Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Jump in the Fire

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Jump in the Fire“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდანKill 'Em All
B-მხარეPhantom Lord (საკონცერტო),Seek & Destroy (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი20 იანვარი,1984[1]
ჩაიწერა10-27 მაისი,1983
სტუდიაში Music America Studios
კალიფორნია[1]
ჟანრითრეშ მეტალი
ხანგრძლივობა4:40
ხმისჩამწერი ლეიბლიMegaforce
ავტორ(ებ)იჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
დეივ მასტეინი
პროდიუსერიპოლ კარსიო,
ჯონი ზაზულა
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Whiplash“
(1983)
Jump in the Fire
(1984)
„Creeping Death“
(1984)
აუდიომაგალითი
yes

Jump in the Fire“ —ამერიკულიმძიმე მეტალ ჯგუფმეტალიკის მეოთხესიმღერა და მეორესინგლი მათი1983 წლის სადებიუტოალბომიდანKill 'Em All. სინგლი გამოიცა მხოლოდაშშ-ის ფარგლებს გარეთ.[2] იგი მოხვდაახალი ზელანდიის სინგლების ჩარტში, სადაც მან სამი კვირა გაატარა. მისი საუკეთესო შედეგი ამ ჩარტში ოცდამეათე ადგილი იყო.[3]

მუსიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მისი ავტორები არიანჯეიმზ ჰეტფილდი,ლარს ულრიხი დადეივ მასტეინი.[1] სიმღერასთან Hit the Lights ერთად Jump in the Fire მეტალიკის ერთ-ერთი პირველი სიმღერათაგანია, რომელიც შესულია დემოშიRon McGovney's '82 Garage demo, ხოლო შემდგომ შეტანილია დემოშიNo Life 'til Leather.[2] ულრიხის განცხადებით, ჰეტფილდმა ეს სიმღერა დაწერააირონ მეიდენისRun to the Hills ჟღერადობის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდისათვის პოპულარული იყო.[4][5]

ტექსტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სიმღერის თავდაპირველი ტექსტი ეთმობოდასექსს, რომელშიაც ჩაკეტილი იყო მასტეინი. მასტეინის წასვლის შემდეგ, სიმღერის The Four Horsemen მსგავსად, ახალი ტექსტი დაწერა ჰეტფილდმა. ახალი ტექსტიეშმაკის თვალთახედვიდან არის დაწერილი, რომელიც უყურებს ხალხს, ერთმანეთს როგორ ხოცავენ, და დარწმუნებულია, რომ ისინი განწირულნი არიანჯოჯოხეთისათვის. აქედან გამომდინარე, ალეგორიულად, ცეცხლში ხტებიან (Jump in the Fire).[2][5]

საკონცერტო შესრულება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა1982 წლის 14 მარტსანაჰეიმში,კალიფორნია.[6][7]1984 წლის შემდეგ კი თითქმის ოცი წელი არ შესრულებულა, თუ არ ჩავთვლით კირკის მიერ jam სესიებში სიმღერის ნაწყვეტების იშვიათად შესრულებას. ამის მიზეზი კი ჯეიმზის მიერ ამ სიმღერის შეჯავრება გახდა დეივ მასტეინთან დაკავშირებული საწყისების გამო. საბოლოოდ, ჯგუფმა ახსნა ტაბუ ამ სიმღერას და შეასრულა იგი2004 წლის 23 მარტსედმონტონში,ალბერტა,კანადა. მას მერე 2008-2010 წლებშიც შესრულდაWorld Magnetic ტურნეს ფარგლებში.[7]

სიმღერების სია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
საერთაშორისო გამოცემა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Creeping Death“6:39
2.„Am I Evil?“7:52
3.„Blitzkrieg“3:37
4.„Jump in the Fire“4:41
5.„Seek and Destroy“7:05
6.„Phantom Lord“4:52

პერსონალი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მეტალიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
სტუდიური პერსონალი
  • აღმასრულებელი პროდიუსერი:ჯონი ზაზულა
  • პროდიუსერი: პოლ კარსიო
  • ინჟინერი: კრის ბუბაჩი
  • ინჟინერ-ასისტენტი: ენდი ვრუბლევსკი[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. 1.01.11.21.3სინგლი Jump in the Fire. Metallica.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2011-04-04. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  2. 2.02.12.2Jump in the Fire. Encyclopedia Metallica. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2008-11-20. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  3. Jump in the Fire. Charts.org.nz. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-04-13. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  4. ინტერვიუ ლარს ულრიხთან
  5. 5.05.1Jump in the Fire. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  6. სიმღერა Jump in the Fire. Metallica.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-06-04. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
  7. 7.07.1Jump in the Fire. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
    
სტუდიური ალბომები
კავერების ალბომები
ერთობლივი ალბომები
EP-ები
საკონცერტო ალბომები
ბოქს-სეტები
სინგლები
პრომო-სინგლები
სხვა სიმღერები
ვიდეო ალბომები
ტურნეები
სხვა სტატიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Jump_in_the_Fire&oldid=4586135“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp