Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Microsoft

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Microsoft Corporation
ტიპისაზოგადო/სააქციო
დარგიკომპიუტერული პროგრამები, მოწყობილობები
დაფუძნდა4 აპრილი, 1975.აშშ,ალბუკერკე
დამაარსებელიბილ გეიტსი,პოლ ალენი
სათავო ოფისიაშშ, ვაშინგტონის შტატი, ქალაქი რედმონდი
პროდუქცია
შემოსავალი
მთლიანი შემოსავალიUS$26.76 მილიარდი (2013)
სუფთა მოგებაUS$21.86 მილიარდი (2013)
მფლობელი
თანამშრომელი97,000 (2013)
შვილობილ(ებ)იMicrosoft-ის შვილობილი კომპანიების სია

Microsoft Corporation (Microsoft-ის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისივაშინგტონში,რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, მან აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილსბილ გეიტსისა დაპოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეობით Microsoft მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიანApple Inc.,ExxonMobil დაIBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წლის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინაSkype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტიაMicrosoft Windows საოპერაციო სისტემა დაMicrosoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემაBing,Xbox დაKinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიცMSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახან დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის,Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).

სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან „microcomputer-software“. პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა „micro-soft“ გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება „Microsoft“ იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერსნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არისNASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაციაApple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობსსატია ნადელა.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კომპანია მაიკროსოფტი შეიქმნა 1975 წლის 4 აპრილს, ქალაქალბუკერკეში,ნიუ-მექსიკოს შტატში, ორი ამერიკელი სტუდენტის,ბილ გეიტსისა დაპოლ ალენის მიერ. მათ შექმნეს მთელს ინფორმატიკის ისტორიაში პირველი პროგრამული ენა მიკრო კომპიუტერებისთვის.ბრენდი Microsoft (თავდაპირველადMicro-soft ერქვა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ტირე მოშორდა) იქნა რეგისტრირებული 1976 წლის 26 ნოემბერს.იმ დროის სხვა პროგრამისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ყიდიდნენ თავიანთ შექმნილ პროგრამებს ინფორმატიკულ კომპანიებზე, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა მიაქირავეს თავიანთიAltair Basic-ის ლიცენზია 3 ათას დოლარადMITS-ს, კონტრაქტში შედიოდა, რომMITS-ს უნდა გადაეხადა 35 დოლარი თითოეულ გაყიდულ ეგზემპლარზე.Microsoft-ის ლიცენზია წარმოადგენდა თითოეულ გაყიდულ მიკრო კომპიუტერის ფასის 8.8%-ს.1977 წელს მაიკროსოფტისBASIC მოხვდა ორ პოპულარულ მიკრო კომპიუტერში,Commodore-ისPET-სა დაTandy-ისTRS-80-ში.თავდაპირველად, მაიკროსოფტი დაარსდა იმისთვის, რომ შეექმნა და გაეყიდა ინფორმატიკული პროგრამები, მათ შორისBASICAltair 8800-სთვის. შემდგომში გახდაIBM-ის ქვემდებარე კომპანია. 1980-იან წლებში Microsoft-მა შეძლო დომინირება პერსონალური კომპიუტერების საოპერაციო სისტემების ბაზარზე, თავისMS-DOS-ის საოპერაციო სისტემით. მას შემდეგ მაიკროსოფტი გამოეყოIBM-ს. კომპანიის საფონდო ბირჟაზე შესვლამ და მისი საფონდო ბირჟის აქციების ფასების ზრდამ, გაამდიდრა მაიკროსოფტი.

Microsoft-ის ბიზნეს სტრატეგიამ, რომელიც გულისხმობს კომპიუტერების გაყიდვას თანდართულიWindows-ის საოპერაციო სისტემით, მას შესაძლებლობა მისცა მსოფლიოში კომპიუტერების უმეტესობა მუშაობდესWindows-ით.

საქმიანობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მაიკროსოფტი მონაწილეობს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ამერიკული საკაბელო ტელევიზიაMSNBC, ვებპორტალიMSN, კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები (კლავიატურა, მაუსი), და სახლის გასართობი პროდუქტები, როგორიცააXbox დაZune.

ქრონოლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • 1975 წელს შეიქმნა მაიკროსოფტიბილ გეიტსისა დაპოლ ალენის მიერ.
  • 1979 წლის 1 იანვარს Microsoft-ის შტაბ-ბინა გადადის ქალაქალბუკერკედანვაშინგტონში (Bellevue, Washington).
  • 1980 წელსსტივ ბალმერი უერთდება ბილ გეიტს და პოლ ალენს.
  • 1981 წლის 12 აგვისტოსIBM უშვებს პერსონალურ კომპიუტერს, რომელიც მუშაობს Microsoft-ის16-bit-იან საოპერაციო სისტემაMS-DOS 1.0-ზე.
  • 1983 წლის მაისში მაიკროსოფტი უშვებს თავის პირველ მაუსს, რომელსაცApple-ის მაუსთან განსხვავებით ორი ღილაკი აქვს.
  • 1983 წლის სექტემბერში გამოუშვა MS-DOS-ისთვის Word-ის პირველი ვერსია, Office Word-ის წინაპარი.
  • 1986 წლის 26 თებერვალს Microsoft-ის შტაბ-ბინა გადადის ქალაქრედმონდში.
  • 1986 წლის 13 მარტს მაიკროსოფტი შედის საფონდო ბირჟაზე, რომლის აქციების საწყისი ფასია 21 დოლარი.
  • 1987 წლის აპრილში გამოუშვაWindows 2.0, რომელიც მუშაობსMS-DOS-ზე და აქვს ახალი დიზაინი.
  • 1987 წლის ივლისში მაიკროსოფტი ყიდულობს Forethought Inc-ს რომელიც აწარმოებსPowerPoint-ს.
  • 1987 წლის ოქტომბერში გამოუშვაExcelWindows-ისთვის, რომელიც იყო პირველი პროდუქტი, რომელიც მუშაობდა მარტო ვინდოუსზე.
  • 1989 წლის 1 გავისტოს მაიკროსოფტი უშვებს თავის პირველOffice suite-ს.
  • 1990 წლის 22 მაისს მაიკროსოფტი უშვებსWindows 3.0-ს.
  • 1995 წლის 24 აგვისტოს მიარკოსოფტი უშვებსWindows 95-ს.
  • 1995 წლის 7 დეკემბერსბილ გეიტსი ისახავს მიზნად ინტერნეტი გააუმჯობესოს მაიკროსოფტით.
  • 1998 წლის 25 ივნისს მაიკროსოფტი უშვებსWindows 98-ს.
  • 2000 წლის 13 იანვარსსტივ ბალმერი იქნა დანიშული Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
  • 2000 წლის 17 თებერვალს მაიკროსოფტი უშვებსWindows 2000-ს.
  • 2001 წლის 31 მაისს მაიკროსოფტი უშვებსOffice XP-ს.
  • 2001 წლის 25 ოქტომბერს მაიკროსოფტი უშვებსWindows XP-ს.
  • 2001 წლის 15 ნომებერს მაიკროსოფტი უშვებსXbox-ს.
  • 2002 წლის 7 ნოემბერს მაიკროსოფტი თავის პარტნიორებთან ერთად უშვებს პირველTablet PC-ს.
  • 2003 წლის 24 აპრილს მაიკროსოფტი უშვებსWindows Server 2003-ს.
  • 2003 წლის 21 ოქტომბერს მაიკროსოფტი უშვებსOffice System-ს.
  • 2005 წლის 22 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვაXbox 360.
  • 2007 წლის 30 იანვარს Microsoft-მა გამოუშვაWindows Vista დაMicrosoft Office 2007.
  • 2008 წლის 27 თებერვალს Microsoft-მა გამოუშვაWindows Server 2008,SQL Server 2008 დაVisual Studio 2008.
  • 2009 წლის 3 ივნისს Microsoft-მა გამოუშვა საძიებო სისტემაBing.
  • 2009 წლის 22 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვაWindows 7.
  • 2010 წლის 15 ივნისს Microsoft-მა გამოუშვაMicrosoft Office 2010.
  • 2010 წლის 4 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვაKinect, რომელიც მუშაობსXbox 360-ზე.
  • 2010 წლის 10 ნოემბერს Microsoft-მა გამოუშვაWindows Phone 7.
  • 2011 წლის 28 ივნისს Microsoft-მა გამოუშვაMicrosoft Office 365.
  • 2011 წლის 13 ოქტომბერს Microsoft-მა შეიძინაSkype.
  • 2012 წლის 4 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვაWindows Server 2012.
  • 2012 წლის 12 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვბაVisual Studio 2012.
  • 2012 წლის 26 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვაWindows 8 დაMicrosoft Surface.
  • 2012 წლის 29 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვაWindows Phone 8.
  • 2013 წლის 29 იანვარს Microsoft-მა გამოუშვაMicrosoft Office 2013.
  • 2013 წლის 18 თებერვალს Microsoft-მა გამოუშვაOutlook.com.
  • 2013 წლის 21 მარტს Microsoft-მა გამოუშვაXbox One.
  • 2013 წლის 23 აგვისტოს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორისტივ ბალმერი აცხადებს რომ იგი დატოვებს თავის თანამდებობას დაახლოებით ერთ წელიწადში.
  • 2013 წლის 3 სექტემბერს მაიკროსოფტი აკეთებს განცხდებას კომპანიაNokia-ს მობილური ქვედანაყოფის შეძენის შესახებ.
  • 2013 წლის 22 ოქტომბერს Microsoft-მა გამოუშვაSurface 2 დაSurface Pro 2.
  • 2013 წლის 13 დეკემბერსValve აცხადებსSteamOS-ს, ოპერაციულ სისტემას Windows-ის კონკურენციასთან.
  • 2014 წლის აპრილს Microsoft აცხადებს Cortana-ს, ინტელექტუალურ პირად თანაშემწედ.
  • 2015 წლის 21 იანვარს Microsoft აცხადებს, რომ Windows 10 განახლება იქნება უფასოდWindows 7,Windows 8.1 დაWindows Phone 8.1 მომხარებლებისთვის.
  • 2015 წლის 29 ივლისს Microsoft-მა გამოუშვაWindows 10, რომელსაც ის ასახელებს როგორც თავის „ბოლო ოპერაციულ სისტემად“.
  • 2015 წლის 23 სექტემბერს Microsoft აცხადებს პარტნიორობასBaidu-სთან, Baidu-ს მთავარ გვერდად აქცევს ჩინეთში მისიMicrosoft Edge ბრაუზერის მომხმარებლებისთვის, და Baidu-ს საძიებო პროგრამებს Windows 10-ში წარუდგენს.
  • 2015 წლის 26 ოქტომბერს პირველი ფლაგმანიMicrosoft Store გაიხსნა ნიუ იორკში.
  • 2016 წლის 13 ივნისს Microsoft აცხადებსLinkedIn-ის შეძენას $ 26.2 მილიარდ აშშ დოლარად.
  • 2016 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდაSurface Studio დაSurface Dial.
  • 2017 წლის 29 ივნისს Microsoft-მა შეიძინა კომპანია Cloudyn.
  • 2019 წლის 2 ნოემბერს Microsoft ავრცელებსMicrosoft Edge-ის ახალ ვერსიას. ასევე, დაინერგა Microsoft Edge-ის ახალი ლოგო.
  • 2020 წლის 12 თებერვალს Microsoft-მა გამოაცხადა Windows 10X ბეტა ვერსია.
  • 2021 წლის 5 ოქტომბერს Microsoft-მა დააანონსაWindows 11.[1]

პროდუქცია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Windows

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის საოპერაციო სისტემა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მას.ამ საოპერაციო სისტემით მუშაობს თითქმის მსოფლიოს კომპიუტერების 90%.

Microsoft Office

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

შეიცავს შემდეგ პროგრამბესWord-სა,Excel-სა,PowerPoint-სა,Outlook-სა დაAccess-სა.

Windows Phone

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის სმარტფონისსაოპერაციო სისტემა.

Microsoft Expression Studio

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის პროგრამა გრაფიკის შესაქმნელად.

Windows Internet Explorer

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ისინტერნეტ ბრაუზერი.

Windows Media Player

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის პროგრამა რომლის მეშვეობითWindows-ი კითხულობს ვიდეოებს.

Skype

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით.

Games for Windows

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის ბრენდი რომლის სახელითაც მაიკროსოფტი უშვებს ვიდეო თამაშებს რომელთაგან არიანFlight Simulator,Age of Empires დაGTA IV.

Microsoft Security Essentials

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ისანტივირუსი.

Xbox

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის მაიკროსოფტრის ვიდეო თამაშისკონსოლი.

Zune

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ისiPod-ის ვარიანტი.

Surface

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ისiPad-ის ვარიანტი.

კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ესენი არიან კლავიშები და მაუსი.

MSN

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

(The Microsoft Network) Microsoft-ის საინფორმაციო და გასართობი საიტი.

OneDrive

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის ვებ გვერდი რომლის საშუალებითაც მის მომხმარებელს შეუძლია ფაილების საიტზე ატვირთვა და შენახვა.

Outlook.com

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის ვებ-სერვისი.

Bing

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის Microsoft-ის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა.

Windows Live Messenger

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის მაირკოსოფტის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. მაიკროსოფტი 2013 წლის 1 მიასიდანWindows Live Messenger შეცვალაSkype-ით.

MSNBC

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

არის სატელევიზიო არხი. 2012 წლიდან იგი აღარ ეკუთვნის Microsoft-ს.

განათლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Microsoft-ს აქვს საგანმანათლებლო პროგრამები რომლებიც არიანMicrosoft certified systems engineer,Microsoft certified solution developer დაMicrosoft Certified Professional.

ხელმძღვანებლობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ბილ გეიტსი: ერთ-ერთი Microsoft-ის დამაარსებელი. 1975 წლიდან 2000 წლამდე იგი იყო მიაკროსოფტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მან თავის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაუთმოსტივ ბალმერს.

დღეს დღეობით ბილ გეიტსი რჩება Microsoft-ის თავმჯდომარე და მრჩეველი.

  • სტივ ბალმერი: არის Microsoft-ის თანამშრომელი 1980 წლიდან და Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი 2000 წლიდან.

მან 2013 წელს განაცხადა რომ დაახლოებით ერთ წელიწადში დატოვებდა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

  • სატია ნადელა: 2014 წლის 4 თებერვალს, ნადელა გამოცხადდა Microsoft-ის ახალ აღმასრულებლად, კომპანიის აღმასრულებელი კომპანიის მესამე დირექტორი.

ფინანსები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ეს გრაფიკი ასახავს ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მაიკორსოფტის აქციის ფასის ცვლილებას [1]
ეს გრაფიკი ასახავს ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მაიკორსოფტის აქციის ფასის ცვლილებას[1]

ბრუნვა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2005 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა იყო 40 მილიარდი დოლარი, იგი 8%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით. 2006 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა გაიზარდა და შეადგენდა 45 მილიარდ დოლარს, 2007 წელს კი 52 მილიარდ დოლარამდე ავიდა.2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 60 მილიარდ დოლარს მიღწია, 2009 წელს 58 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა, 2010 წელს 62,5 მილიარდ დოლარს, 2011 წელს 70 მილიარდ დოლარს და 2012 წელს კი მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 73,73 მილიარდ დოლარს.

საფონდო ბირჟა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის ამჟამინდელი აქციის ფასია 37.571 დოლარი. 1986 წლის 13 მარტს როცა მაიკროსოფტი პირველად შევიდა საფონდო ბირჟაზე, მისი დასაწყისი აქციის ფასი იყო 21 დოლარი.

Microsoft-ის ლოგოები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • Microsoft-ის ლოგო 2012 წლამდე
    Microsoft-ის ლოგო 2012 წლამდე
  • Microsoft-ის ლოგო 2012 წლიდან
    Microsoft-ის ლოგო 2012 წლიდან

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Microsoft has officially announced Windows 11! (2021-06-24). ციტირების თარიღი: 2021-06-24
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microsoft&oldid=5054534“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp