PC Gamer — ყოველთვიური ჟურნალი დაარსებული 1993 წელს ქალაქბათში,გაერთიანებული სამეფოში, რომელსაც გამოსცემს კომპანიაFuture plc. იგი, ძირითადად, ორიენტირებული არისპერსონალურ კომპიუტერულ თამაშებზე. ჟურნალი მოიცავს სიახლეებსვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან,PC თამაშების პრევიუებსა და მიმოხილვებს, ასევე აპარატულ უზრუნველყოფასთან,მოდებთან და კლასიკურ თამაშებთან დაკავშირებულ თემებს
ჟურნალის აქვს რამდენიმე რეგიონული გამოცემა, ესენია:მალაიზიური,რუსული,ესპანური დაშვედური, რომლებსაც, მეტნაკლებად გააჩნიათ საკუთარი მასალები. აშშ-სა და ბრიტანეთის გამოცემები არის ყველაზე მეტად გაყიდვადი ჟურნალები თავიანთ ქვეყნებში.[1][2]
არსებობს ჟურნალის ორი ძირითადი გამოცემა: ბრიტანული (PC Gamer UK) და ამერიკული (PC Gamer US). ორივე ვერსია გამოიცემა კომპანიაFuture plc-ის მიერ. ბრიტანული ვერსია დაარსდა 1993 წლის ნოემბერს, ხოლო მისი დაძმობილებული ამერიკული ვერსია - 1994 წლის ივნისს.
არსებობს რამდენიმე რეგიონული გამოცემა, რომლებიც იყენებს ამ ორი ძირითადი გამოცემების მასალებს, მაგალითად, რუსეთი და მალაიზია, რომლებიც იყენებენ ბრიტანული ვერსიის მასალებს, ხოლო შვედური ფესვებს იღებს ამერიკული ვერსიიდან, თუმცა იგი იქცა დამოუკიდებელ ჟურნალად, გამომდინარე იქიდან, რომ შვედეთში PC თამაშები უფრო პოპულარულია ვიდრე კონსოლის თამაშები, რამაც განაპირობა, ის რომ აღნიშნულ ვერსიას გაჩნია საკუთარი მასალები. რაც შეეხებაავსტრალიურ გამოცემას, იგი დაარსდა 1998 წლის აგვისტოს და გამოიცემოდა Conspiracy Publishing-ის მიერ, თუმცა 2004 წლის შუა პერიოდში ჟურნალმა შწყვიტა არსებობა. ასევე არსებობს ესპანური ვერსია სახელწოდებით"PC Juegos y Jugadores".
ორივე ამერიკული და ბრიტანული ჟურნალები გამოიცემა წელიწადში 13-ჯერ (დეკემბრის თვეში ორჯერ).
PC Gamer-ი მიმოხილვა იწერება ჟურნალის რედაქტორებისა და თვისუფალი მკითხველების მიერ და განისაზღვრება პროცენტული შკალით. აშშ-ის გამოცემაში, დღემდე, არცერთ თამაშს არ მიუღია 98%-ზე მეტი შეფასება. (Sid Meier's Alpha Centauri,Half-Life 2 დაCrysis), მაშინ როდესაც ბრიტანულ გამოცემას არასდროს, არცერთი თამაშისთვის არ მიუნიჭებია 96%-ზე მეტი. (Kerbal Space Program,Civilization II,Half-Life,Half-Life 2,Minecraft,Spelunky დაQuake II
ბრიტანულ ვერსიაში რიცხობრივად ყველაზე დაბალი შეფასება 2% მიიღო თამაშმაBig Brother 1, ამას მოჰყვა გაგრძელებაBig Brother 2, რომელმაც ასევე მიიღო დაბალი შეფასება. 225 ნომერში, 2013 წლის აგვისტოს მიმოხილველებმა ვიედო თამაშLeisure Suit Larry: Magna Cum Laude-ის დაუწერეს 3%. აშშ-ის გამოცემაში ყველაზე დაბალი შეფასება დაფიქსირდა 4%, რომელიც მიიღოMad Dog McCree.
|
|