: პარამეტრებიarchiveurl დაarchivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Stein, Scott.(June 19, 2013)Microsoft Xbox One — Consoles — CNET Reviews.Reviews.cnet.com.ციტირების თარიღი: June 24, 2013.
        9. AMD’s Jaguar Architecture: The CPU Powering Xbox One, PlayStation 4, Kabini & Temash.Anandtech.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — ივნისი 15, 2013.ციტირების თარიღი: June 24, 2013.
        10. The Tech Spec Test: Xbox One Vs. PlayStation 4.Game Informer(May 21, 2013). დაარქივებულიაორიგინალიდან — ივნისი 7, 2013.ციტირების თარიღი: May 22, 2013.
        11. Warren, Tom.(August 12, 2014)New Xbox One bundles include two new designs and more storage.theverge.com.ციტირების თარიღი: May 18, 2015.
        12. Understand and manage storage on Xbox One.Xbox Support.Microsoft Corporation.ციტირების თარიღი: May 18, 2015.
        13. Microsoft is bringing Xbox 360 games to the Xbox One(June 15, 2015).ციტირების თარიღი: June 15, 2015.
            
        Atari
        Bandai
        Casio
        Commodore
        Mattel
        Microsoft
        NEC
        Nintendo
        Philips
        Sega
        SNK
        Sony
        VTech
        სხვა
        1970-იანები
        1980-იანები
        1990-იანები
        2000-იანები
        იდენტიფიკატორებივიკიმონაცემებში რედაქტირება
        მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xbox_One&oldid=5124426“-დან
        კატეგორია:
        დამალული კატეგორია:

        [8]ページ先頭

        ©2009-2026 Movatter.jp