Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Nokia Lumia Icon

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nokia Lumia Icon
მწარმოებელიNokia
სიხშირეთა
დიაპაზონი

2.5GGSM/GPRS/EDGE – 850, 900, 1800, 1900 MHz
2.5GCDMA 1xRTT/1x-Advanced - 800, 1900 MHz
3GUMTS/DC-HSPA+ – 850, 900, 1900, 2100 MHz
3G CDMAEv-DO Rev. A - 800, 1900 MHz

4GLTE Rel. 8 (UE Cat 3) – 700, 800, 900, 1800, 2100, 2600 MHz
საოპერაციო სისტემაWindows Phone 8.1
მასა167 გრ
ზომა137 მმ x 71 მმ x 9.8 მმ
ფოტოკამერა20 MPPureView,Carl Zeiss-ის მიერ დამუშავებულიTessar-ის დიზაინის ლინზებით, ორმაგიLED ფლეშ განათებით, სურათის ოპტიკური სტაბილიზაციით, 2160p ვიდეოს გადაღება - 30 კადრი წამში.
მეორე კამერა1.2 MP,
720p ვიდეო - 30 კადრი წამში.
ბატარეა2420 მილი-ამპერი, აქვსQi ინტერფეისით უკაბელო დატენვის მხარდაჭერა.
მეხსიერება32 GB შიდა flash მეხსიერება (2 GBRAM) და 15 GB მეხსიერებაOneDrive-ზე.
დაკავშირებაWi-Fi :802.11 a/b/g/n/ac
Wi-Fi-ის სიგნალით ადგილმდებარეობის დადგენა (WPS)
GPS/GLONASS
SA-GPS
NFC
Bluetooth 4.0
Micro-USB 2.0

Nokia Lumia Icon არის მაღალი დონისსმარტფონი, რომელიც დამზადდა კომპანიაNokia-ს მიერ და მუშაობსWindows Phone 8.1 ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც აწარმოებს კომპანიაMicrosoft-ი. მოდელი დაანონსდა 2014 წლის 12 თებერვალს, და გამოვიდააშშ-შიVerizon Wireless-ზე (ამერიკის უდიდესი უკაბელო ტელეკომუნიკაციის პროვაიდერი), 2014 წლის 20 თებერვალს.[1][2] ეს მოდელი გამოვიდა ექსკლუზიურად Verizon-ისთვის და აშშ-ს ბაზრისთვის; მისი საერთაშორისო ვერსია არისNokia Lumia 930.

2015 წლის 11 თებერვალს, Verizon-მა Icon-ისთვის გამოუშვაWindows Phone 8.1 ოპერაციული სისტემა და Lumia Denim განახლება.[3][4]

ძირითადი მონაცემები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Lumia Icon-ის ძირითადი მახასიათებლები არის შემდეგი:[5]

  • 5 ინჩიანი 1080pOLED[6] 441 PPI სენსორული ეკრანი
  • 20 MPPureView კამერა Carl Zeiss-ის ოპტიკით და რამდენიმე ფიქსელის ერთ ფიქსელში გაერთიანების ტექნოლოგიით (pixel oversampling).
  • სურათის ოპტიკური სტაბილიზატორი
  • 2160p HD ვიდეოს და სურათის გადაღება
  • Wireless AC Wi-Fi
  • Microsoft Cortana ხმოვანი ასისტენტი, აქტიურდება ბრძანებით: "Hey Cortana" (Lumia Denim განახლებით)

ხელმისაწვდომობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ტელეფონი გაყიდვაში გამოვიდა ექსკლუზიურადVerizon-ისთვის, აშშ-ში, $199.99 დოლარად 2-წლიანი კონტრაქტით ან $549.99 დოლარად - კონტრაქტის გარეშე.[7] Lumia Icon-ს აქვს თითქმის იგივე შიდა მახასიათებლები რაც აქვსNokia Lumia 1520-ს, ძირითადი განსხვავება ისაა რომ 1520-ს აქვს 6 ინჩიანი ეკრანი, Icon-ს კი 5 ინჩიანი.[8]

Lumia Icon-ის ძმობილი -Nokia Lumia 930 გამოვიდა 2014 წლის აპრილში. ეს ორი მოდელი თითქმის ერთმანეთის იდენტურია როგორც გარეგნობით, ასევე მონაცემებით. თუმცა, 930 იყენებსGSM კავშირგაბმულობას და მასში თავიდანვე ჩატვირთულიაWindows Phone 8.1 სისტემა დაLumia Cyan განახლება, და ის სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს Icon-ის საერთაშორისო ვერსიად. იმის გამო, რომ 930 შემდგომში განახლდა Denim-ზე (რომელშიც შესულია Windows Phone 8.1-ის განახლება), Verizon-ი გააკრიტიკეს რომ Icon-ისთვის ჯერ Cyan განახლებაც კი არ იყო გამოსული. ახლა Verizon Wireless-მა Icon-ი პირდაპირ Denim-ზე განაახლა, ანუ გამოტოვა Cyan. სისტემური და სხვა ფაქტორების განსხვავება მაქსიმალურად იქნა აღმოფხვრილი.[4]

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

დამზადების პერიოდში, Nokia Lumia Icon ცნობილი იყო მოდელის ნომრით. წინასწარი პროტოტიპის სურათები მეტყველებდა იმაზე რომ ტელეფონს დაერქმეოდა Lumia 929.[9][10] სწორედ ასეთია Nokia-ს ტრადიციული პრაქტიკა, რაც უფრო დიდია მოდელის ნომერი, მით უფრო მაღალი დონისაა ტელეფონი. საბოლოოდ გამოსვლისას, ტელეფონმა ჩვეულებრივ დაიტოვა მოდელის ნომერი 929, მაგრამ ეს იყო პირველი Lumia, რომლის სახელწოდება არა მოდელის ნომერი, არამედ გარკვეული სახელია.[11][12]

გამოხმაურება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Lumia Icon-მა საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მიიღო, ზოგიერთმა მიმომხილველმა მას საუკეთესო Windows Phone-ი უწოდა, და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს კამერის ხარისხს, ეკრანს, და სიჩქარეს, მაგრამ ისიც აღნიშნეს რომ ტელეფონი დაბლოკილია (locked) მხოლოდ ერთი ოპერატორისთვის (Verizon) და ფოტოების გადაღების დროს კამერა ნელ გადასვლებს აკეთებს. სმარტფონის დიზაინზე აზრი ორად გაიყო, ერთნი აქებდნენ მეტალის კორპუსს როგორც სოლიდური და კლასიკური გადაწყვეტა, მეორენი კი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რომ ის არის ზედმეტად უტილიტარული და კონსერვატიული.[8][7][13][14]

Engadget-ის (ტექნოლოგიურიბლოგის ქსელი) თანამშრომელმა, ბრედ მოლენმა (Brad Molen) Lumia Icon-ს ასე უწოდა: "მაღალი დონის სოლიდური Windows Phone-ი, რომელსაც დიდხანს ველოდით. მას გასაოცარი ეკრანი აქვს, დიდი სისწრაფე და მრავალი ფოტოგრაფიული ფუნქცია, მაგრამ ექსკლუზიურად მხოლოდ Verizon-ისთვის გამოშვება ძალიან შეამცირებს მასზე მოთხოვნას."[7]PCWorld-ის (გლობალური კომპიუტერული ჟურნალი) თანამშრომელმა, მარკ ჰეკმენმა (Mark Hachman) კი განაცხადა: "თუ შენ აპის (app) მეგობარი ხარ, მაშინ უმჯობესია შეიძინო iPhone-ი ან Android-ის ტელეფონი, რომელიც იღებს third-party აპლიკაციებს. მაგრამ Icon-ი და Lumia 1520, ორივე აშკარად საუკეთესო Windows Phone-ია ბაზარზე. რომელი აირჩიოთ, უბრალოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ზომა გირჩევნიათ."[13]Wired-ის (ტექნოლოგიური სიახლეების ვებსაიტი) თანამშრომელმა, ქრისტინა ბონინგტონმა (Christina Bonnington), აღნიშნა, რომ საუკეთესო Windows Phone-ს ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი აქვს, და ხაზი გაუსვა ზარის არც ისე კარგ ხარისხს, შეაქო კორპუსის სოლიდური ხარისხი, უკაბელო დატენვის მხარდაჭერა, და მძლავრი პროცესორი.[15]

ასევე იხილეთ

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Nokia Lumia Icon ოფიციალურად დაანონსდა Verizon-ისთვისდაარქივებული 2017-12-25 საიტზეWayback Machine. , Winsource.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
  2. Nokia Lumia Icon ბოლოს და ბოლოს დაანონსდა Verizon-ისთვის, Phonearena.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
  3. ფუნქციებით აღსავსე: Lumia Denim განახლებადაარქივებული 2015-02-12 საიტზეWayback Machine. , microsoft.com, 2015 წლის 13 თებერვალი.
  4. 4.04.1სჯობს გვიან ვიდრე არასდროს: Lumia Icon იღებს დიდ Denim განახლებას Windows 8.1-ით, pcworld.com, 2015 წლის 13 თებერვალი.
  5. Nokia Lumia Iconდაარქივებული 2014-09-24 საიტზეWayback Machine. , microsoft.com.
  6. Technobuffalo-ს მიერ Lumia Icon-ის განხილვა, technobuffalo.com.
  7. 7.07.17.2Nokia Lumia Icon-ის განხილვა: Windows Phone-ის დიდი ნაბიჯი წინ, Engadget.com.
  8. 8.08.1Nokia Lumia Icon-ის განხილვა, windowscentral.com.
  9. გაჟონილი ინფორმაცია: Nokia Lumia Icon-ის კეისები (რომლებსაც ჯერ ვერ შეიძენთ Verizon-დან), wpcentral.com.
  10. Nokia Lumia 929-ის გაჟონილი ფოტოები, მაღალი გაფართოებით, gsmarena.com, 2013 წლის 4 ნოემბერი.
  11. Verizon-ის Nokia Lumia 929 ხდება პირველი Lumia, რომელსაც არ დაერქმევა მოდელის ნომერი, არამედ გამოვა როგორც Lumia Icon, itechpost.com, 2013 წლის 17 დეკემბერი.
  12. Lumia 929 გამოდის Verizon-ისთვის და დაერქმევა ‘Icon’, თუმცა გადაიდო 2014 წლის პირველი მეოთხედისთვის, windowsphonearea.com.
  13. 13.013.1Nokia Lumia Icon-ის განხილვა: ჯერჯერობით საუკეთესო Windows Phone-ი, pcworld.com, 2014 წლის 20 თებერვალი.
  14. Nokia Lumia Icon-ის განხილვა, laptopmag.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
  15. საუკეთესო Windows Phone-ს ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი აქვს, wired.com, 2014 წლის 12 თებერვალი.
    
Windows Phone 7.5
Windows Phone 8
Windows Phone 8.1
Windows RT
Windows 10 Mobile
აქსესუარები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nokia_Lumia_Icon&oldid=4555449“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp