Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

PC Engine

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PC Engine / TurboGrafx-16
TurboGrafx-16
PC Engine
დასავლეთ ბაზრის მოდელი (ზემოთ) და ორიგინალი იაპონური მოდელი (ქვემოთ).
მწარმოებელიNEC Home Electronics
Hudson Soft
ტიპისახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობამეოთხე თაობა
გამოშვების თარიღიიაპ30 ოექტომბერი, 1987[1]
ჩრდ.ამ.29 აგვისტო, 1989
შეწყდაჩრდ.ამ.მაისი, 1994
იაპ16 დეკემბერი, 1994
გაიყიდამსოფლიოში: 5.8 მილიონი[2]
იაპონიაში: 3.9 მილიონი
მედიაHuCard,CD-ROM(დამატებითი ხელსაწყოს მეშვეობით)
პროცესორიHudson Soft HuC6280
მონიტორიგაფართოება:
- მაქსიმალური. 565×242
- უმრავლესობა: 256×239[3]
ფერები:
- ხელმისაწვდომი: 512 (9 ბიტი)
-ეკრანზე:482
შემდეგიSuperGrafx (განახლებული)
PC-FX

PC Engine (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი როგორცTurboGrafx-16) —მეოთხე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანიების,Hudson Soft-ის დაNEC Home Electronics-ის მიერ 1987 წლის 30 ოქტომბერსიაპონიაში, ხოლოაშშ-ში 1989 წლის 29 აგვისტოს. ის შეზღუდული რაოდენობით გამოვიდადიდ ბრიტანეთსა დაესპანეთში 1990 წელს, რომელიც დაფუძნებული იყო ამერიკულ მოდელზე, მაშინ როდესაც იაპონური ვერსია გავრცელდასაფრანგეთში. TurboGrafx წარმოადგენდა პირველ კონსოლს, რომელიც გამოვიდა 16 ბიტიანი კოსნოლების ეპოქაში, თუმცა გამოიყენებდა 8 ბიტიანპროცესორს. თავდაპირველად შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწიაNintendo Entertainment System-ისთვის (NES), თუმცა ისSega Genesis-სა და მოგვიანებითSuper Nintendo Entertainment System-ს (SNES) უფრო უწევდა კონკურენციას, ვიდრე NES-ს.

სისტემას გააჩნდა 8 ბიტიანი პროცესორი, 16 ბიტიანი ვიდეო ფერების კოდერი და 16 ბიტიანი ვიდეოკონტროლერი. გრაფიკულ პროცესორს შეეძლო ერთდროულად 482 ფერის გამოსახვა ეკრანზე. იაპონური ვერსია PC Engine ითვლება ყველაზე პატარა სახლის სისტემად მსოფლიოში.[4][5] თამაშები ვრცელდებოდა მისთვის სპეციალურად შექმნილი კარტრიჯის,HuCard-ის მეშვეობით. შემდეგში გამოვიდა დამატებითი მოწყობილობა TurboGrafx-CD, რომელსაც გააჩნდა CD-ROM-ის მხარდაჭერა.

TurboGrafx ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე კომერციულად ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო არასწორი მარკეტინგით და მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობით.[6] მაშინ როდესაც იაპონიაში PC Engine საკმაოდ პოპულარული გახდა,[7] სადაც მრავლად შეიძინა მესამე მხარის დეველოპერების მხარდაჭერა და 1987 წელს გადაუსწროFamicom-ს გაყიდვებით, მაგრამ საბოლოოდ იქცაSuper Famicom-ის მთავარ კონკურენტად.[8] მოგვიანებით შეიქმნა კონსოლის განახლებული მოდელები, საერთო ჯამში 17 ერთეული, მათ შორის CD-ROM-ზე დაფუძნებული პორტაბელური ვერსია.[9] PC Engine-ის გაუმჯობესებული მოდელიPC Engine SuperGrafx განკუთვნილი იყო სტანდარტული სისტემის ჩასანაცვლებლად, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და მისი წარმოება შეწყდა.

კონსოლი დადებითად მიიღესვიდეო თამაშების კრიტიკოსებმა. 2009 წელს საიტმაIGN TurboGrafx-16 სიაში „ყველა დროის 25 საუკეთესო კონსოლი“ 13-ე ადგილი მიუჩინა.[10] მოგვიანებით, 1994 წელს გამოვიდა კონსოლის მემკვიდრე და NEC-ის ახალი პროდუქტიPC-FX.

თამაშები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: TurboGrafx-16-ის თამაშების სია.

გალერეა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • TurboGrafx 16 CD
    TurboGrafx 16 CD
  • TurboExpress
    TurboExpress
  • PC Engine LT
    PC Engine LT
  • PC Engine CoreGrafx CD-ROM²-თან ერთად
    PC Engine CoreGrafx CD-ROM²-თან ერთად
  • PC Engine CoreGrafx II Super CD-ROM²-თან ერთად
    PC Engine CoreGrafx II Super CD-ROM²-თან ერთად

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2018-06-23. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
  2. „ウィークエンド経済 第765号 あの失敗がこう生きた [Weekend Economics Issue 765. That Mistake Lived On.]“.Asahi Shinbun (Evening Edition) (Japanese). Osaka, Japan. 1 დეკემბერი, 2001.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)
  3. Forums.MagicEngine.com. Forums.MagicEngine.com. ციტირების თარიღი: 2011-07-05.
  4. Guinness World Records Gamer's Edition (2008)
  5. Damien McFerran. (2 ნოემბერი, 2012) Feature: The Making Of The PC Engine. Nintendo Life. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2018-03-31. ციტირების თარიღი: 2017-10-16.
  6. Christian Nutt. Stalled engine: The TurboGrafx-16 turns 25. Gamasutra.
  7. „What in the Name of Sam Hill is a PC Engine?“.Electronic Gaming Monthly.Ziff Davis (70): 15. May 1995.
  8. Paul Sartori. (2 აპრილი, 2013) TurboGrafx-16: the console that time forgot (and why it's worth re-discovering). The Guardian.
  9. https://www.theguardian.com/music/2016/feb/27/why-kanye-west-right-recommend-turbografx-16-console
  10. TurboGrafx-16 is number 13. IGN. ციტირების თარიღი: July 5, 2011.
    
სახლის კონსოლები
პორტატიული კონსოლები
    
სახეობები
თაობები
    
Atari
Bandai
Casio
Commodore
Mattel
Microsoft
NEC
Nintendo
Philips
Sega
SNK
Sony
VTech
სხვა
1970-იანები
1980-იანები
1990-იანები
2000-იანები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PC_Engine&oldid=4692756“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp