Tekken 3 | |
---|---|
![]() | |
დეველოპერ(ებ)ი | Namco |
გამომცემელი | იაპNamco Ltd. ჩრდ.ამ.Namco Hometek ევრSony Computer Entertainment |
სერია | Tekken |
გამოსვლის თარიღი | |
ჟანრ(ებ)ი | საბრძოლო |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | მასამიტი აბე |
პროდიუსერ(ებ)ი | ჰაძიმე ნაკატანი |
დიზაინერ(ებ)ი | მასაჰირო კიმოტო კაცუჰირო ჰარადა |
პროგრამისტ(ებ)ი | მასანორი იამადა |
მხატვარი | იოსინარი მიძუსიმა |
კომპოზიტორი | ნობუიოსი სანო კეიიტი ოკაბე იუუ მიიაკე |
არკადული სისტემა | Namco System 12 |
ეკრანი | რასტერული, ჰორიზონტალური |
Tekken 3 (იაპონ. 鉄拳3) —საბრძოლო ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანიაNamco-ს მიერ. არკადულ ავტომატებზე გამოვიდა1997 წლის 20 მარტს, ხოლოPlayStation-ის ვერსია — 1998 წლის 26 მარტს. „Tekken 3“ არის რიგით მესამე ნაწილი სერიიდან, ხოლო პირველი, რომელიც გამოვიდაNamco System 12-ის არკადულ სისტემაზე და უკანასკნელი გამოცემულიPlayStation-ზე.
„Tekken 3“ ინარჩუნებს მისი წინამორბედების საბრძოლო სისტემასა და კონცეფციას, თუმცა გააჩნია გაუმჯობესებული გრაფიკა, ანიმაცია, ხმის ეფექტები და მუსიკალურ გაფორმება, უფრო სწრაფი და მოქნილიგეიმპლეი. თამაში მოიცავს როგორცერთმოთამაშიან რეჟიმს, ასევემრავალმოთამაშიანს. მასში დამატებულია რამდენიმე ახალი პერსონაჟი, მათი შორის:ძინ კაძამა,ლინგ სიაოიუი,ჯულია ჩენგი,ჰვარანი და სხვა — ჯამში ფიგურირებს 23 პერსონაჟი.
თამაშმა მიიღო უმაღლესი შეფასებებივიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. ის ფართოდაა აღიარებული, როგორც ერთ-ერთისაუკეთესო ვიდეო თამაში ისტორიაში და შეყვანილი იქნა ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების სიებში ისეთი ავტორიტეტული გამოცემების მიერ, როგორებიცააElectronic Gaming Monthly“,[3]Game Informer“,[4]„Computer and Video Games“,[5] „GameFAQs“,[6] „Edge“,[7] “GamesRadar“[8] და სხვები. საერთო განხილვის საიტზეGameRankings ფლობს 96%,[9] ხოლოMetacritic-ზე ანალოგიური შედეგია - 96 %.[10] ამ უკანასკნელმა ის დაასახელა Playstation-ის მეორე საუკეთესო თამაშად.[11]
საერთო ჯამში გაიყიდა 8.3 მილიონი ეგზემპლარი.[12] ის იქცა მეოთხე ყველაზე გაყიდვად თამაშად PlayStation-ის პლატფორმაზე და მეორე ყველაზე გაყიდვად საბრძოლო ჟანრის თამაშად „Super Smash Brothers Brawl“-ის შემდეგ.[12] არა კანონიკური გაგრძელება სახელწოდებით „Takken Tag Tournament“ გამოვიდა 1999 წელს, არკადაზე, ხოლო 2000 წელსPlayStation 2-ზე. 2001 წელს გამოქვეყნდა პირდაპირი გაგრძელება „Tekken 4“.
|