„West End Girls“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი —Pet Shop Boys | ||||
გამოსვლის თარიღი | 9 აპრილი 1984 | |||
ჩაიწერა | Unique Studios, ნიუ-იორკი, 1984[1] | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 4:14 3:55 (7" ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Bobcat Records | |||
ავტორ(ებ)ი | ნილ ტენანტი,კრის ლოუ | |||
პროდიუსერი | ბობი ორლანდო | |||
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„West End Girls [1985 წლის ვერსია]“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() 7" სინგლის ვერსია | ||||
სინგლი —Pet Shop Boys | ||||
ალბომიდანPlease | ||||
B-მხარე | „A Man Could Get Arrested“ | |||
გამოსვლის თარიღი | 28 ოქტომბერი 1985 | |||
ჩაიწერა | აგვისტო 1985[1] | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:59 (7" ვერსია), 4:41 (ალბომის ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI Music,Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ნილ ტენანტი,კრის ლოუ | |||
პროდიუსერი | სტივენ ჰეიგი | |||
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„West End Girls“ —ინგლისურისინთპოპ-დუეტPet Shop Boys-ის სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1984 წლის აპრილში.
სიმღერის პირველი ვერსიის პროდიუსერი არისბობი ორლანდო. სინგლი გამოიცაColumbia Records-ის კუთვნილ Bobcat Records-ზე 1984 წელს და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იქცა ჰიტად. მას შემდეგ, რაც დუეტმაEMI-სთან კონტრაქტი გააფორმა, სიმღერა კვლავ იქნა ჩაწერილისტივენ ჰეიგის თანაშემწეობით ჯგუფის პირველი ალბომისთვისPlease. 1985 წლის ოქტომბერში სიმღერა კვლავ გამოიცა, 1986 წელს ბრიტანეთაა და აშშ-ში ჩარტების #1 პოზიციაზე მოხვედრით.
1987 წელს სიმღერამ მიიღო ჯილდო საუკეთესო სინგლისთვისBrit Awards-ზე და ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო სინგლისთვისაივორ ნოველოს დაჯილდოებაზე. 2005 წელს, ორიგინალური გამოცემიდან 20 წლის შემდეგ, კომპოზიტორებისა და სიმღერების ავტორების ბრიტანული აკადემიისგან მან მიიღო ათწლეულის სიმღერის წოდება, 1985-1994 წლების პერიოდის გათვალისწინებით.
Pet Shop Boys-მა სიმღერა შეასრულა2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე.[2] იგი აგრეთვე მოხვდა ვიდეო თამაშGrand Theft Auto V-ს საუნდტრეკში.[3]
1983 წელსნილ ტენანტმა გაიცნო პროდიუსერიბობი ორლანდო, როდესაც უკანასკნელი ნიუ-იორკში იმყოფებოდა. დემოს მოსმენის შემდეგ ორლანდომ შესთავაზა პროდიუსერული მომსახურება.[4]
1983-1994 წელს დუეტმა ორლანდოსთან ერთად ნიუ-იორკში ჩაწერა სიმღერები „West End Girls“,„Opportunities (Let's Make Lots of Money)“,„One More Chance“, „I Want A Lover“, „A Man Could Get Arrested“, „I Get Excited“, „Two Divided by Zero“, „Rent“, „It's A Sin“, „Pet Shop Boys“ და „Later Tonite“. ორლანდომ „West End Girls“-ში დაუკრა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე, მათ შორის, ჯაზური სოლო, რომელიც დასასრულს ჟღერს. ლოუმ დაუკრა ერთი აკორდი და ბასის პარტია.[5] სიმღერაში გამოყენებული დასარტყმელი საკრავების სემპლიმაიკლ ჯექსონის„Billie Jean“-იდან და არანჟირება, რომელსაც ტენანტი უწოდებდა„ბარი უაიტის აკორდებს“.[6] ორლანდო აღფრთოვანებული იყო სიმღერის წარმოებით, მას სურდა რეპ-სიმღერის ჩაწერა, რომელიც ბრიტანული აქცენტით იქნებოდა შესრულებული.[7]
1984 წლის აპრილში გამოვიდა „West End Girls“ და იქცა კლუბურ ჰიტად ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში, აგრეთვე საცეკვაო ჰიტად ბელგიასა და საფრანგეთში.[8] ბრიტანეთში იგი მხოლოდ12" ფორმატში გამოიცა.[9] 1985 წლის მარტში, ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, Pet Shop Boys-მა დაასრულა საკონტრაქტო თანამშრომლობა ორლანდოსთან და დაუკავშირდა მენეჯერტომ უოტკინსს, რომელმაც დუეტსEMI-სთან კონტრაქტი მოუპოვა.[10] „West End Girls“ ხელმეორედ იქნა ჩაწერილი პროდიუსერსტივენ ჰეიგის თანაშემწეობით და მოგვიანებით, 1985 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვიდა და მოხვდა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში.[11]
BBC4-ზე გასულ გადაცემა 'Synth Britannia-ში ტენანტმა ისაუბრა სემპლირების იმ პერიოდში ახალ ტექნოლოგიაზე და როგორ იქნა მიღებული ესა თუ ის ხმა ახალი სინთეზატორითE-mu Emulator.
„West End Girls“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი —East 17 | ||||
ალბომიდანWalthamstow | ||||
გამოსვლის თარიღი | 21 ივნისი 1993 | |||
ჩაიწერა | 1992 | |||
ჟანრი | პოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:59 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | London Records | |||
ავტორ(ებ)ი | მიკაელ ს. რაილი, The Groove Corporation | |||
პროდიუსერი | ბობი ორლანდო | |||
East 17 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
1993 წელს ჯგუფმაEast 17 „West End Girls“ ჩაწერა ალბომისთვისWalthamstow და ჰქონდა მცირე წარმატება ჩარტში.
7"