Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Keep Talking

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Keep Talking“
სინგლიპინკ ფლოიდი
გამოსვლის თარიღი12 მარტი, 1994 (1994-03-12)
ჩაიწერა1993,
Astoria
(ლონდონი,გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა4:55 (სინგლის ვერსია)
6:08 (ალბომის ვერსია)
5:57 (Echoes: The Best of Pink Floyd)
ხმისჩამწერი ლეიბლიColumbia
ავტორ(ებ)იდეივიდ გილმორი,რიჩარდ რაიტი,პოლი სემსონი
პროდიუსერიბობ ეზრინი,დეივიდ გილმორი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„One Slip“
(1988)
Keep Talking
(1994)
„Lost for Words“
(1994)


„Keep Talking“
სინგლიპინკ ფლოიდი
ალბომიდანThe Division Bell
A-მხარე„High Hopes“
„Keep Talking“
B-მხარე„One of These Days (საკონცერტო)“
გამოსვლის თარიღი1994
ხმისჩამწერი ლეიბლიEMI (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
ავტორ(ებ)იდეივიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი, პოლი სემსონი
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია
„Take It Back“
(1994)
Keep Talking
(1994)
„Wish You Were Here (საკონცერტო)“
(1995)

Keep Talking“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფპინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდანThe Division Bell[1][2]. იგი იწყებასტივენ ჰოკინგის ხმით (ჩანაწერი ტელეგადაცემიდან)[3], ხოლო მუსიკალური თემა ვითარდება ჯგუფის მიერ. ერთ-ერთი წამყვანი როლი აქ ენიჭებარიჩარდ რაიტის კლავიშებიანი საკრავების ჟღერადობას.

კომპოზიცია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ტექსტში საუბარია ადამიანებს შორის დაკარგულ კავშირებზე, ურთიერთობის უნარზე, რაცThe Division Bell-ის წამყვანი თემაა.დეივიდ გილმორი ამ სიმღერაში ჩაფიქრებული ტონით მღერის და აქვს გადაძახილები ბეკ-ვოკალისტებთან. სიმღერას ახლავს რიტმი, რომელსაც სოლო-ნაწილში მიჰყვებარიჩარდ რაიტის სოლო (ასევე გამოკვეთილი საკონცერტო გამოსვლების დროს).

გამოცემა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

„Keep Talking“ იყო ალბომიდან აშშ-ში გამოცემული პირველი სინგლი, 1994 წლის მარტში. ეს იყო ჯგუფის მესამე #1 ჰიტიHot Mainstream Rock Tracks-ში, რომელიც აღრიცხავს რადიოეთერში გასული სიმღერების სიხშირეს. ჩარტის სათავეში სიმღერა ექვსი კვირის განმავლობაში დარჩა.

საუბარი, რომელიც ისმის სიმღერის დროს, არის ინტერვიუდან ფიზიკოსსტივენ ჰოკინგთან. ტექსტი აღებულიაBritish Telecom-ის სარეკლამო რგოლიდან. გილმორის თქმით, მას თავად მოეწონა ჰოკინგის საუბარი, რომელიც რეკლამაში მოისმინა - როგორც ამბობდა, ამან პრაქტიკულად ცრემლებამდე მიიყვანა.

დღეს იგი პირველად მოვისმინე, დილით. საოცარია, როდესაც უსმენ ისეთ რამეს, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი და იცი, რომ სხვებიც უსმენენ, ამიტომ სხვა თვალით შეხედავ. იცი, რომ სხვები მას პირველად ისმენენ. საინტერესოა, რამდენი ისმენდა ამ უცნაურ ხმას, რომელიც საუბრობდა მილიონი წლის განმავლობაში საუბრის თემაზე. არის რაღაც ჩანაწერების შექმნაში, სანამ რადიოში არ მოისმენ იმას, რაზეც მუშაობდი, ბოლომდე ვერ გაიაზრებ.ეს არ არის ნამდვილი ხმა, ეს არის სტივენ ჰოკინგის ხმა, რომელიც პროფესორია და დაწერა წიგნი „დროის ზოგადი ისტორია“. ეს არის დიდი და ძალიან პოპულარული წიგნი. მას ნერვების დაზიანება აქვს და სავარძელში ზის. საუბარი არ შეუძლია, ამიტომ მისთვის შექმნეს ხმის სინთეზატორი. მგონია, მას მხოლოდ ერთი თითის ამოძრავება შეუძლია, სულ ოდნავ და ამით მოქმედებს. ინგლისში ტელევიზორში ვნახე სატელეფონო კომპანიის რეკლამა, რომელშიც მისი ხმა ჟღერდა. ამ რეკლამამ ფაქტოვრივად, ამატირა. სატელევიზიო რეკლამაზე მსგავსი რეაქცია მანამდე არ მქონია. ეს იყო ყველაზე მძლავრი ტელერეკლამა, რაც კი მინახავს. ვიფიქრო, რომ შესანიშნავი იყო, ამიტომ დავუკავშირდი კომპანიას, რომელმაც იგი შექმნა და ვკითხე, შემეძლო თუ არა ამ ხმის გამოყენება, რაც საბოლოოს გავაკეთე კიდეც და ჩავსვი ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც უკვე მქონდა. რამდენიმე თვე ჩავკირკიტებდი, ვცვლიდი, სანამ საბოლოოდ მოერგებოდა. იმდენად იმოქმედა, რომ გადავწყვიტე, რაღაცნაერად გამომეყენებინა.

სიმღერაში გამოიყენება ტოკ-ბოქსი, რომელიც უერთდება გიტარას, შემდეგ კი - ვოკალისტის პირს და ვოკალს სპეციფიკურ ჟღერადობას ანიჭებს.

სიმღერა აგრეთვე შეტანილია ჯგუფის 2001 წლის კომპილაციაშიEchoes: The Best of Pink Floyd.[4]

პინკ ფლოიდის შემდეგ ალბომში,The Endless River შეტანილია ინსტრუმენტული კომპოზიცია „Talkin' Hawkin“, რომელშიც ასევე გამოყენებულია ჰოკინგის საუბრის სხვა ფრაგმენტები.

საკონცერტო ვერსიები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სიმღერა სრულდებოდა 1994 წლის ტურნესThe Division Bell ყოველ კონცერტზე. საკონცერტო ვერსიები, სხვადასხვა კონცერტიდან, შეტანილია ალბომშიPulse დაამავე სახელწოდების ვიდეოში.

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004).The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177.ISBN1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995).The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press.ISBN0-7119-4301-X. 
  3. (ანოტაციები ალბომიდანEchoes: The Best of Pink Floyd)
  4. Echoes: the album credits. Pink Floyd. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2 June 2010. ციტირების თარიღი: 20 June 2013.
    
სიმღერები
დაკავშირებული სტატიები
    
სტუდიური
ალბომები
საკონცერტო
ალბომები
კომპილაციები
EP-ები
ბოქს-სეტები
საუნდტრეკები
სინგლები
ფილმები
კონცერტები
მხატვრული
დოკუმენტური
ტურნეები
სიები
დაკავშირებული
მედია და პროექტები
დაკავშირებული
თემები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Keep_Talking&oldid=4587693“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp