| Vectrex | |
|---|---|
| მწარმოებელი | General Consumer Electronics (1982-83) Milton Bradley Company (1983-84) |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეორე თაობა |
| გამოშვების თარიღი | ჩრდ.ამ.ნოემბერი, 1982 ევრმაისი, 1983 იაპივნისი, 1983 |
| თავდაპირველი ფასი | 199აშშ დოლარი |
| შეწყდა | 1984 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| პროცესორი | Motorola MC68A09 @ 1.5 მჰც |
| მეხსიერება | 1 კბ |
| მონიტორი | ელექტრონულ-სხივური მილაკი |
| ხმა | General Instrument AY-3-8910 |
| კონტროლერის შეტანა | 2 ცალი |
Vectrex — 8 ბიტიანიმეორე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Technologies/Smith Engineering-ის მიერ.[1] თავდაპირველად მასზე ლიცენზია მოიპოვა General Consumer Electronics-მა, ხოლო 1983 წელს — Milton Bradley Company-მა.[2] კონსოლიჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა 1982 წლის ივნისში,ევროპაში — 1983 წლის მაისში, ხოლოიაპონიაშიVectrex Kousokusen-ის სახელწოდებით გამოიცა კომპანიაBandai-ს მიერ 1983 წლის ივნისში.
Vectrex-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ერთადერთი სათამაშო სისტემა, რომელიც გამოიყენებდა ვექტროულ მონიტორს. მისი თავდაპირველი ფასი 199 აშშ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით ფასი 150 დოლარამდე დაეცა,1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე ფასმა 100 დოლარამდე დაიწია, ხოლო კრიზისის შემდეგ კონსოლის ფასი 49 დოლარი გახდა.[3] მასში განთავსებული იყოMotorola 6809-ისცენტრალური პროცესორი 1.5 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 კბოპერატიული მეხსიერება დაGeneral Instrument AY-3-8910-ის ხმის ჩიპი. ტელევიზორზე მიერთებადი სხვა სათამაშო კონსოლებისგან განსხვავებით, Vectrex გააჩნდა საკუთარი, ჩაშენებულიმონიტორი, რომელიც გამოსახავდა ვექტორულ გრაფიკას. მონიტორი იყო მონოქრომული (შავ-თეთრი), მაგრამ თამაშის დროს ეკრანზე თავსდებოდა სხვადასხვა სახის გამჭვირვალე, ფერადი, პლასტიკური გადასაფარებლები ფერების სიმულაციითვის. იმ დროში, ბევრი არკადული თამაშები გამოიყენებდნენ ვექტორულ გრაფიკას, შედეგად, არკადული თამაშების მწარმობელ Cinematronics-ისგან ლიცენზიის მიღების შემდეგ Vectrex-ზე ხელმისაწვდომი შეიქმნა თამაშები„Space Wars“ და„Armor Attack“.
კონსოლი თამაშების ბიბლიოთეკა საკმაოდ მწირია. თამაშების უმეტესობა მოიცავდა არკადული თამაშების პორტებს.[2] საერთო ჯამში გამოვიდა 28 ერთეული თამაში.[4] კონსოლს კოპლექტში მოყვებოდა თამაში„Mine Storm“,[5] რომელიც 13-ე საფეხურზე გამოდიოდა მწყობრიდან, გამომდიანრე აქედან, კომპანია დაზარალებულ მომხმარებლებს ფოსტით უგზავნიდა თამაშის განახლებულ ვერსიას, „MineStorm II“. თუმცა ძალიან ცოტა თუ მიმართავდა კომპანიას ჩივილით, ვინაიდან 13-ე საფეხურამდე ასვლა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა.[5]
კონსოლი დადებითად მიიღოსათამაშო პრესამ.[6] გაზეთ„Byte-მა დაახასიათა როგორც „იმ წლების ყველაზე საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლი“.[7] 1983 წლის კრიზისის გამო Milton Bradley-მა დიდი ფინანსური კრახი განიცადა.[2] 1984 წელს Milton Bradley შეერწყა კომპანია Hasbro-ს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ Vectrex-ის წარმოება შეწყდა. კონსოლის გაუქმებამდე, Milton Bradley-ის დაგეგმილი ჰქონდა ფერადი კონსოლის გამოშვება.[4]
| ||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||