Sony Interactive Entertainment |
 შტაბ-ბინასან-მატეში,კალიფორნიაში |
ყოფილი სახელწოდება | Sony Computer Entertainment (1993–2016) Sony Network Entertainment |
|---|
| ტიპი | შეზღუდული პასუხისმგებლობის, შვილობილი |
|---|
| დარგი | |
|---|
| დაფუძნდა | 16 ნოემბერი,1993;32 წლის წინ (1993-11-16) (როგორც Sony Computer Entertainment Inc.) მინატო,ტოკიო,იაპონია |
|---|
| სათავო ოფისი | სან-მატე,კალიფორნია |
|---|
მმართველი | - ჯონ კოდერა
- შონ ლეიდენი
- სიუჰეი იოსიდა
|
|---|
| პროდუქცია | ვიდეო თამაშების კონსოლები, ვიდეო თამაშები, აქსესუარები, კონტროლერები, ონლაინ სერვისები |
|---|
| შემოსავალი | აშშ$31.7 მილიარდი (2024)[1] |
|---|
| მფლობელი | Sony Corporation |
|---|
| თანამშრომელი | 12,700[2] |
|---|
| შვილობილ(ებ)ი | |
|---|
| ფილიალი | SIE Worldwide Studios |
|---|
| საიტი | ოფიციალური საიტი |
|---|
Sony Interactive Entertainment (აბრევიატურაSIE, ადრე ცნობილი როგორცSony Computer Entertainment(SCE) დაSony Network Entertainment) —ამერიკულიმრავალეროვნულივიდეო თამაშებისა და ციფრული გასართობების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც სრულად ფლობსიაპონური კონგლომერატიSony Corporation.
დაარსდატოკიოში 1993 წლის 16 ნოემბერს Sony Computer Entertainment-ის სახელწოდებით.[3] ორიგინალი კონსოლისPlayStation-ის გამოცემის შემდეგ (1994), კომპანია ქმნისPlayStation-ის ხაზის ვიდეო თამაშების კონსოლებსა (PlayStation,PlayStation 2,PlayStation 3,PlayStation 4) და აქსესუარებს. კომპანიაჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში საქმიანობის გაფართოების ფარგლებში, იქცა Sony-ს ვიდეო თამაშების და ინტერაქტიული გასართობების კვლევისა და შექმნის მთავარ რესურსად.
1994 წელს Sony Computer Entertainment America შეუდგა ორიგინალი კონსოლ PlayStation-ის გამოშვებას ჩრდილოეთ ამერიკაში. 2016 წლის აპრილში მოხდა SCE-ის და Sony Network Entertainment-ის რეორგანიზაცია და გაერთიანდნენ Sony Network Computer-ში,[4] რომელმაც შეითავსა ორივე კომპანიის საქმიანობა. იმავე წელს SIE-ის შტაბ-ბინატოკიოდან გადავიდა სან-მატეოში,კალიფორნიაში.
Sony Interactive Entertainment პასუხისმგებელიაPlayStation-ის წარმოებაზე, აგრეთვე პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის გაყიდვაზე. ამას გარდა, ის არის ვიდეო თამაშებისდეველოპერი დაგამომცემელი. მის შემადგენლობაში შედის რამდენიმეშვილობილი კომპანია განთავსებული ჩრდილოეთ ამერიკაში,ევროპასა დააზიაში. 2016 წლის სექტემბრის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას გაყიდული აქვს PlayStation-ის კონსოლების 486 მილიონი ასლი.[5]