Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

OneDrive

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
OneDrive
საიტიonedrive.live.com
საიტის ტიპიფაილ-ჰოსტინგ სერვისი
ხელმისაწვდომი ენა94 ენა
მფლობელიMicrosoft
შემქნელიMicrosoft
გაეშვა1-ლი აგვისტო, 2007

OneDrive (ოფიციალურად Microsoft OneDrive, ადრე ერქვა Skydrive, Windows Live SkyDrive და Windows Live Folders) — Microsoft-ისფაილ-ჰოსტინგ სერვისი (File hosting service), რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებლებს ატვირთონ, შეინახონ, ჩამოტვირთონ და სინქრონიზება გაუკეთონ ფაილებსღრუბლოვან მეხსიერებაში (Cloud storage) და ჰქონდეთ წვდომა ამ ფაილებთანვებ ბრაუზერიდან ან მობილური მოწყობილობიდან. ის არისWindows Live-ის სერვისების კრებულის ნაწილი და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახონ ფაილები დაცულად, გაუზიარონ ისინი კონტაქტებს, ან გახადონ თავიანთი ფაილები საჯაროდ ხელმისაწვდომი. საჯარო ფაილების ნახვისთვის და გადმოწერისთვის არ არის აუცილებელი Micosoft-ის ანგარიშზე შესვლა.

სერვისის სახელწოდებასთან დაკავშირებით,Microsoft-სა დაBSkyB-ს (სატელიტური მაუწყებლობის, ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში) შორის მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. BSkyB-ს თქმით, SkyDrive-ი არღვევს მისი სავაჭრო ნიშნის უფლებებს, რადგან სიტყვა "SkyDrive"-ში შედის სიტყვა "Sky", რაც ხშირად გამოიყენება როგორც BSkyB-ის შემოკლებული სახელი. 2013 წლის 31 ივლისს გამოცხადდა, რომ სასამართლო დასრულდა და შეთანხმება მიღწეულია, რის თანახმადაც, სერვისის სახელი "SkyDrive"-ი უნდა შეცვლილიყო.[1] 2014 წლის 27 იანვარს, Microsoft-მა განაცხადა, რომ სახელი მალე შეიცვლებოდა და გახდებოდა "OneDrive"-ი. 2014 წლის 19 თებერვლიდან კი სერვისი საბოლოოდ გაეშვა OneDrive-ის სახელწოდებით.

მეხსიერება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს 15[2]GB მეხსიერებას უფასოდ, ხოლო სტუდენტებს, ერთი წლით, დამატებით 3 GB-ს,[3] ანუ უფასო 18 GB მეხსიერებას. უფრო მეტი მეხსიერებისთვის წარმოდგენილია ფასიანი პაკეტები.[4] 2012 წლის 22 აპრილამდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეეძლოთ უფასოდ აეღოთ 25 GB მეხსიერება. სერვისი შექმილიაHTML5-ის ტექნოლოგიით. ბრაუზერიდან ატვირთვისას, თითოეული ატვირთული/ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა შეადგენს 300MB-ს. ფაილების ატვირთვა შესაძლებელია როგორც ამორჩევის ფუნქციით, ასევე ფაილების გადმოგდებით (Drag and drop) ბრაუზერში, Skydrive-ის ჩანართში. ასევე შესაძლებელია 2 GB-მდე მეხსიერების (თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 GB-ს) ფაილების ატვირთვა, ოღონდ ეს მხოლოდ OneDrive-ის დესკტოპ აპლიკაციის (პროგრამა) საშუალებით ხდება. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორცWindows-ისთვის, ასევეOS X-ისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Microsoft-ი იძულებულია SkyDrive-ს სახელი შეუცვალოს, 31 ივლისი, 2013.
  2. მეხსიერება გაიზარდადაარქივებული 2014-07-27 საიტზეWayback Machine. , OneDrive-ის ბლოგი.
  3. დამატებით უფასო 3 GB სტუდენტებისთვის, 26 მაისი, 2013.
  4. SkyDrive-ის შედარება სხვა წამყვან ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისებთან, 2012-2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OneDrive&oldid=4619709“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp