Windows 1.01 —Microsoft Windows-ის პირველი ვერსია. გამოვიდა1985 წლის20 ნოემბერს. ეს იყო კომპანიაMicrosoft-ის პირველი ცდა, რომ რეალიზება გაეკეთებინაოპერაციული სისტემისათვის, რომელსაც მრავალი დავალებების შესრულება შეეძლებოდა. იგი შემუშავებული იყოპერსონალურ კომპიუტერებზე სამუშაოდ და მასზე რეალიზებული იყოგრაფიკული გარსი.
Windows 1.01-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორცMS-DOS-ის "სამოსელს", შემუშავდაMS-DOS-სთვის არსებულ პროგრამებთან სამუშაოდ, მასში რალიზებული იყო მრავალი დავალების შესრულების შესაძლებლობა და სტაბილურიApplication Programming Interface (API), მომავალიWindows-ის პროგრამებისთვის.
მისი განსაზღვრა, როგორცMS-DOS-ის "სამოსელი" გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი შემუშავებული იყო პროგრამებთანგრაფიკულ გარსში სამუშაოდ და არა როგორც სრულყოფილიოპერაციული სისტემა. მიუხედავად ამისა, Windows 1.01 შეიცავდა საკუთარდრაივერებსგრაფიკული ადაპტერებისთვის,თაგუნიებისთვის,კლავიატურებისთვის,პრინტერებისთვის დასერიული პორტებისთვის. იგულისხმებოდა, რომ პროგრამა გამოიყენებდა მხოლოდAPI-ს, შემუშავებულს ამდრაივერებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომMS-DOS-ში გრაფიკა და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა ძალიან შეზღუდული იყო, პროგრამებს უწევდათ მიემართათ პირდაპირ აპარატურული უზრუნველყოფისთვის (ან, ზოგიერთ შემთხვევაშიBIOS-ისთვის), რათა შეესრულებინათ აუცილებელი მოქმედება. აქედან გამომდინარე, Windows 1.01 წარმოადგენდა არა მხოლოდMS-DOS-ის "სამოსელს", არამედ ავსებდა და ხშირად ცვლიდა შესაძლებლობებს, რომლებიც არ იყო წარმოდგენილიMS-DOS-ში.
Windows-ის პირველი ვერსია გამოშვებული ატარებდა ნომერს 1.01. 1.0 არ გამოიშვა სერიოზული შეცდომის გამო.
ვერსია 1.02 გამოვიდა1986 წლის მაისში და იყო საერთაშორისო, შეიცავდა სხვადასხვა ევროპული ენების მხარდაჭერას.
ვერსია 1.03 გამოვიდა1986 წლის აგვისტოს და გათვალისწინებული იყო მხოლოდამერიკისთვის და შეიცავდა განახლებებს, რომლებიც უფრო ამსგავსებდნენ საერთაშორისო გამოცემას. მასში შესული იყოდრაივერები ევროპულიკლავიატურებისთვის და დამატებითიდრაივერებიმონიტორისთვის დაპრინტერებისთვის.
ვერსია 1.04 გამოვიდა1987 წლის აპრილში. დაემატაგრაფიკული ადაპტერებისთვისVGA, რომლებიც გამოჩნდა ახალკომპიუტერებში სერიითPS/2IBM-ისგან. ამავე დროს, კომპანიაMicrosoft-მა , კომპანიაIBM-თან ერთად წარმოადგინა ახალი ოპერაციული სისტემაPS/2 გრაფიკული ინტერფეისითPresentation Manager, რომელსაც ჩანაფიქრის მიხედვით დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალა, როგორცMS-DOS-ი, აგრეთვეWindows-იც. Windows 1.01 ჩანაცვლდა 1987 წლის ნოემბერში, გამოსულიWindows 2.0-ით.