Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Microvision

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microvision
მწარმოებელიMilton Bradley Company
ტიპიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობამეორე თაობა
გამოშვების თარიღი1979 (1979)
თავდაპირველი ფასი51 აშშ დოლარი[1]
შეწყდა1981 (1981)
მედიაMicrovision-ისსათამაშო კარტრიჯი
პროცესორიIntel 8021/TI TMS1100 (კარტრიჯზე)
მეხსიერება32 ნიბლი (16 ბაიტი)RAM, 2KROM
მონიტორი16 × 16 პიქსელები

Microvision (აგრეთვე ცნობილი როგორცMB Microvision) — პირველიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც მოიხმარდა მოხსნადსათამაშო კარტრიჯებს.[2] გამოსცა კომპანიაMilton Bradley Company-იმ1979 წლის ნოემბერში.[3]

კონსოლს გააჩნდა მცირე ზომისთხევად-კრისტალური ეკრანი 16x16 პიქსელებით. მისი უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში, რომცენტრალური პროცესორი და მართვის ღილაკები დამაგრებული ჰქონდა კარტრიჯზე,[4][5] ხოლო კონსოლზე განთავსებული იყო ეკრანის და ღილაკების ჩიპი და აგრეთვე მცირე ზომის პადლი. მოიხმარდა ორი სახის პროცესორს: 8-ბიტიანიIntel 8021 დაTexas Instrument-ისTMS1100, თითოეული 100 კილოჰერცი ტაქტური სიხშირით. გააჩნდა 32 ნიბლი (16 ბაიტი)ოპერატიული მეხსიერება. ღილაკების რაოდენობა ვარირებდა 2-დან 12-მდე, დამოკიდებული კონკრეტულ თამაშზე. კონსოლის დიზაინერი იყო ჯეი სმითი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ შექმნა სახლის კონსოლიVectrex.[6]

Microvision-ის პორტაბელურობისა და სათამაშო კარტრიჯების წყალობით, კომპანიამ პირველივე წელიწადში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად ამისა, ცოტა რაოდენობის კარტრიჯების და ვიდეო თამაშების კომპანიების მხარდაჭერის არარსებობის, აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური პრობლემებისა და მცირე ზომის ეკრანის გამო, მისი წარმოება შეწყდა1981 წელს.[7] არსებობის ისტორიაში გამოიცა მხოლოდ და მხოლოდ 13 ერთეული თამაში. კონსოლს კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში „Blockbusters“. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 8 მილიონი ეგზემპლარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. PC Timeline. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
  2. Sfetcu, Nicolae (2014-05-04).Game Preview (en). Nicolae Sfetcu. 
  3. www.lookingtodraw.com, MICHAEL J. BARNES, ILTD DESIGN SERVICES,. PC Timeline. The Freeman PC Museum... Largest Collection of Vintage Computers On The Web.. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
  4. Milton Bradley Microvision (U.S.). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2018-08-21. ციტატა: „the console itself is nothing more than controls, LCD panel and a controller chip for the LCD panel. Each cartridge contains the microprocessor, which happens to have a small amount of ROM space on it that MB loaded the game code onto.“ ციტირების თარიღი: 2018-12-02.
  5. MB Microvision Handheld Games Console. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2017-07-10. ციტატა: „In fact, it was the cartridge itself that contained the CPU, and just to confuse everyone two different ones were used.“ ციტირების თარიღი: 2018-12-02.
  6. Информация об игровой системе Microvision на сайте GameFaqs
  7. A Brief History of Handheld Video Games
    
სახეობები
თაობები
მეორე
თაობა
სახლის
პორტატიული
გამოყოფილი
    
Bandai
Game Park/
Holdings
Nintendo
Nokia
Sega
SNK
Sony
Tiger
VTech
სხვა
1970-იანები
1980-იანები
1990-იანები
2000-იანები
2010-იანები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microvision&oldid=4576486“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp