Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

MP 40

სტატიისშეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდის ვერსიის სტატუსი

გვერდი შეუმოწმებელია

ამ გვერდს არა აქვსშემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხიარ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
Maschinenpistole 40 (MP 40)

MP 40 დაკეცილი და გაშლილი კონდახით
ტიპიპისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
წარმომავლობის ქვეყანანაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია1940–1945 (ნაცისტური გერმანია)
1940-დღემდე (სხვა ქვეყნებში)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორიჰაინრიხ ფოლმერი
ბერთოლდ გაიპელი
შექმნის თარიღი1940
მწარმოებელიSteyr-Mannlicher
Erma Werke
Haenel
წარმოების პერიოდი1940–1945
რაოდენობა1,100,000
ვარიანტებიMP 36
MP 38
MP 40
MP 40/1
MP 41
Zastava M56
მახასიათებლები
წონა3.97
სიგრძე833 გაშლილი კონდახით
630 დაკეცილი კონდახით
ლულის სიგრძე251 მმ

ვაზნა9×19 მმ პარაბელუმი
მუშაობის პრინციპიუკუცემითი, ღია საკეტი
სროლის ტემპი500–550 ვაზნა/წუთი
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე400 მ/წმ
დამიზნების მანძილი100–200
დატენვის სისტემა32 ვაზნიანი მოხსნადი მჭიდი
სამიზნეებირკინის სამიზნე

MP 40 (გერმ.Maschinenpistole 40) — გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც იყენებს 9×19 მმ პარაბელუმის ვაზნებს. ის შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში და აქტიურად გამოიყენებოდაღერძის ქვეყნების მიერმეორე მსოფლიო ომში.

შექმნილიაჰაინრიხ ფოლმერის მიერ 1938 წელს მისი წინამორბედ MP 38-ის ბაზაზე. იარაღი აქტიურად გამოიყენებოდა ქვეითების (განსაკუთრებით ოცეულისა და სხვა რაზმების მეთაურების), მედესანტეთა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟების მიერ. მისი თანამედროვე და ინოვაციური მახასიათებლების გამო MP 40 ვერმახტის ჯარისკაცებისთვის სასურველი და პოპულარული იარაღი იყო. მის მიმართ ინტერესი ასევე დიდი იყო სხვა ქვეყნებში ომის დასრულების შემდგომ. მოკავშირეები იარაღს ხშირად უწოდებდნენ „შმაისერს“, თუმცა სინამდვილეშიჰუგო შმაისერს ამ პისტოლეტ-ტყვიამრფქვევის შექმნაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ერთადერთი კავშირი, რაც მას MP 40-თან აქვს, არის მისი მჭიდი, რომლის პატენტის მფლობელიც შმაისერი იყო. შმაისერის მიერ შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყოMP 18. MP 40-ის სხვა ვარიანტებია MP 40/I და MP 41. ნავარაუდებია, რომ 1940-1945 წლებში Erma Werke-მ 1.1 მილიონი MP 40 დაამზადა.

გამოყენების ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანელი სამხედროების უმეტესობაKarabiner 98k შაშხანით ან MP 40 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული. ეს ორივე იარაღი ქვეითისთვის სტანდარტულ არჩევნად ითვლებოდა.

გერმანელი ჯარისკაცი MP 40-ით.

თუმცა, მოგვიანებით, საბჭოთა წითელ არმიასთან ქალაქის ბრძოლებში, მაგალითად,სტალინგრადის ბრძოლაში, წითელარმიელთა მთლიანი რაზმები ხშირადPPSh-41 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებული და ახლო მანძილებზე ბრძოლებში გერმანელებს უჭირდათ მათთან გამკლავება Kar 98k ხელით გადასატენი გრძივმოძრავსაკეტიანი შაშხანებით. მაუზერის ამ შაშხანებით შეიარაღებულ გერმანელ სამხედროებს ყოველი გასროლის შემდეგ უწევდათ ხელით იარაღის გადატენვა, მაშინ როცა საბჭოთა ჯარისკაციPPSh-41-დან ტყვიების მთლიან ჯერს ისროდა. ეს ყოველივე კი ახლო მანძილზე ძალიან დიდ უპირატესობას აძლევდა საბჭოთა ჯარისკაცს. ამიტომაც ომის მიმდინარეობასთან ერთად გერმანელებმა ტაქტიკა შეცვალეს და ხშირად მათი მთლიანი შემტევი ოცეულები უკვე MP 40-ით ან მისი სხვა რომელიმე ვარიანტით იყვნენ შეიარაღებული. 1943 წლიდან დაწყებული,ვერმახტმა Karabiner 98k შაშხანისა და MP 40 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ჩანაცვლება დაიწყო რევოლუციური საიერიშო ავტომატური შაშხანით—StG 44.

გერმანელების გარდა, ნაალაფარ MP 40-ებს აქტიურად იყენებდნენ ნაცისტური გერმანიიის მიერ ოკუპირებული ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობები, პარტიზანები და ხანდახან მოკავშირეთა ჯარისკაცებიც კი.

ომისშემდგომი გამოყენება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს და მის დასრულების შემდეგ 200,000-მდე MP 40 მოკავშირეებს ჩაუვარდათ ხელში, რომლებმაც ეს იარაღები შემდგომ განვითარებადი ქვეყნების გასამხედროებულ და არარეგულარულ ძალებს გაუგზავნეს. ასევე, ნორვეგიის არმიამ MP 38-ის გამოყენება მხოლოდ 1975 წელს შეწყვიტა, თუმცა ნორვეგიის ეროვნული გვარდია MP 40-ს კიდევ რამდენიმე წელი იყენებდა, სანამ მას Heckler&Koch-ის წარმოებული MP5-ებით არ ჩაანაცვლებდა.

MP 40-ების გარკვეულ რაოდენობას იყენებდნენვიეტ კონგის წევრები ვიეტნამის ომში და ასევე აფრიკელი პარტიზანები.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • Axworthy, Mark (1991).The Romanian Army of World War II. Osprey Publishing.
  • Bishop, Chris (2002).The Encyclopedia of Weapons of World War II. Sterling Publishing Company, Inc.
  • Dunlap, Roy (1966).Ordnance Went Up Front. R & R Books.
  • Fowler, William (2005).Stalingrad, the Vital Seven Days. Spellmount.
  • Hobart, Frank (1975).Pictorial History of the Sub-machine Gun. Scribner Publishing.
  • Hogg, Ian; Weeks, John, eds. (1977).Military Small Arms of the 20th Century. Arms & Armour Press.
  • Hogg, Ian (2001).Submachine Guns. Greenhill Books.
  • Ingram, Mike (2001).The MP40 Submachine Gun. Zenith Imprint.
  • Neil, Grant (2015).Mauser Military Rifles. Osprey Publishing.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/MP_40“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp