ტალგო 250 RENFE class 130 | |
---|---|
![]() | |
ძირითადი მონაცემები | |
აწყობის წლები | 2006 წლიდან - დღემდე |
წარმოებაშია | 2006 წლიდან |
ამწყობი ქვეყანა | ![]() |
მწარმოებელი | Patentes Talgo S.L. |
აწყობილი შემადგენლობები | 45 |
ექსპლუატაციის ქვეყნები | ![]() ![]() |
ოპერატორი | RENFE, „სასკ“[1]„უზბეკეთის რკინიგზა“ |
ხაზის მომსახურება | მაგისტრალი ტაშკენტი-სამარყანდი |
ლიანდების სიგანე | 1435 მმ - 1668 მმესპანეთი 1520 მმუზბეკეთი |
ექსპლუატაციაშია | 2006 წლიდან |
ტექნიკური მონაცემები | |
დენის ტიპი და ძაბვა საკონტაქტო ხაზში | 25 კვ, 50 ჰც -ცვლადი დენი და 3 კვ -მუდმივი დენი |
კონსტრუქციული სიჩქარე | 250-270 კმ/სთ[2] |
მაქსიმალური სამსახურო სიჩქარე | 250 კმ/სთ |
ვაგონების რაოდენობა შემადგენლობაში | 8-დან 11-მდე |
კომპოზიცია | სავარძლები |
მგზავრთტევადობა | 11 სავაგონო შემადგენლობაში 299 ად., სტანდარტულ 8 ვაგონიან შემადგენლობაში 236 |
ვაგონის სიგრძე | 20 მ |
სიგანე | 2,96 მ |
სიმაღლე | 4 მ |
ტარის მასა | 200 ტონიდან 245 ტონამდე |
ვაგონის მატერია | ალუმინის კომპოზიციური შენადნობები |
აჩქარება | 1.2 მ/წ2 |
ელექტრონული დამუხრუჭება | რეოსტატული |
სამუხრუჭე რეოსტატების სიმძლავრე | 2400 კვტ |
Talgo 250 (ქართ. ტალგო 250) —ესპანური კომპანიაPatentes Talgo S.L.-ის მიერ წარმოებულიცვლადი დამუდმივი დენის ჩქაროსნულიელექტრომატარებლები.ესპანეთში ეწოდება RENFE S130.2015 წელსბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულების შემდეგ,ბაქო-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით სწორედ ეს მატარებლები ივლიან[3], რომელნიც ლიანდების ავტომატურად შეცვლის სისტემით, Talgo RD-ით იქნებიან აღჭურვილნი[4][5].
Talgo-ს RD სისტემა გამოიყენება მატარებლის ბორბლებს შორის დისტანციის ავტომატიურად შესაცვლელად, ეს სისტემა1968 წლიდან წარმატებით გამოიყენება Talgo-ს მატარებლებზე[6].
ბორბლებს შორის მანძილის შეცვლის პროცესი რევერსულია და ხორციელდება იმ დროს, როდესაც მატარებელი სხვადასხვა სიგანის ლიანდების კვეთისას გადის ლიანდაგზე დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობას[5].
Talgo RD-ის თანამედროვე სისტემები გამოიყენება ქანქარისებური (Talgo Pendular) სისტემით აღჭურვილ სამგაზვრო მატარებლებზე და ყველა სახის სატვირთო ვაგონებზე. ამ სისტემების წყალობით მატარებლებს თავისუფლად შეუძლიად იმოძრაონ 1435/1668 მმ სიგანის ლიანდებით დაწყებული 1520/1435 მმ სიგანის ლიანდებით დამთვრებული.
ლიანდების ავტომატურად შეცვლის პროცესი მატარებლის შეუჩერებლად, 15 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ხდება[5].
№ | ქვეყანა | მარშრუტი | ◄► | № | ქვეყანა | მარშრუტი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ![]() | 2 | ![]() | ტაშკენტი-სამარყანდი |