Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Wizz Air

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wizz Air
იატა
W6
იკაო
WZZ
საძახისი
WIZZAIR
დაარსდასექტემბერი, 2003
დევიზიახლა ჩვენ ყველას შეგვიძლია ფრენა
ფლოტის ზომა179
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა194
შტაბ-ბინაუნგრეთის დროშაბუდაპეშტი,უნგრეთი
მმართველიბილ ფრანკე(თავმჯდომარე)
იოზეფ ვარადი(აღმასრულებელი დირექტორი)
ჰეიკო ჰოლმი(ოპერაციების დირექტორი)
საიტი:wizzair.com
სათაო ოფისი

Wizz Air, ოფიციალურადშპს.Wizz Air Hungary (უნგრ. Wizz Air Hungary Légiközlekedési) —უნგრული[1] დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომლის სათავო ოფისიბუდაპეშტში,ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს და ემსახურებაევროპის მრავალ ქალაქს,ისრაელსა დაარაბთა გაერთიანებულ საამიროებს[2]. მიუხედავად იმისა, რომ Wizz Air არ წარმოადგენს ეროვნულ ფლაგმანს, უნგრულ ავიაკომპანიებს შორის მას გააჩნია უდიდესი საჰაერო ფლოტი, რომლითაც ემსახურება 42 ქვეყანას[2]. მისი მშობელი კომპანია „Wizz Air Holdings Plc“, რომელიცჯერზიში ბაზირებს, წარმოდგენილიალონდონის საფონდო ბირჟაზე.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ავიაკომპანია2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია[3] „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. პირველი ფრენა2004 წლის19 მაისსკატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა[4]. ავიაკომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარეიოჟეფ ვარადია, რომელიცMalév Hungarian Airlines-ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორია. კომპანიაპეშტის მედიეშია დარეგისტრირებული[5].

2011 წელს Wizz Air-მა 11 მილიონი მგზავრი გადაიყვანა (2010 წლის მონაცემზე 15%-ით მეტი), მათ შორის 4,2 მილიონი მგზავრი პოლონეთის მიმართულებებზე (2010 წლის მონაცემზე მხოლოდ 2%-ით მეტი). ბოლო პერიოდში Wizz Air-მა ახალი ბაზები გახსნაბოსნია და ჰერცეგოვინაში,ბულგარეთში,ლატვიაში,ლიეტუვაში,ჩრდილოეთ მაკედონიაში,რუმინეთში,საქართველოში,სერბეთში,სლოვაკეთში,უკრაინასა დაჩეხეთში. მიუხედავად ამისა, Wizz Air-თვის პოლონეთი მაინც უდიდეს ბაზრად რჩება[6].

2012 წლის4 ოქტომბერს Wizz Air-მა ხელბარგზე ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რათა კლიენტები ეიძულებინა თვითმფრინავის სალონში უფრო მცირე ზომის ხელბარგი აეტანათ. ეს ნიშნავს, რომ მცირე ხელბარგის (42x32x25სმ) ბორტზე ატანა უფასოდ შეიძლება, ხოლო დიდი ხელბარგის (56x45x25სმ) შემთხვევაში მგზავრებს დამატებით 10-დან 30-ევრომდე მოუწევთ გადახდა[7].

2015 წლის25 თებერვალს Wizz Air-მალონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა[8].

კორპორატიული საქმიანობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სათავო ოფისი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი სათავო ოფისი2016 წლის მარტიდან კიშპეშტში მდებარეობს. ახალი შენობა 5-სართულიანია, რომლის წყალობითაც კომპანიას ყველა ძველ ოფისთან შედარებით უფრო მეტი სივრცე აქვს. Wizz Air-ს აქვს თავისი შტაბ-ბინაბუდაპეშტისფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტის შენობა 221-ში[9]. Wizz Air-მა იჯარის ხელშეკრულება2010 წლის ოქტომბერში გააფორმა, ხოლო შენობა2011 წლის ივლისში დაიკავა. კომპანიას 2000 მ² საოფისე ფართი უკავია. ღია დაგეგმარების ოფისში 150-მდე თანამშრომელი მუშაობს[10]. უფრო ადრე მისი სათავო ოფისივეჩეშში, აეროპორტის ბიზნეს პარკ C2-ში, აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა[11].

ფინანსური მაჩვენებლები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შვილობილი კომპანიები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მოქმედი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Wizz Air Abu Dhabi
Wizz Air UK
Wizz Air Malta

ყოფილი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • Wizz Air Ukraine იყო Wizz Air-ის უკრაინული განყოფილება, რომელსაც გააჩნდა ავიაგადამყვანის საკუთარი სერთიფიკატი და ფრენებსკიევისა დალვოვის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებდა[12].2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, 2015 წლის 20 აპრილს Wizz Air Ukraine-მ არსებობა შეწყვიტა. ფრენების ნაწილი Wizz Air-ს გადაეცა, ხოლო ნაწილი კი გაუქმდა[13].
  • Wizz Air Bulgaria[14] იყო Wizz Air-ის ბულგარული განყოფილება რომელიცსოფიას აეროპორტში ბაზირებდა. Wizz Air Bulgaria-ს არსებობის შეწყვეტის მიუხედავად[14], იქ Wizz Air ძველებურად ახორციელებს საბაზო ოპერაციებს.
  • Wizz Air Romania[15] დაგეგმილი შვილობილი კომპანია რომლის ბაზაცტიმიშოარის ტრაიან ვუიას საერთაშორისო აეროპორტში უნდა განთავსებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს შვილობილი კომპანია არასდროს შექმნილა[15], ხოლო აქ ბაზა თავად Wizz Air-მა გახსნა.

ოპერირება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Wizz Air, ხარჯებისა და მოსაკრებლების შემცირების მიზნით, ფრენებს ძირითადად მეორეხარისხოვანი, მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებიდან ახორციელებს. მას ბორტზე სხვადასხვა საკვებისა და სასმელების შეძენის სერვისი „Wizz Café“ და სავაჭრო მომსახურება სახელწოდებით „Wizz Boutique“ გააჩნია[16].

მიმართულებები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: Wizz Air-ის მიმართულებები.
Wizz Air-ის მიმართულებები[17][18]

2017 წლის ივნისის მდგომარეობით, Wizz Air ოპერირებს 27 ბაზით.

2008 წელს Wizz Air-მა დაამატა ფრენებიკატოვიცედანლონდონის გატვიკის მიმართულებით[19]. 2008 წლის იანვარშიგდანსკიდან ფრენები დაიწყოგეტებორგის,ბორნმუთისა დაკოვენტრი მიმართულებით. 2008 წლის ზაფხულში, Wizz Air-მა განაახლა ფრენები კატვიცედან დაბუდაპეშტიდანჟირონის მიმართულებით, ასევე დანიშნა ახალი მარშრუტი ჟირონიდან გდანსკში. ზაფხულის სხვა მიმართულებებია: ბუდაპეშტიდან -ჰერაკლიონი,კორფუ,ბურგასი დავარნა; კატოვიცედან - ჰერაკლიონი და ბურგასი; ვარშავიდან - კორფუ და ბურგასი. მან ასევე განაახლა კვირაში სამჯერადი ფრენებილონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბურგასის მიმართულებით. 2008 წლის 2 ოქტომბერს, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 3 ცალი Airbus A320-ის დამატებით, ფრენების სიხშირეს გაზრდიდა რუმინეთის მიმართულებებით[20].

2012 წლის თებერვალში, Wizz Air-მა განაცხადა, რომ 2012 წლის 18 ივნისიდან ის ფრენებსდებრეცენეის საერთაშორისო აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელებდა[21]. 2012 წლის 11 სექტემბერს, Wizz Air-მა ახალი მიმართულება დააანონსათელ-ავივიდან[22].

2013 წლის 11 აპრილს Wizz Air-მაბუდაპეშტის აერპორტიდანბაქოსჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 2013 წლის 17 ივნისიდან ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა[23]. 2013 წლის 26 ივნისს Wizz Airსლოვაკეთის ბაზარზე შევიდა და იმავე წლის სექტემბრიდან ახალი მიმართულება დაამატაკოშიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან[24].

2015 წლის 26 ივნისს ავიაკომპანიამ თავისი მე-19 ბაზა გახსნაბოსნია და ჰერცეგოვინაში,ტუზლის საერთაშორისო აეროპორტში. აერპორტში მუდმივად ბაზირებადი ერთი თვითმფრინავით, 2015 წლის 26 ივნისს Wizz Air-მა ახალი მარშრუტები გახსნა მემინგენისა (მიუნხენთან ახლოს) და ტორპის (ოსლოსთან ახლოს), ხოლო 2015 წლის 28 ივნისიდან ჰანისა (ფრანკფურტთან ახლოს) და სკავსტის (სტოკჰოლმთან ახლოს) მიმართულებებით[25].

2016 წლის თებერვალში, Wizz Air-მა ახალი ბაზისსაქართველოში გახსნის შესახებ დააანონსა[26]. იმავე წლის 23 სექტემბერსქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის 25-ე ბაზა გაიხსნა და 7 ახალი მიმართულება დაამატაბერლინის (შენეფელდი),დორტმუნდის,ლარნაკის,მიუნხენის (მემინგენი),მილანის (მალპენსა),სალონიკისა დასოფიას მიმართულებით[27]. 2016 წლის ოქტომბერში Wizz Air-მა ახალი ბაზისმოლდოვაში,კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში განთავსების შესახებ განაცხადა[28]. 2016 წლის დეკემბერშივარნის ბაზის გახსნის შესახებ დააანონსა[29].

2017 წლის თებერვალში Wizz Air-მა ახალი ბაზისლონდონის ლუტონის აეროპორტში გახსნის შესახებ განაცხადა და 2017 წლიდანვე სამი ახალი მიმართულება დაამატათელ-ავივის,პრიშტინისა დაქუთაისის მიმართულებით[30].

ფლოტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
Wizz Air-ისAirbus A320-200-ის ახალი ლივრეა

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, Wizz Air-ის ფლოტი შემდეგი თვითმფრინავებისგან შედგება:[31][32]

Wizz Air-ის ფლოტი
თვითმფრინავიგამოიყენებაშეკვეთილიმგზავრი
(ეკონომი)
შენიშვნა
Airbus A320-20036180
186
Airbus A320neo613186
Airbus A321-20041230
Airbus A321neo145242[33]239[34]უმსხვილესი ოპერატორი.[35]
მიწოდება დასრულდება 2029 წელს.[36]
Airbus A321XLR47[37][38]239[39]მიწოდება 2029 წლამდე[40][41]
სულ18021201438

შემთხვევები და ინციდენტები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

8 ივნისი, 2013: Wizz Air–ისAirbus A320-232-ის რეისი 3141, რომელიცბუქარესტისჰენრი კოანდას საერთაშორისო აეროპორტიდანრომისჩამპინოს აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, შასის გაუმართაობის გამო იძულებული გახდალეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დამჯდარიყო[42]. დაფრენის შემდეგ თვითმფრინავი გვერდზე გადაბრუნდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო რამდენიმე მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო[43].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Hungarian Wizz Air Opens Fifth Hub in Poland. Business Week. ციტირების თარიღი: 2008-03-20.
  2. 2.02.1Wizz Air. wizzair.com. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  3. Ryanair meets Wizz Air: does a merger make sense? (2009-07-08). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2009-07-15. ციტირების თარიღი: 2009-07-28.
  4. Wizz Air celebrates 10th birthday and 69 million passengers. Anna Aero (21 May 2014). ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  5. Company information (official registration number 13-09-096209). დაარქივებულიაორიგინალიდან — 12 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 16 February 2009.
  6. Wizz Air: 15% wzrost, w Polsce tylko 2%. ციტირების თარიღი: 2011-01-07.
  7. Wizz Air launches new cabin baggage policy. Wizz Air (3 October 2012). ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  8. LONDON STOCK EXCHANGE TODAY WELCOMED WIZZ AIR HOLDINGS PLC (25 February 2015). დაარქივებულიაორიგინალიდან — 10 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 4 April 2015.
  9. "Company overviewდაარქივებული 2009-03-12 საიტზეWayback Machine. ." Wizz Air. Retrieved on 11 December 2011. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. BUD International Airport Building 221 H-1185 Budapest"
  10. "Property developmentდაარქივებული 2011-12-24 საიტზეWayback Machine. ." (,also see imageდაარქივებული 2016-10-03 საიტზეWayback Machine. )Budapest Liszt Ferenc International Airport. Retrieved on 11 December 2011.
  11. Company information. დაარქივებულიაორიგინალიდან — 12 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 25 October 2009. "Wizz Air Hungary Airlines Ltd. Airport Business Park C2, Lőrinci út 59 2220 Vecsés, Hungary"
  12. WIZZ AIR UKRAINE ANNOUNCES 3RD LOW FARES BASE. wizzair.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 17 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  13. WIZZ AIR FURTHER RESTRUCTURES UKRAINIAN OPERATIONS. wizzair.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  14. 14.014.1Wizz Air Bulgaria - ch-aviation.com. ch-aviation. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  15. 15.015.1Wizz Air Romania - ch-aviation.com. ch-aviation. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  16. "Wizz Café and Wizz Boutique." Wizz Air. Retrieved on 3 February 2012.
  17. Wizz Air Online Booking en.
  18. Wizz Air Map en.
  19. Wizz Air launches London Gatwick – Katowice flight (2007-08-09). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2010-03-06. ციტირების თარიღი: 2008-05-05.
  20. Wizz Air adds three new A320 aircraft and doubles capacity in Romania – 15 new routes in the next six months. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2010-03-06. ციტირების თარიღი: 2016-10-15.
  21. Wizz Air begins flights between Debrecen and London from 18 June 2012. დაარქივებულიაორიგინალიდან — 6 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2016.
  22. Wizz Air Launches Low Fares to/from Israel. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-07-07. ციტირების თარიღი: 2016-10-15.
  23. WIZZ AIR ENTERS AZERBAIJAN. wizzair.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 17 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  24. Wizz Air will start the route Košice-London in September! - Airport Košice. airportkosice.sk. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  25. Wizz Air to establish its 19th base at Tuzla in Bosna-Herzegovina. დაარქივებულიაორიგინალიდან — 31 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 16 April 2016.
  26. „Wizz Air opens base at Kutaisi International Airport“. Agenda.ge. 4 February 2016. დაარქივებულიაორიგინალიდან — 5 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი:5 February 2016.
  27. Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტში 25–ე ბაზა გახსნა
  28. „Wizz Air announces 26th base in Chisinau, Moldova“. ციტირების თარიღი:14 August 2017.
  29. „Wizz Air announces 27th base in Varna, Bulgaria“. ციტირების თარიღი:14 August 2017.
  30. „Wizz Air announces UK base London Luton“. ციტირების თარიღი:14 August 2017.
  31. Airbus Orders and Deliveries (XLS), accessed viaOrders & Deliveries. Airbus (31 May 2017). დაარქივებულიაორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი 2017.
  32. „Global Airline Guide 2017 (Part One)“.Airliner World (October 2017): 15.|access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url= (დახმარება)
  33. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი<ref>;სქოლიოსათვისairbus.com არ არის მითითებული ტექსტი; $2
  34. „Wizz Air firms-up order for 110 A321neo aircraft“ (პრეს-რელიზი) (ინგლისური). Airbus. 2017-9-14. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2019-05-31. ციტირების თარიღი:2017-12-29.მითითებულია ერთზე მეტი|accessdate= და|access-date= (დახმარება);შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)
  35. Airbus Orders and Deliveries (XLS), monthly updated, accessed viaOrders & deliveries. Airbus SAS (30 November 2024). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  36. Wizz Air Abu Dhabi eyes chunk of Indigo A321neo order (24 November 2021).
  37. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი<ref>;სქოლიოსათვის321xlr არ არის მითითებული ტექსტი; $2
  38. US's Indigo Partners orders 255 A321neo Family jets (14 November 2021).
  39. Wizz hints at long-haul expansion after confirming new aircraft order en. ციტირების თარიღი: 2019-08-12
  40. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი<ref>;სქოლიოსათვის:0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  41. Mercédesz, Hetzmann. (2024-06-08) Wizz Air in India: Here is when the airline plans to launch its direct flights - Daily News Hungary en-US. ციტირების თარიღი: 2024-06-24
  42. Wizzair W6 3141 Bucharest – Rome emergency landing. planecrashes.org. დაარქივებულიაორიგინალიდან — 9 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2015.
  43. Wizz Air jet makes safe emergency landing in Rome. Yahoo News (8 June 2013). ციტირების თარიღი: 13 June 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wizz_Air&oldid=4769038“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp