Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

jQuery

სტატიისშეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდის ვერსიის სტატუსი

გვერდი შეუმოწმებელია

ამ გვერდს არა აქვსშემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხიარ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

jQueryJavaScript ბიბლიოთეკაა, რომელიც ფოკუსირდებაJavaScript-ის დაHTML-ის ურთიერდამოკიდებულებაზე. jQuery ბიბლიოთეკა აადვილებს ნებისმიერDOM-ის ელემენტთან დაშვებას, მიმართვას DOM ელემენტის ატრიბუტებთან და შინაარსთან, მათით მანიპულირებას. აგრეთვე jQuery ბიბლიოთეკა წარმოადგენს მოსახერხებელAPI-ისAjax-თან სამუშაოდ.

შექმნის ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ჯონ რეზიგმა პროგრამირების შესწავლის დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი, რაც მან ნახა, ეს იყოHTML-ი. რეზიგი აპროგრამებდაQBasic-ზე, როდესაც ნაცნობმა აჩვენა HTML-ის საწყისიები და თუ როგორ უნდა შეექმნა საიტი (Angelfire-ის დახმარებით). საშობაოდ მას მამამ აჩუქა ორი HTML-ის წიგნი. სწორედ მაშინ იწყებდა იგი პროგრამირებასVisual Basic-ზე, ხოლო HTML-მა და ვებ-დიზაინმა ძალიან დააინტერესა.

მისწრაფებაJavaScript სკრიპტისკენ გაჩნდა გაცილებით გვიან, დაახლოებით 2004 წელს. მაშინ რეზიგი ადგილობრივ ფირმა Brand Logic-ში მუშაობდა ნახევარ შეტატზე და სწავლობდა კოპიუტერული მეცნიერებათა ხარისხის მისაღებად. ის მუშაობდა საიტის დიზაინზე, რომელშიც იქმნებოდა მომხმარებელთა სქროლინგი. სხვა შემსრულებელთა კოდით იმედგაცრუებულმა და გაღიზიანებულმა ჯონმა გადაწყვიტა სერიოზულად შეესწავლა JavaScript-ი. შესწავლამ მას მისცა საშუალება დასკვნის, რომ JavaScript-ი არის უბრალო, მაგრამ დახვეწილი ენა, რომელიც საოცრად ძლიერი ინსტრუმენტია მრავვალი ამოცანის გადასაწყვეტად. შემდგმომი, jQuery ბიბლიოთეკის დამთავრებამდე, ორიოდ წლის განმავლობაში, ჯ. რეზიგმა რამდენიმე JavaScript პროგრამა შექმნა. საზოგედოებას jQuery ბიბლიოთეკა წარედგინა2006 წელს ნიუ-იორკში, კოპიუტერულ კონფერენციაზე„BarCamp“.

jQuery ბიბლიოთეკის შექმნის ძირითად მიზანში რეზიგი ხედავდა კოდის მრავალჯერადი ნაწყვეტების კოდირებას, რომლებიც გააიოლებდნენ და გამოიყენებდნენ მათ ისე, რომ აღარ წამოჭრილიყო კროსპლათფორმული მოხმარების პრობლემები. 2006 წლის დასაწყისში რეზიგმა დაამთავრა მუშაობა jQuery ბიბლიოთეკაზე და გაუშვა იგი Internet Explorer-ში — ყველაფერი ამუშავდა. ეს იყო წარამტება!

შესაძლებლობები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • DOM ხეზე მოძრაობა, მათ შორისXPath-ის მხარდაჭერა, როგორც პლაგინის;
  • მოვლენები;
  • ვიზუალური ეფექტები;
  • AJAX-გაფართოება;
  • JavaScript-პლაგინები.

ფილოსოფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ისევე როგორცCSS განაცალკევებს ვიზუალიზაციას, ასევე JQuery განაცალკევებსქცევებს HTML-ის სტრუქტურიდან. მაგალითად, ღილაკზე დაჭერის მოვლენის დამუშავების ნაცლად, მართვაე გადაეცემა JQuery-ის, რომელიც აკეთებს ღილაკის იდენთიფიკაციას, შემდეგ კი დაამშავებს მას როგორც დაკლიკებას. ქცევის ასეთი გამოცალკევებას აგრეთვე მოიხსენიებენარამომაბეზრებელი JavaScript-ის პრინციპად.

jQuery ბილიოთეკას გააჩნია ფუნქციონალი მაქსიმალურად ფართო ამოცანათა წირისათვის სასარგებლოდ. თუმცა მუშა ჯგუფის ამოცანას არ წარმოადგენდა jQuery ფუნქციების იმდაგვარი შეთავსება , რომ ისინი გამოდგომოდა ყვლგან, რადგან ეს მოიტანდა კოდის გაზრდას, რომლის დიდი ნაწილი მაინც არ იქნებოდა გამოყენებული. ამის გამო რელიზებული იქნა ბიბლიოთეკის კომპაქტური უნივერსალური ბირთვის და პლაგინებსის არქიტექტურა ეს საშუალებას იძლევა რესურსისათვის შეიკრიბოს ზუსტად ის JavaScript-ფუნქციონალი, რომელიც მისთვის არის საჭირო.

გამოყენება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

jQuery, წესისამებრ, ერთვის ვებ გვერთდს, როგორც ერთი გარე JavaScript-ფაილი:

<head><scripttype="text/javascript"src="გზა/ფაილამდე/jQuery.js"></script></head>

jQuery-ის მთელი მუშაობა მიდის$ ფუნქციის დახმარებით. თუ საიტზე კიდევ გამოიყენება სხვა JavaScript ბილიოთეკები, რომლებიც სავარაუდოდ$-ს იყენებენ თავიანთი საჭიროებისათვის, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მისი სინონიმი —jQuery. მეორე მეთოდი ითვლება უფრო სწორად, იმისათვის კი, რომ კოდი არ გამოჩნდეს ძალიან მოუქნელი, შეიძლება ჩაიწეროს შემდეგნაირად:

jQuery(function($){// აქ უკვე სკრიპტის კოდი, სადაც $-ში იქნება jQuery})

jQuery-სთან მუშაობა შეიძლება გაიყოს 2 ტიპად:

  • jQuery-ობიექტის მიღება$() ფუნქციის დახმარებით. მაგალითად, მასში CSS-სელექტორის გადაცემით, შესაძლებელია კრიტერიუმში შემავალი ყველა HTML ელემენტის jQuery-ობიექტის მიღება და შემდეგში მათზე მოქმედებები jQuery-ობიექტის სხვადასხვა მეთოთების დახმარებით.
  • $ ობიექტის გლობალური მეთოდების გამოძახება, მაგალითად, მასივზე მოსახერხებელი იტერატორებისა.

ერდროულად რამოდენიმუ DOM კვანძით მანიპულირების ტიპური მაგალითია$ ფუნქციის გამოძახებაCSS-ის სელექტორის სტრიქონით, რომელიც აბრუნებსjQuery ობიექტს HTML-გვერდის ელემენტების გარკვეული რიცხვით. ეს ელამენტები შემდეგში მუშავდება jQuery-ის მეთოდებით. მაგალითად,

$("div.test").add("p.quote").addClass("blue").slideDown("slow");

პოულობს ყველა<div> ელემენტსtest კლასით, აგრეთვე ყველა<p> ელემენტსquote კლასით, შემდეგ ყველა მათგანს დაუმატებსblue კლასს და ვიზუალურად ნელა დაუშვებს ქვემოთ.

მეთოდები, რომლებიც იწყება$., მოსახერხებელია გლობალური ობიექტების დასამუშავებლად, მაგალითად:

$.each([1,2,3],function(){document.write(this+1);});

გვერდზე დაამატებს234-ს.

$.ajax და შესაბამისი ფუნქციები საშუალებას იძლებაAJAX მეთოდების გამოყენებისა, მაგალითად:

$.ajax({type:"POST",url:"some.php",data:{name:'John',location:'Boston'},success:function(msg){alert("Data Saved: "+msg);}});

ამ მაგალითში მიმართვა ხდებაsome.php სკრიპტზეname=John&location=Boston პარამეტრებით და მიღებული შედეგი გამოტანებაalert() ფუნქციის დახმარებით.

მაგალითი, სადაც jQuery-ს მეშვეობით ელემენტს ემატება click-ის დამუშავება:

jQuery(function($){$("a").click(function(){alert("Hello world!");});});

ამ შემთხვევაში <A> ელემენტზე დაჭერისას გამოიძახებაalert("Hello world!") ფუნქცია.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=JQuery&oldid=3596450“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp