Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Nintendo Entertainment System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nintendo Entertainment System
Nintendo Entertainment System with controller
Nintendo Family Computer
ზემოთ: Nintendo Entertainment System კონტროლერით.
ქვემოთ: Nintendo Family Computer კონტროლერით.
სხვა სახელწოდებებიFamily Computer/Famicom (იაპონია)
Hyundai Comboy (კორეა)
დენდი (რუსეთი)
შემქმნელიNintendo
მწარმოებელიNintendo
ტიპისახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობამესამე თაობა
გამოშვების თარიღი
  • იაპ. 15 ივლისი, 1983 (1983-07-15)
საცალო გაყიდვაში1983–2003[2]
თავდაპირველი ფასი14,800იენა
299დოლარი (აშშ-ის დელუქს კომპლექტი)
შეწყდაჩრდ.ამ.14 აგვისტო, 1995[3]
იაპ25 სექტემბერი, 2003[4]
გაიყიდამსოფლიოში: 61.91 მილიონი
იაპონია: 19.35 მილიონი
ამერიკა: 34.00 მილიონი
სხვა: 8.56 მილიონი[5]
მედიასათამაშო კარტრიჯი
პროცესორი8 ბიტიანიRicoh 2A03
MOS Technology 6502 core)
შეტანაკონტროლერის ორი პორტი
ერთი დამატებითი სლოტი
ყველაზე გაყიდვადი თამაში
წინაColor TV-Game
შემდეგიSuper NES

Nintendo Entertainment System (აბრევიტურაNES) — 8 ბიტიანისახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანიანინტენდომ. იგი პოპულარული იყო 1980-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იან წლებში.რუსეთსა დასაბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში ცნობილიაDendy-ის სახელწოდებით — Nintendo Entertainment System-ის არაოფიციალური კლონირებული ვერსია.

კონსოლი პირველად გამოვიდაიაპონიაში 1983 წელსFamily Computer-ის (შემოკლებითFamicom) სახელით, ხოლო 1985 წელს სახელშეცვლილი NES გამოიცაევროპასა დააშშ-ში. კონსოლი აღმოჩნდა წარმატებული და შეძლო ამერიკის და იაპონიის მთლიანი ბაზრის დაპყრობა. იგი გამოიცა თამაშების ფართო პაკეტთან ერთად, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული გახდა„Super Mario Bros“.მარიო იქცა კორპორაციანინტენდოს თილისმად. იმ დროში NES ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი გახდა.[9] ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 60 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და 500 მილიონამდე ვიდეო თამაში.[10] მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამოვიდავიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ.[11] ბევრი კრიტიკოსი სწორედ მას მიაწერს სათამაშო ბაზრის აღორძინებას დამესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქის დაწყებას. ინდუსტრიის კრახის შემდეგ წარმატებული აპარატული მახასიათებლებისა და თამაშების მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით, იმედგაცრუებულ მომხმარებლებსა და აგრეთვე დეველოპერ კომპანიებს ვიდეო თამაშებისადმი ინტერესი კვლავ გაუჩნდათ.[12]

1990-იან წლებში NES-ის პოპულარობა დაეცა. მთავარი მიზეზი ბაზარზე ახალი თაობის 16 ბიტიანი კონსოლების გამოჩენა იყო, როგორებიც არისSega Mega Drive დაSuper Nintendo Entertainment System. თუმცა, ამის მიუხედავად, NES-ის გამოშვება გაგრძელდა 2003 წლამდე.[13]

კონსოლის წარმოება ოფიციალურად შეწყდა 1995 წელს, მაგრამ კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა დღესაც ხელმისაწვდომი არის თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე სხვადასხვა ემულატორების წყალობით. NES-ის თამაშები, აგრეთვე ხელმისაწვდომიაNintendo Wii-ზეVirtual Consol-ის მშვეობით.[14].

2009 წელს საიტIGN-მა Nintendo Entertainment System-ს თავის სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ პირველი ადგილი მიუჩინა[15]. ხოლო „PC Magazine“-ის სიაში "10 საუკეთესო კონსოლი" NES-მაSega Dreamcast-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.[16]

2016 წლის 14 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ნინტენდო მუშაობდა კონსოლის ხელახალი ვერსიის გამოცემაზე, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 11 ნოემბერს და თან ახლავს 30 ჩაშენებული თამაში და ერთი კონტროლერი.

გალერეა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Oct. 18, 1985: Nintendo Entertainment System Launches.WIRED(18 ოქტობერი, 2010).ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2015.
  2. Nintendo Co., Ltd. Consolidated Sales Transition by Region
  3. Nintendo Entertainment System (NES) – 1985–1995. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-03-11.ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2010..
  4. Nintendo to end Famicom and Super Famicom production.GameSpot(30 მაისი, 2003). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-03-29.ციტირების თარიღი: =23 აგვისტო, 2013., 2010..
  5. Consolidated Sales Transition by Region(PDF).First console by Nintendo(27 იანვარი, 2010). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2010-02-14.ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2010.
  6. Best-Selling Video Games.Guinness World Records. დაარქივებულიაორიგინალიდან — 17 მარტი, 2006.ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008.
  7. Super Mario Bros voted greatest computer game ever.The Daily Telegraph(27 ივლისი, 2008).ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2010.
  8. Goss, Patrick.The games that sold consoles.MSN. დაარქივებულიაორიგინალიდან — 9 მარტი, 2008.ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2011.
  9. Sheff, David(1993).Game Over.New York: Random House, გვ.349.ISBN0-679-40469-4. 
  10. Consolidated Sales Transition by Region(PDF)(2008-07-30accessdate=26 დეკემბერი, 2009). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2009-04-01.ციტირების თარიღი: 2016-09-03.
  11. Consalvo, Mia (2006). „Console video games and global corporations: Creating a hybrid culture“.New Media Society(PDF)|format= საჭიროებს|url=-ს (დახმარება).8 (1): 117–137.doi:10.1177/1461444806059921.(ფასიანი რეგისტრაცია)
  12. D.S.Cohen.The History of Classic Video Games - The Industry Crash and Rebirth.About.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-23.ციტირების თარიღი: 2009-03-04.
  13. Hirohiko Niizumi.(30 მაისი, 2003)Nintendo to end Famicom and Super Famicom production.GameSpot. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-08-23.ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2009.
  14. Nintendo объявила о выпуске легендарной игровой приставки.gazeta.ru(15 ივლისი, 2016).ციტირების თარიღი: 2016-03-09.
  15. Nintendo Entertainment System (NES) is number 1.IGN.ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2015.
  16. The 10 Greatest Video Game Consoles of All Time – Slide 9 – Slideshow fromდაარქივებული 2016-05-01 საიტზეWayback Machine.. PCMag.com (20 მარტი, 2014). დაარქივებულია 12 მაისი, 2014.
    
აქსესუარები
Nintendo-ს
წარმოებული
მესამე მხარის
აპარატული
უზრუნველყოფა
პროგრამული
უზრუნველყოფა
ვარიანტები
    
სისტემები
კონსოლი
პორტატული
ელექტრონული
არკადა
პერიფერია
დამატებები
კავშირი
კონტროლერები
ქსელი
სხვა
ტექნოლოგიები
მედია
პროცესორები
    
Atari
Bandai
Casio
Commodore
Mattel
Microsoft
NEC
Nintendo
Philips
Sega
SNK
Sony
VTech
სხვა
1970-იანები
1980-იანები
1990-იანები
2000-იანები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nintendo_Entertainment_System&oldid=4936292“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp