Sega Saturn (იაპონ.セガサターン) — 32 ბიტიანიმეხუთე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შექმნილი კომპანიაSega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდაიაპონიაში 1995 წლის 22 ნოემბერს, იმავე წლის 11 მაისს —ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 1995 წლის 8 ივლისს —ევროპაში. იგი არის წარმატებული კონსოლის,Mega Drive-ის მემკვიდრე. სატურნს გააჩნდაHitachi-ის SH-2-ის ორიცენტრალური პროცესორი 28.6 მეგაჰერცით, Motorola 68EC000-ის ხმის პროცესორი და ონლაინ სერვისისSega NetLink-ის მხარდაჭერა. თამაშები ეშვებოდა CD-ROM-ის ფორმატში და თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა რამდენიმე არკადულ პორტს, ისევე როგორც ორიგინალ სათაურებს.
სატურნზე მუშაობა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო სეგას დირექტორის, ჰიდეკო სატოს ზედამხედველობით. 1994 წელს პროდუქტი წარადგინეს Tokyo Toy Show-ზე. პროცესორი შეიმუშავა იაპონურმა ელექტრონულმა კომპანიაHitachi-მ. იგი კონკურენციას უწევდაPlaystation-ს. კონსოლის ფასი იყო 44.800იაპონური იენა[3] და თავდაპირველად პოპულარული იყო იაპონიაში. გამოსვლიდან პირველივე დღეს გაიყიდა კონსოლის 200,000 ეგზემპლარი.[4][5][6] 1995 წელს კონსოლი ნაჩვენები იქნაElectronic Entertainment Expo-ზე ლოს-ანჯელესში, სადაც გაცხადადა კონსოლის მახასიათებლები და ასევე ის, რომ მისი ფასი იქნებოდა 399 აშშ დოლარი.[7] 1996 წელს,Nintendo 64-ის გამოსვლის შემდეგ, სატურნის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო, კონკურენცია ვერ გაუწია მის მოწინააღმდეგე კონსოლს Playstation-ს და მთლიანად ჩავარდა აშშ-ის ბაზარზე და 1998 წელს ამ რეგიონში კონსოლის გაყიდვები შეწყდა. მსოფლიოს მასშტაბით, საერთო ჯამში გაიყიდა სატურნის 9.26 მილიონი ასლი, რაც მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად.
მიუხედავად წარუმატებლობისა, სისტემაზე გამოვიდა რამდენიმე აღიარებული თამაში, მათ შორისNights into Dreams,Panzer Dragoon-ის სერია დაVirtua Fighter. სატურნი კრიტიკოსებს შორის სარგებლობს შერეული რეპუტაციით კომპლექსური აპარატურის, დიზაინისა და ლიმიტირებული მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერის გამო. ამის მიუხედავად, საიტმაIGN-მა Sega Satrun დაასახელა 18-ე ყველა დროის საუკეთესო კონსოლად
DeMaria, Rusel; Wilson, Johnny L. (2004)High Score!: The Illustrated History of Electronic Games. Emeryville, California: McGraw-Hill/Osborne.ISBN0-07-223172-6.
↑Sega Saturn Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: March 3, 2014.
↑"Sega and Sony Sell the Dream".Edge. 3 (17): 6–9. February 1995. The December 3 ship-out of 100,000 PlayStations to stores across Japan ... was not met with the same euphoria-charged reception that the Saturn received ... Saturn arrived to a rapturous reception in Japan on November 22. 200,000 units sold out instantly on day one ... Japanese gamers were beside themselves as they walked away with their prized possession and a near-perfect conversion of the Virtua Fighter coin-op ... Sega (and Sony) have proved that with dedicated processors handling the drive (the SH-1 in the Saturn's case), negligible access times are possible