კონსოლი შეიქმნა კვლევითი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰიდეკი სატო და მასამი ისიკავი[4]. კონსოლი ძირითადპროცესორად გამოიყენებდაMotorola 68000-ს[5], ხოლო მეორად პროცესორად —Zilog Z80. კონსოლს ჰქონდა 900-ზე მეტი ვიდეო თამაშის მხარდაჭერა, შექმნილი Sega-სა და სხვადასხვა მესამე პირის დეველოპერების მიერ და ვრცელდებოდასათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. Mega Drive უკუთავსებადიაSega Master System-თან. მას ასევე გააჩნდა სხვადასხვა პერიფერიებისა და ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა.
იაპონიაში Mega Drive-მა ვერ შეძლოSuper Famicom-ისა დაPC Engine-სთვის კონკურენციის გაწევა.[6], თუმცა დიდ წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და ბრაზილიაში. მისი წარმატება განაპირობა მასზე პორტირებულმა არკადულმა თამაშებმა, ასევე Mega Drive-ის ექსკლუზივმა„Sonic the Hedgehog“ და რამდენიმე სპორტული თამაშების სერიამ.Super Nintendo Entertainment System გამოსვლის შემდეგ, აშშ-სა და ევროპის ბაზრის დასაპყრობად Mega Drive-სა დაSNES-ის შორის გაიმართა კონკურენცია, რამაც გამოიწვია სხვა 16 ბიტიანი კონსოლების ბაზრიდან გამოდევნა. ამ პერიოდს ჟურნალისტები და ისტორიკოსები მოიხსენიებენ, როგორც „კონსოლების ომს“.
აშშ-ში საერთაშორისო პოლემიკამ თამაშებში ძალადობასთან დაკაშირებით (მაგალითად როგორიც არის„Night Trap“ და„Mortal Kombat“), სეგას აიძულა შეექმნა მსოფლიოში პირველი სათამაშო კონტენტის ექსპერტიზის სისტემა„Videogame Rating Council“ (Entertainment Software Rating Board-ის წინაპარი) ამ სისტემის შეფასებების მოხმარება, Sega-ს აძლევდა მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობასNintendo-ს თამაშებთან მიმართებაში. ამ ფაქტმა აიძულა ნინტენდოს თავადაც შეერთებოდა Video Rating Council-ს.
მსოფლიოს მასშტაბით სულ გაიყიდა კონსოლის 30.75 მილიონი ასლი[7]. დამატებით, Tec Toy-მ ბრაზიალიაში გაყიდა 3 მილიონი ასლი[8][9], Majesco-მ – 1.5 მილიონი აშშ-ში, ხოლოSamsung-მა - Majesco-სთან შედარებით მცირე რაოდენობითსამხრეთ კორეაში. კონსოლი დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას ფანებს, კოლექციონერებსა და რეტროგეიმერებს შორის[10]. 2015 წელს ლიცენზირებული ხელახალი გამოცემის გაყიდვები დაიწყო ჩრდილოეთ ამერკისა და ევროპაში. დღესდღეობით არსებობს რამდენიმეინდი-დეველოპერი, რომელიც ქმნის თამაშებს აღნიშნული სისტემისთვის. სისტემის ბევრი თამაში ხელახლა გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე, რომლის გადმოტვირთვა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ სერვისებიდან, მათ შორის არის:Virtual Console,Xbox Live Arcade,PlayStation Network დაSteam. 1994 წლის 22 ნოემბერს სეგამ გამოსცა რიგით მეოთხე კონსოლიSega Saturn.
↑Schilling, Mellissa A. (Spring 2003). „Technological Leapfrogging: Lessons From the U.S. Video Game Console Industry“.California Management Review. University of California, Berkeley.45 (3): 9.
↑Zackariasson, Peter; Wilson, Timothy L.; Ernkvist, Mirko (2012) „Console Hardware: The Development of Nintendo Wii“,The Video Game Industry: Formation, Present State, and Future. Routledge, გვ. 158.ISBN978-1-138-80383-1.