Philips CD-i — (Compact Disc Interactive-ის აბრევიატურა) —მეოთხე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანიაPhilips-ის მიერ 1991 წელს. დეველოპერების მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ფუნქციონალური იქნებოდა ვიდრე CD დამკვრელი და სათამაშო კონსოლი და ფასითპერსონალურ კომპიუტერზე ნაკლები იქნებოდა. ხარჯების ეკონომიის გამო, მას არ გააჩნდაფლოპი დისკის მიმღები მოწყობილობა,კლავიატურა,მაუსი დამონიტორი (უერთდებოდა სტანდარტულ ტელევიზორს), გამოიყენებდა ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებასა და სუსტ აპარატულ უზრუნველყოფას. მასში განთავსებული იყო Philips SCC680700-ისცენტრალური პროცესორი 15.5 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 მბ[4]ოპერატიული მეხსიერება და Philips SCC66470-ის გრაფიკული ჩიპი.[4]
გარდა თამაშებისა, გამოდიოდა საგანმანათლებლო და მულტიმედიური კონტენტები, როგორებიც არის ინტერაქტიული ენციკლოპედიები და მუზეუმების ტურები, რომლებიც პოპულარული იყო ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამდე. CD-i, აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ადრეულ სისტემად, რომელმაც კონსოლში დანერგა ინტერნეტ მახასიათებლები, მათ შორის ვებ გვერდების დათვალიერება, გადმოტვირთვა,ელექტრონული ფოსტა დაონლაინ თამაშები, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იყო 1996 წელს გამოსული Philips-ის დამატებითი მოდემის საშუალებით, რომლის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენდა.[5] მოგვიანებით Philips-მა გამოუშვა კონსოლის რამდენიმე განახლებული ვერსია: CD-i 200 სერია, CD-i 300 სერია, CD-i 400 სერია, CD-i 400 სერია.
კონსოლზე მუშაობა დაიწყო 1984 წელს და დაანონსდა 1986 წელს.[6] Philips CD-i გამოვიდა 1991 წელს. მისი თავდაპირველი ფასი იყო 700 აშშ დოლარი[7] და შეეძლოAudio CD,CD+G (CD+Graphics),Karaoke CD,Photo CD დაVideo CD (VCD) ფორმატების წაკითხვა. კონსოლი უარყოფითად მიიღეს კრიტიკოსებმა, ჟურნალმა „PC World“ სიაში „10 ყველაზე ცუდი სათამაშო სისტემა“ მას მეხუთე ადგილი მიუჩინა.[8] ის აგრეთვე შეყვანილი იქნა სხვადასხვა სიებში სხვადასხვა გამომცემლების მიერ.[9][10][11] CD-i მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ასლი[2] და დიდი ზარალი მიაყენა Philips-ს. სისტემის წარმოება შეწყდა 1998 წელს.
Philips CDi 220
Philips CD-i 910
CD-i 400 სერია
პადლი
მაუსი
- ↑Blake Snow. (4 მაისი, 2007) The 10 Worst-Selling Consoles of All Time. GamePro.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 8 მაისი, 2007. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2007.
- ↑2.02.1The Deseret News - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
- ↑The Milwaukee Journal - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2015.[მკვდარი ბმული]
- ↑4.04.14.2Forster, Winnie (2005).The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 208.ISBN3-00-015359-4.
- ↑New Sunday Times - Google News Archive Search. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2015.
- ↑(2005).History of the Philips CD-iდაარქივებული 2017-07-25 საიტზეWayback Machine. , Philipscdi.com.
- ↑„COMPANY NEWS; New Philips CD - The New York Times“. Nytimes.com. 2 აპრილი, 1992. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2009.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date= და|date=-ში (დახმარება) - ↑The 10 Worst Video Game Systems of All Time | PCWorld. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
- ↑The 10 Worst-Selling Consoles of All Time, Feature Story from GamePro
- ↑The worst game console(s) ever | Crave - CNET. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-02-04. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
- ↑(6 მაისი, 2007).Top Ten Worst Consoles,GameTrailers. დაარქივებულია 14 ნოემბერი, 2012.
|
|---|
| ფილიალები და შვილობილები | ამჟამინდელი | |
|---|
| ყოფილი და გაუქმებული | |
|---|
| |
|---|
| ერთობლივი საწარმები და აქციები | |
|---|
| მარკები, პროდუქცია და სტანდარტები | |
|---|
| | ადგილები | |
|---|
| |
|