Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Windows 7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Windows 7

Windows 7 Ultimate-ის ეკრანი
შემქმნელიMicrosoft
წყაროს მოდელიდახურული წყარო
გაზიარებული წყარო
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
22 ოქტომბერი,2009; 15 წლის წინ (2009-10-22)[1][2]
უკანასკნელი გამოშვებაService Pack 1 (6.1.7601) /22 თებერვალი,2011; 13 წლის წინ (2011-02-22)[3]
განახლების მეთოდიWindows Update
მხარდაჭერილი
პლატფორმები
IA-32 დაx86-64
ბირთვის ტიპიჰიბრიდული
ლიცენზიადაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა
წინაWindows Vista (2007)[4]
შემდეგიWindows 8 (2012)
მხარდაჭერის სტატუსი
ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2015 წლის 13 იანვარს.[5][6]
გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდება 2020 წლის 14 იანვარს.[5][6]
Service Pack 1-ის ინსტალირება აუცილებელია 2013 წლის 9 აპრილიდან განახლებების მისაღებად.[5][6]

Windows 7 — ოპერაციული სისტემაMicrosoft Windows-ის ვერსია, გამოშვებულია2009 წლის22 ოქტომბერს. კომპანიაMicrosoft-მა იგი გამოსცა პერსონალურიკომპიუტერებისათვის,ლეპტოპებისათვის,ნეტბუკებისათვის,Microsoft-ისპლანშეტებისათვის და შინაური მედია-ცენტრებისათვის.[7]

განსხვავებით წინამორბედიWindows Vista-სგან, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი სიახლე, Windows 7-ში ყურადღება ექცევა იმ მოწყობილობებთან თავსებადობას, რომლებთანაც წინა სისტემაც იყო თავსებადი.[8] Microsoft-ის მიერ2008 წელს გამართულ პრეზენტაციებზე წარდგენილი იქნა ახალი სისტემის რამდენიმე სიახლე, როგორიც იყო შეხების ტექნოლოგია, სწრაფად გაშვების განსხვავებული დაფა, რომელსაც ამიერიდან Superbar ეწოდება, შინაური ქსელის სისტემა HomeGroup,[9] და გაუმჯობესებები სწრაფმოქმედების მხრივ. ახალ სისტემაში შეტანილი რამდენიმე პროგრამა, რომელიც უკვე ვრცელდებოდაWindows-ის წინა ვერსიასთან ერთად (მაგალითად,Windows Calendar,Windows Mail,Windows Movie Maker დაWindows Photo Gallery) არ იქნა შეტანილი Windows 7-ში -[10][11] მომხმარებელს შეუძლია მათი თავად გადმოტვირთვა და ინსტალირება პროგრამების კრებულისWindows Live Essentials ფარგლებში.[12]

განვითარება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უკვე2000 წელს მაიკროსოფტში დაიწყეს ფიქრი სისტემისWindows XP შემდეგ ვერსიაზე და მის სერვერულ ვარიანტზეWindows Server 2003. თავდაპირველად მათ სურდათ მისი2005 წელს გამოცემა.

სისტემა, რომელსაც ეწოდა კოდური სახელი ”Blackcomb”, მიზნად ისახავდა ფაილების ძიების და მონაცემთა დამუშავების გამარტივების, ფაილური სისტემისWinFS და სხვა სიახლეების შემოტანას.ბილ გეიტსის თქმით, ”Blackcomb უნდა ყოფილიყო სტრიქონი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მომხმარებლის ნაწერს და ავტომატურად შეივსება”.

თუმცა, Blackcomb გადაიდო და ამასობაში დაიწყო მუშაობა სისტემაზე "Longhorn", რომლის დებიუტიც2003 წლისათვის იყო დაგეგმილი. ამ ვერსიაში თავდაპირველად შეიტანეს გადადებული პროექტის რამდენიმე ელემენტი. საბოლოოდ, Longhorn-ს ეწოდა Windows Vista და იგი ოფიციალურად გამოვიდა2007 წლის იანვარში.

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Windows Vista-ზე მუშაობის პარალელურად, Blackcomb-ს ეწოდაVienna. თუმცა,2007 წლის20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელწოდება შეცვლილი იქნა და ამჯერად ეს იყოWindows 7.2008 წლის13 ოქტომბერს ეს საბოლოოდ დადასტურდა. მაიკ ნეშის, ვინდოუსის პროდუქციის განხრით Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს სახელწოდება აირჩიეს იმიტომ, რომ ვინდოუსის უშუალო მიმართულებაში ეს არის მეშვიდე ვერსია.

განვითარება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
Blackcomb
[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კოდური სახელწოდება Blackcomb თავდაპირველად ეკუთვნოდა სისტემას Windows NT 6.0. დაგეგმილი მისიWindows XP-ს შემდეგ გამოცემა.2001 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Blackcomb გამოვიდოდა2005 წელს, ხოლო2002 წლის აგვისტოში - ის, რომ შუალედური ვერსია იქნებაWindows Vista, დაფუძნებული ბირთვზე Windows NT 5. Longhorn-ის შექმნისას მას დაემატა Blackcomb-ის ფუნქციები და მიენიჭა ნომერი 6.0.

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. LeBlanc, Brandon. Windows 7 Arrives Today With New Offers, New PCs, And More!. Microsoft (22 October 2009).
  2. 22 ოქტომბერი,2009; 15 წლის წინ (2009-10-22)[1]
  3. LeBlanc, Brandon. (9 February 2011) Announcing Availability of Windows 7 and Windows Server 2008 R2 SP1. Microsoft.
  4. Thadani, Rahul. (September 6, 2010) Windows 7 System Requirements. Buzzle. დაარქივებულიაორიგინალიდან — ივლისი 6, 2017. ციტირების თარიღი: February 27, 2014.
  5. 5.05.15.2Microsoft Support Lifecycle. Support. Microsoft. ციტირების თარიღი: February 20, 2012.
  6. 6.06.16.2Rose, Stephen L. (February 14, 2013) Windows 7 RTM End Of Support Is Right Around The Corner. Springboard Series Blog. Microsoft. დაარქივებულიაორიგინალიდან — მაისი 2, 2013. ციტირების თარიღი: March 27, 2013.
  7. Ricciuti, Mike. (July 20, 2007) Next version of Windows: Call it 7. CNET News. დაარქივებულიაორიგინალიდან — ნოემბერი 20, 2008. ციტირების თარიღი: მაისი 7, 2011.
  8. Nash, Mike. (28 October 2008) Windows 7 Unveiled Today at PDC 2008. Windows Team Blog. Microsoft. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
  9. LeBlanc, Brandon. (28 October 2008) How Libraries & HomeGroup Work Together in Windows 7. Windows Team Blog. Microsoft. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
  10. Windows 7 to Skip Photo, Mail, Calendar and Movie Editing tools.
  11. E-mail, photos, movie making will not be included in Windows 7.
  12. LeBlance, Brandon. (28 October 2008) The Complete Windows Experience – Windows 7 + Windows Live. Windows Team Blog. Microsoft. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
Windowsეს სტატიაWindows-ის შესახებ ჯერჯერობითესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მისშევსებაში.


    
Microsoft Windows-ის ოჯახი
დაფუძნებულიDOS-ზე
Windows 9x
Windows NT
სპეციალიზებული
Windows IoT
Windows Mobile
Windows Phone
შეწყვეტილი
სხვა სტატიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_7&oldid=4259930“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp