Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Pinterest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Pinterest — საჯაროინტერნეტსერვისი, ფოტოჰოსტინგი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამატონ სურათებიონლაინპლატფორმაზე, განათავსონ ისინი თემატურ კოლექციებში და ამავდროულად გაუზიარონ ამ ინტერნეტსერვისის სხვა მომხმარებლებს. ინტერნეტსერვისში სურათების დამაგრება (ინგლ. to pin ) შესაძლებელია კოლექციებში სახელწოდებით „დაფები“ (ინგლ. boards ).

2016 წლის30 ნოემბრის მდგომარეობით, Pinterest-სalexa.com-ის რეიტინგში 50-ე ადგილი უჭირავს[1] .

Pinterest

საიტის დამფუძნებელია ბენ სილბერმანი უესტ-დე-მონადან[2] (აიოვა,აშშ), რომელმაც ამავე სახელწოდების კომპანია2008 წელს დააარსა (სერვისი კი ამოქმედდა მოგვიანებით,2009 წელს).[3]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სერვისზე მუშაობა ბენ სილბერმანმა2009 წლის დეკემბერში დაიწყო. საიტი ბეტა რეჟიმში ამოქმედდა2010 წლისმარტში. თავდაპირველად საიტს ჰქონდა დახურული რეგისტრაცია, შემდეგ კი მხოლოდ მოწვევითი. უფასო რეგისტრაცია გაიხსნა2012 წლისაგვისტოში.

დამფუძნებლის თქმით, მან პირადად დაწერა წერილები პირველი 5 ათასი მომხმარებლისთვის.[4] გაშვებიდან 9 თვის შემდეგ სერვისი უკვე 10 ათასმა მომხმარებელმა გამოიყენა.[4] ოფისი მდებარეობდა პატარა ნაქირავებ ბინაში, მასში მუშაობდა ზილბერმანი და რამდენიმე პროგრამისტი; კომპანია საოფისე სივრცეში გადავიდა2011 წლის ზაფხულში.

2011 წლის16 აგვისტოს ჟურნალმაTime-მა ონლაინსერვისი შეიტანა „2011 წლის 50 საუკეთესო ვებსაიტის“ სიაში,[5] მას შემდეგ საიტის მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად დაიწყო ზრდა.2011 წლის ბოლოს, საიტი მოხვდა ათეულშიHitwise Social Networking Forums-ის მიხედვით.

2012 წლის მაისში კომპანიამ იაპონური ინტერნეტკომპანია Rakuten-თან და სამი ვენჩურული ფონდიდან 100 მილიონი დოლარი შეაგროვა, ხოლო Pinterest-ის მთლიანი ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა[3] .

2012 წლისაგვისტოში Pinterest-მა გახსნა უფასო რეგისტრაცია ყველასთვის. მომხმარებლებს შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ Pinterest-ის ვებსაიტზე Facebook-ის ან Twitter-ის ანგარიშის, ასევეელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით.

Pinterest ლოგო

2018 წლის თებერვალში Pinterest-მა დაამატა 3 ახალი ფუნქცია: დაფების დაარქივება, სექციები და დაფების დალაგება ანბანურად, შექმნის თარიღით და ახალი პინების შენახვის თარიღით.

დაბლოკვები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Pinterest ყაზახეთში დაბლოკეს2016 წელს,[6] თუმცა2017 წლისაგვისტოდან კვლავ გახდა ხელმისაწვდომი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Pinterest.com Site Info. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 2013-01-04.
  2. Pinterest | Des Moines Register Staff BlogsError in webarchive template: Check|url= value. Empty.Category:Webarchive template errors
  3. 3.03.1Пуивин Там.. Инвесторы оценили Pinterest в $1,5 млрд. // vedomosti.ru. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-09-16. ციტირების თარიღი: 2012-05-18.
  4. 4.04.1Brandon Griggs (2012-03-14).„Pinterest: Revamped profile pages, iPad app coming soon“.CNN. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი:2012-03-14.
  5. McCracken, Harry (2011-08-16).„The 50 Best Websites of 2011“. Time. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი:2011-08-21.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2023-11-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pinterest&oldid=4744636“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp