Spotify |
---|
 |
საიტი | https://open.spotify.com |
---|
სლოგანი | „მუსიკა ყველასთვის“ |
---|
საიტის ტიპი | საჯარო |
---|
რეგისტრაცია | აუცილებელია |
---|
ხელმისაწვდომი ენა | 74-მდე |
---|
მომხმარებელი | 574 მილიონზე მეტი (2023 წლის სექტემბრის მონაცემებით) |
---|
დამფუძნებელი | დანიელ ეკი და მარტინ ლორენცონი |
---|
მფლობელი | დანიელ ეკი და მარტინ ლორენცონი |
---|
გაეშვა | 7 ოქტომბერი,2008 |
---|
შემოსავალი | 13 მილიარდი დოლარი (2023 წლის მონაცემებით)[1] |
---|
Spotify — ხმოვანი ჩანაწერებისშვედური სტრიმინგსერვისი, რომელიც მუსიკის, აუდიოწიგნებისა და პოდკასტების მოწყობილობაში ჩამოტვირთვის გარეშე მოსმენის საშუალებას იძლევა. დაარსდა2006 წლის23 აპრილს დანიელ ეკის და მარტინ ლორენცონის მიერ.2021 წლის მდგომარეობით, 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლით, Spotify მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე პოპულარული აუდიო სტრიმინგ პლატფორმაა. იგი იკავებს გლობალური აუდიო სერვისის 36%-ზე მეტს და ხელმისაწვდომიაჩრდილოეთ დასამხრეთ ამერიკის უმეტეს ქვეყანაში,ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში,აზიისა დააფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში,ავსტრალიასა დაოკეანეთში. 2021 წლის24 თებერვალს სერვისი ოფიციალურად ამოქმედდასაქართველოში.[2]
2020 წლის15 ივლისს სერვისი ამუშავდარუსეთშიც, თუმცა,უკრაინაში შეჭრის გამო,2022 წლის6 მარტს Spotify-მ რუსეთში პრემიუმპაკეტის მიღების შესაძლებლობა შეზღუდა,[3] 2022 წლის11 აპრილს კი საერთოდ შეაჩერა ოპერაციები.[4]
პლატფორმის პრემიუმპაკეტის საფასური თითო მომხმარებელზე ყოველთვიურად 4,99 დოლარია. არსებობს სხვა პოპულარული პაკეტებიც: დუო ($6,49), საოჯახო ($7,99), სტუდენტური ($2,49).[5]