Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Virtual Boy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Virtual Boy

A Virtual Boy კონტროლერით
შემქმნელიNintendo R&D1
მწარმოებელიNintendo
ტიპივიდეო თამაშების კონსოლი
თაობამეხუთე თაობა
გამოშვების თარიღიიაპ21 ივლისი, 1995
ჩრდ.ამ.14 აგვისტო, 1995
შეწყდა1996
გაიყიდა770,000
მედიასათამაშო კარტრიჯი
პროცესორიNEC V810 @ 20 მჰც
დაკავშირებული სტატიებიFamicom 3D System
Nintendo 3DS

Virtual Boy (იაპონ. バーチャルボーイ) —მეექვსე თაობის 32-ბიტიანივიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემულიიაპონური კომპანიაNintendo-ს მიერ1995 წლის21 ივლისს იაპონიაში,ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე წლის14 აგვისტოს.[1]

რეკლამირებული იყო როგორც პირველი კონსოლი, რომელსაც შეეძლო სტერეოსკოპული 3D გრაფიკის გამოსახვა.[2] Virtual Boy იძლევა ილუზიის ზუსტი მოცულობის შექმნის შესაძლებლობასპარალაქსის ეფექტის მეშვეობით. ის გამოიყენებდა ვირტუალური რეალობის სათვალის ტექნოლოგიას — მოთამაშე ათავსებს თავს მოწყობილობის ოკულარში, სადაც აღიქვამს მონოქრომულ გამოსახულებას.

კონსოლზე მუშაობამ ოთხ წელზე მეტს გასტანა. მისი კოდური სახელი იყოVR32.[3] Nintendo-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანია Reflection Technology-სთან ოკულარული 3D LED ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.[4] გარდა ამისა,ჩინეთში აშენდა ქარხანა სპეციალურად Virtual Boy-ის წარმოებისთვის.[3]

Virtual Boy-ის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო. საერთო ჯამში გამოვიდა 22 თამაში, რომელთა შორის 19 გამოიცა იაპონიის ბაზრისთვის, ხოლო 14 —ჩრდილოეთ ამერიკისთვის.[5] რაც შეეხება მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერას, ამ მხრივ, წინამორბედ პლატფორმებთან შედარებით მეტად შეზღუდული იყო.[6]

კონსოლი უარყოფითად მიიღეს კრიტიკოსებმა. მისი წარუმატებლობა გამოწვეული იყო რიგი მიზეზებით, მათ შორის მაღალი ფასით, მონოქრომული ეკრანითა და არაშთამბეჭდავი 3D ეფექტებით. საგულისხმოა, რომ მისი ხშირი გამოყენება საფრთხეს უქმნიდა მომხმარებლის ჯანმრთელობას. ასევე კონსოლი პოზიციონირებდა, როგორც პორტატიული კონსოლი, თუმცა მისი ზომა და წონა ეჭქვეშ აყენებდა მის პორტატიულობას. საბოლოოდ, იგი გამოიცა დაუმთავრებელი ფორმით, რადგანაც კომპანიამ მთელი თავისი რესურსი მიმართა მომდევნოსახლის კონსოლისNintendo 64-ის წარმოებაზე.[7]

ფასის მუდმივი კლების მიუხედავად, მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად,[8] საერთო ჯამში კონსოლის გაყიდვების რაოდენობა შეადგენს 770,000 ეგზემპლარს.[9] სტერეოსკოპული ტექნოლოგია მოგვიანებით წარმატებით დაინერგა ახალი თაობის კონსოლებში, მათ შორის Nintendo-ს პორტატიულ კონსოლ3DS-ში. Nintendo-მ Virtual Boy-ის წარმოება შეწყვიტა1996 წელს.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Introduction by Nintendo. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2018-07-07. ციტირების თარიღი: 2018-07-20.
  2. Virtual boy News, Videos, Reviews and Gossip. დაარქივებულიაორიგინალიდან — 28 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2014.
  3. 3.03.1Edwards, Benj. (21 აგვისტო, 2015) Unraveling The Enigma Of Nintendo's Virtual Boy, 20 Years Later. Fast Company. დაარქივებულიაორიგინალიდან — 7 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2015.
  4. „April Brings Virtual Boy“(PDF).GamePro (67). February 1995. p. 162.დაარქივებულია(PDF) ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი, 2018.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|archivedate=-ში (დახმარება)
  5. Kolan, Patrick (14 იანვარი, 2008).IGN Retro: Virtual Boy's Best Games. IGN.ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2009. დაარქივებული 2009-01-23 საიტზეWayback Machine.
  6. „An Audience with... Gumpei Yokoi“.Next Generation (4): 44–46. აპრილი, 1995.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)
  7. Sheff, David; Eddy, Andy (1999)Game Over: How Nintendo Zapped an American Industry, Captured Your Dollars, and Enslaved Your Children,online, GamePress.ISBN978-0-9669617-0-6.OCLC26214063. 
  8. Lisa Foiles. Top 5 Hardware Super Fails | Top 5 with Lisa Foiles Video Gallery | The Escapist. Escapistmagazine.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 7 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2014.
  9. „WeeklyFamitsu Express“.Famitsu.11 (392). 1996-06-21.დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2019. ციტირების თარიღი:2019-08-02.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|archivedate=-ში (დახმარება)
  10. Boyer, Steven. "A Virtual Failure: Evaluating the Success of Nintendos Virtual Boy." Velvet Light Trap.64 (2009): 23-33. ProQuest Research Library. Web. May 24, 2012.
    
სისტემები
კონსოლი
პორტატული
ელექტრონული
არკადა
პერიფერია
დამატებები
კავშირი
კონტროლერები
ქსელი
სხვა
ტექნოლოგიები
მედია
პროცესორები
    
სახეობები
თაობები
მეხუთე
თაობა
სახლის
პორტატიული
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Virtual_Boy&oldid=4426839“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp