VTech Socrates —მესამე თაობის საგანმანათლებლოსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული 1988 წელსVTech-ის მიერ. კონსოლს სახელი დაერქვა ძველი ბერძენი ფილოსოფოსის,სოკრატეს პატივსაცემად.
სისტემას თან ახლდა სტანდარტული უსადენოკლავიატურა, რომელიც უკავშირდებოდაინფრაწითელი სხივით და ზედ სადენებით მიმაგრებული იყო ორიკონტროლერი, აგრეთვე მოჰყვებოდა უსადენომაუსი. მასში განთავსებული იყოZilog Z80A-ისცენტრალური პროცესორი 3.57 მჰც ტაქტური სიხშირით და 32 კბოპერატიული მეხსიერება. კონსოლის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, გამოვიდა რამდენიმე თამაში, მათ შორის: „Facts 'N Fractions“, „State to State“, „Memory Mania“, „Around the World“, „Hodge-Podge“, “Game Wizard“ და „Amazing Mazes“.
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 130 ამერიკულ დოლარს.საფრანგეთში ვრცელდებოდაYeno Professeur Saitout-ის სახელწოდებით,[2] ხოლოგერმანიაში დისტრიბუციას უწევდა კომპანია Yeno და ერქვაProf. Weiss-Alles.[3] გამოშვება დაგეგმილი იყოესპანეთშიც, თუმცა არასდროს გამოცემულა. მასში ჩაშენებული იყო რამდენიმე ვიდეო თამაში, აგრეთვე მათემატიკური, მუსიკალური და სხვადასხვა სახის პროგრამები. სისტემა ასევე განსხვავდებოდა ხმის მახასიათებლებით, დამატებითი ხმის კარტრიჯის წყალობით, რომლის შეძენა შესაძლებელი იყო ცალკე, თუმცა ვერ გამოირჩეოდა გრაფიკული შესაძლებლობებით. VTech-მა სისტემის წარმოება შეწყვიტა 1990-იანების დასაწყისში.