S/2003 J 23 აღმოაჩინეს2003 წლის 6 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმასკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით.[1][2] თანამგზავრს ოფიციალური სახელი ჯერ არ მიუღია. შემდეგ თანამგზავრი დაიკარგა,[3][4][5][6] სანამ2020 წელს არ მოხდა მისი ხელმეორედ აღმოჩენა კ. შეპარდისა და ასტრონომ კეი ლის მიერ.[7] თანამგზავრის თავიდან აღმოჩენა დაადასტურა მცირე პლანეტების ცენტრმა2021 წლის 13 იანვარს, ხოლო შეპარდის დამატებითი დაკვირვებები მოგვიანებით გამოქვეყნდა 2021 წლის 27 იანვარს.[8][9]
S/2003 J 23 ბრუნავს იუპიტერზე საშუალოდ 23 563 000 კმ მანძილზე 732 დღეში, 10 საათსა და 32 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0.2714. რეტროგრადული ორბიტის დახრილობაა 146.314°. ეკუთვნის პასიფაეს ჯგუფს.
S/2003 J 23-ის დიამეტრი საშუალოდ დაახლოებით 2 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ, იგი შედგება სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვსალბედო 0.04.ვარსკვლავიერი სიდიდე 23.6m
↑Sheppard, Scott S.. (2017) New Moons of Jupiter Announced in 2017. დაარქივებულიაორიგინალიდან — 10 ივნისი 2017. ციტატა: „We likely have all of the lost moons in our new observations from 2017, but to link them back to the remaining lost 2003 objects requires more observations a year later to confirm the linkages, which will not happen until early 2018. ... There are likely a few more new moons as well in our 2017 observations, but we need to reobserve them in 2018 to determine which of the discoveries are new and which are lost 2003 moons.“ ციტირების თარიღი: 27 June 2017
* — 2023 წლის ჟურნალ„ასტრონომიულ კალენდარში“ არ იძებნება ** — ჟურნალ „ასტრონომიულ კალენდარში“ აღნიშნულია დროებითი ნომრით ⁂ — ჟურნალ „ასტრონომიულ კალენდარში“ ოდნავ განხვავებული სახითაა (ვიკიპედიაში სწორეა)