Huawei
華為
ჰუავეი |
ტიპი | კერძო კომპანია |
---|
დარგი | სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, ქსელური აღჭურვილობა |
---|
დაფუძნდა | 1987; 38 წლის წინ (1987) |
---|
დამაარსებელი | რენ ჟენგფეი |
---|
სათავო ოფისი | შენჟენი, ჩინეთი |
---|
პროდუქცია | - მობილური და ფიქსირებული;
- ფართოხაზოვანი ქსელები;
- კონსულტაცია და სერვისის მენეჯმენტი;
- მულტიმედიური ტექნოლოგიები;
- სმარტფონები;
- პლანშეტური კომპიუტერები
|
---|
შემოსავალი | CNY395.009 მილიარდი (2015)[1]
აშშ$60.839 მილიარდი (2015) |
---|
მთლიანი შემოსავალი | CNY45.786 მილარდი (2015)[1]
აშშ$7.052 მილიარდი(2015) |
---|
სუფთა მოგება | CNY36.910 მილარდი (2015)[1]
აშშ$5.685 მილარდი(2015) |
---|
თანამშრომელი | 170,000+ (2015) |
---|
საიტი | huawei.com |
---|
Huawei Technologies Co. Ltd. (ჩინ.:華為技術有限公司) —ჩინურიტრანსნაციონალური კომპანია ტელეკომუნიკაციების სფეროში. სათავო ოფისი მდებარეობსგუანდუნის პროვინციის ქალაქშენჟენში.[2] მას შემდეგ რაცშვედურერიქსონს გაუსწრო, ჰუავეი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.[3]
კომპანია1988 წელს ყოფილმა სამხედრო ოფიცერმარენ ჟენგფეიმ დააარსა და გააფორმა კერძო კომპანიად, რომელსაც მასში დასაქმებულები ფლობდნენ. ჰუავეის მთავარი საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურებისა და აღჭურვილობის წარმოება როგორცჩინეთის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საწარმოებში; ასევე საკომუნიკაციო მექანიზმების წარმოება სამომხმარებლო ბაზრისთვის.[4] კომპანიაში დასაქმებულია 140 000 ადამიანი, რომელთა 46% ჩართულია კვლევისა და გაუმჯობესების (R&D) პროცესში.[5][6] იგი ფლობს 20 R&D დაწესებულებასჩინეთში,აშშ–ში,გერმანიაში,შვედეთში,ინდოეთში,რუსეთსა დათურქეთში.[7][8] 2011 წელს ამ სფეროში მან $3,74 მილიარდიაშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო.[9][10]
2010 წელს ჰუავეიმ 23,8 მლრდჩინური იუანის (3,7 აშშ დოლარი) მოგება ნახა.[11] მის პროდუქციასა და მომსახურებას იყენებენ მსოფლიოს 140–ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს 50 უმსხვილესი სატელეკომუნიცაციო ოპერატორიდან 45–ს ამჟამად ჰუავეი ემსახურება.[12]