Hawkwind | |
---|---|
![]() ჯგუფი 2017 წელს. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Hawkwind Zoo, Sonic Assassins, Hawklords, Psychedelic Warriors, Group X, Hawkwind Light Orchestra, The Elves of Silbury Hill |
წარმოშობა | ლედბროუკ გროუვი,ლონდონი,ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1969-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | UA,Charisma,Bronze,RCA/Active,Flicknife,GWR,EBS,Voiceprint,Cherry Red |
წევრები | დეივ ბროკი მისტერ დიბსი მაგნუს მარტინი რიჩარდ ჩედუიკი ჰეზ უიტონი |
ყოფილი წევრები | იხ.წევრების სია |
საიტი | hawkwind.com |
Hawkwindვიკისაწყობში |
Hawkwind — ინგლისურიროკ-ჯგუფი,სპეის როკის ერთ-ერთი პიონერი. მათ ტექსტებში ჭარბობს ურბანული და ფანტასტიკური თემები. ისინი აგრეთვე ცნობილები არიან, როგორცპანკ-როკის წინამორბედები[6] და ითვლებიან დამაკავშირებლადჰიპებისა დაპანკ კულტურებს შორის.[7] Hawkwind-ს აგრეთვე თვლიანპროტო-პანკის წარმომადგენლად[5].
ჯგუფი 1969 წელს ჩამოაყალიბადეივ ბროკმა. არსებობის განმავლობაში Hawkwind-მა ბევრჯერ შეიცვალა შემადგენლობა და მუსიკალური სტილი. ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრი დეივ ბროკია. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს 50-ზე მეტი მუსიკოსი იყო. Hawkwind აგრეთვე თანამშრომლობდაფენტეზისა დასამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალმაიკლ მურკოკთან.
დეივ ბროკი და მიკ სლეტერი უკრავდნენ ლონდონურ ფსიქოდელიურ ჯგუფ Famous Cure-ში. ჯონ ჰარისონის გაცნობის შემდეგ ყველას აღმოაჩნდა ინტერესიელექტრონული მუსიკისადმი და გადაწყდა, რომ ჩამოაყალიბებდნენ კოლექტივს ასეთი მიმართულების მუსიკის შესასრულებლად. ჩვიდმეტი წლის დრამერი ტერი ოლის გამოეხმაურა მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, ხოლო ნიკ ტერნერმა და მაიკლ დეივისმა, ბროკის ძველმა მეგობრებმა, შესთავაზეს ტრანსპორტის და ტექნიკის მიწოდება, თუმცა მალევე ჯგუფის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
ნოტინგ-ჰილში ყველა წმინდანის დარბაზში კონკურსზე გამოსვლისას მათ არც ჰქონდათ შერჩეული ჯგუფის სახელწოდება და გამოსვლის წინ Group X აირჩიეს. ვინაიდან არ ჰქონდათ საკუთარი მასალა, შეასრულესThe Byrds-ის„Eight Miles High“-ს 20 წუთიანი ინტერპრეტაცია[8].BBC Radio 1-ის წამყვანმაჯონ პილმა მათი გამოსვლა მოისმინა და შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, ამიტომ ორგანიზატორ დაგლას სმითს სთხოვა, ჯგუფისთვის ყურადღება მიექცია. სმითმა მათთან კონტრაქტი გააფორმა და დაეხმარაLiberty Records-ზე კონტრაქტის მოპოვებაში - ამავე პერიოდში იგი პატრონობდა ჯგუფCochise-ს.[9]
სახელწოდება Hawkwind აირჩიეს მას შემდეგ, მანამდე გამოდიოდნენ Hawkwind Zoo-ს სახით. Hawkwind-ს უწოდებდნენ ტერნერს. ეს ფსევდონიმი მომდინარეობდა მისი ჩახველების არასასიამოვნო მანერით (ინგლისურში hawking) და გაზების ხშირი გამოშვებით (wind). კიდევ ერთი ვერსიით, სახელწოდება წარმოიშვამაიკლ მურკოკის პერსონაჟ დორიან ჰოუკმუნისგან (რომანი„მუდმივი მებრძოლი“).[10] თუმცა, მურკოკი უარყოფდა ამ უკანასკნელს.
ები-როუდზე იწერებოდა კოლექტივის პირველი სიმღერები. სესიის დროს ჩაიწერა„Hurry on Sundown“ და სხვები (ისინი შეტანილია სადებიუტოHawkwind-ის რემასტერში). ამის შემდეგ სლეტერის სანაცვლოდ ჯგუფში მოვიდაჰიუ ლოიდ-ლენგტონი, რომელიც ბროკს ჯერ კიდევ მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა, როდესაც უკანასკნელი სიმებს ყიდულობდა და ქუჩაში უკრავდა.[11]
Pretty Things-ის გიტარისტი ჯგუფს შეუერთდა 1970 წლის სადებიუტოHawkwind-ის ჩასაწერად. ამან მიიქციაბრიტანეთის ანდერგრაუნდის ყურადღება. კოლექტივი მართავდა უფასო კონცერტს, საქველმოქმედო გამოსვლებს და ჩნდებოდა ფესტივალებზე. ბათის ფესტივალის ფარგლებში უფასო კონცერტის ფარგლებში მათ გაიცნეს კიდევ ერთი ჯგუფი ლენდბროუდ-გროვიდან,Pink Fairies – შემდგომში მათ შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა გადაიზარდა პროექტ Pinkwind-შიც. თუმცა, მიუხედავად წარმატებისა, ჯგუფში აქტიურად იყენებდნენ ნარკოტიკებს, რის გამოც კოლექტივი ჰარისონმა დატოვა და ჩანაცვლდა თომას კრიმბლით (1970 წლის ივლისიდან – 1971 წლის მარტამდე). კრიმბლმა დაუკრა BBC-ის რამდენიმე სესიაზე, შემდეგ კი ჯგუფი დატოვა, გლასტონბერის 1971 წლის ფესტივალის ორგანიზებისთვის, სადაც უკვე Hawkwind-ის გამოსვლას დაესწრო.[12] ჯგუფიდან აგრეთვე წავიდა ლოიდ-ლენგტონი – მიზეზად იქცა არასასიამოვნოLSD-სეანსი უაიტის ფესტივალის ფარგლებში, რასაც მოჰყვა ნერვული აშლილობა.[13]
მეორე ალბომი, 1971 წლისIn Search of Space, წინასთან შედარებით კომერციულად ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტის მე-18 პოზიციაზე. ამ დისკზე მათი სახე სეიცვალა, გრაფიკოსბარნი ბაბლზის და ანდერგრაუნდულ მწერალრობერტ კალვერტის ძალისხმევით, რაც აისახა თანდართულ ბუკლეტშიHawklog. ყოველივე შემდგომში გადამუშავდა როგორც სასცენო წარმოდგენაSpace Ritual. მწერალიმაიკლ მურკოკი და მოცეკვავესტასია ასევე მონაწილეობდნენ Hawkwind-ის პროექტებში. ჯგუფი დიკ მიკმა დატოვა და მის სანაცვლოდ მოვიდა ხმის ინჟინერიდელ დეტმარი, მაგრამ მოგვიანებით მიკი დაბრუნდა და Hawkwind-ში ორი კლავიშისტი აღმოჩნდა. ბას-გიტარისტიდეივ ანდერსონი, ჯგუფიდანAmon Düül II, ასევე შეუერთდა კოლექტივს, მაგრამ დატოვა ალბომის გამოცემამდე, სხვა წევრებთან პირადი სირთულეების გამო.[14] ანდერსონმა და ლოიდ-ლენგტონმა ხანმოკლე პერიოდით ჩამოაყალიბეს Amon Din.[15] ამასობაში ოლისიც წავიდა, არ მოსწონდა რა ჯგუფის კომერციული მიმართულებისადმი მიდრეკილება.[16]
Hawkwind-ს ახალი ენერგია შეემატა ბასისტიენ „ლემი“ კილმისტერის და დრამერსაიმონ კინგის გამოჩენით. ამ შემადგენლობით გამართული ერთ-ერთი ადრეული კონცერტი იყო რაუნდჰაუსში Greasy Truckers-ის მხარდამჭერი ღონისძიება (13 თებერვალი, 1972). კონცერტის ჩანაწერიGreasy Truckers Party ცალკე სახით გამოიცა, ხოლო ვოკალის ხელახლა ჩაწერის შემდეგ Hawkwind-მა გამოუშვა სინგლი,„Silver Machine“, რომელიც ბრიტანეთში #3 პოზიციას იკავებდა. კომერციული წარმატებით შესაძლებელი გახდა შემდეგი დისკის,Doremi Fasol Latido ჩაწერის და ტურნეს Space Ritual დაფინანსება. კონცერტებში მონაწილეობდნენ სტასია, მისს რენე, მიმი ტონი კარერა დაLiquid Len თავისი მრავალფეროვანი განათებით, საკონცერტო ჩანაწერები კი შემდგომში იქცა ალბომადSpace Ritual. წარმატების პიკზე, 1973 წელს, Hawkwind-მა გამოუშვა სინგლი„Urban Guerrilla“, რაც დაემთხვაირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმიის მიერ ლონდონში მოწყობილ ტერაქტს. ამიტომ BBC-მ უარი თქვა სიმღერის ეთერში გაშვებაზე, ხოლო ჯგუფის მენეჯმენტს ეშინოდა, რომ Hawkwind-ს დაადანაშაულებდნენ მოვლენების ფონზე კომერციული წარმატების მოპოვების მცდელობაში, ამიტომ სინგლი გაყიდვიდან ამოიღო. მიუხედავად ამისა, ჩარტში ფირფიტა უკვე #39 პოზიციას იკავებდა.[17]
დიკ მიკმა ჯგუფი 1973 წელს დატოვა, ხოლო კალვერტმა Hawkwind-თან კავშირი გაწყვიტა სოლო-პროექტებზე ყურადღების გამახვილების მიზნით. წასვლას დეტმარიც აპირებდა, ამიტომსაიმონ ჰაუსი მათ შეუერთდა სესიური კლავიშისტის და მევიოლინეს სახით, გამოდიოდა რა კონცერტებზე, ჩრდილო ამერიკულ ტურნეში და მიიღო მონაწილეობა 1974 წლისHall of the Mountain Grill ჩაწერაში. დეტმარი საბოლოოდ, ევროპული ტურნეს შემდეგ, წავიდა და კანადაში დასახლდა,ალან პაუელი კი ასრულებდა კინგის მოვალეობებს ევროპაში გამართული კონცერტების პერიოდში, თუმცა შემდგომშიც დარჩა, ამიტომ მათ უკვე ორი დრამერი ჰყავდათ.
1975 წლის დასაწყისში გამოვიდა მორიგი ალბომი,Warrior on the Edge of Time. მასზე მუშაობისას კოლექტივი მურკოკთან თანამშრომლობდა და შეიქმნა სიმღერები, ნაწილობრივ დაფუძნებული უკანასკნელის „მუდმივი მებრძოლის“ მოტივებზე. თუმცა, ჩრდილოეთ ამერიკაში მაისში გამართული ტურნეს დროს ლემის აშშ-დან კანადაში გამგზავრებისას საზღვარზე მებაჟეებმა აღმოუჩინეს ამფეტამინის გარკვეული რაოდენობა. ჩათვალეს რა, რომ ეს კოკაინი იყო, ბასისტი დააპატიმრეს და Hakwind-მა რამდენიმე კონცერტი საერთოდ გააუქმა. მობეზრდათ რა ლემის ექსცენტრიული ხასიათი, იგი გაუშვეს კოლექტივიდან[18]. მისი ადგილი დაიკავა Pink Fairies-ისპოლ რუდოლფმა.[19]
ლემი შეუერთდა Pink Fairies-ის კიდევ ერთ გიტარისტ ლარი უოლისს და ჩამოაყალიბაMotörhead, რომლის სახელწოდება მომდინარეობდაუკანასკნელი სიმღერისგან, რომელიც კილმისტერმა Hawkwind-ისთვის დაწერა.
კალვერტი მიწვეული შემსრულებლის სახით ჯგუფთან ერთად გამოჩნდა 1975 წლის რედინგის ფესტივალზე, რის შემდეგაც შეუერთდა სრულუფლებიანი წევრის და ვოკალისტის როლში. სტასიამ შეწყვიტა სცენაზე გამოსვლა და ოჯახური ცხოვრებით დაკავდა. ჯგუფმა შეცვლა ლეიბლი და გადავიდა ტონი სტრეტონ-სმითისCharisma Records-ზე. ტონის ინიციატივით, ჯგუფის მენეჯერტი გახდა ტონი ჰოვარდი.
Astounding Sounds, Amazing Music არის ამ პერიოდში ჩაწერილი პირველი ალბომი. სიმღერის„Back on the Streets“ ჩაწერამდე კოლექტივი დატოვა ტერნერმა[20], მიუღებელი სასცენო შესრულების გამო. მის გარდა კოლექტივიდან წავიდნენ პაუელიც და რუდოლფიც – უკანასკნელი ცდილობდა ჯგუფის მიმართულების შეცვლას, ბროკის და კალვერტის საკუთარი ხედვის მიუხედავად.[20]
ედრიან „ეიდ“ შოუ, Magic Muscle-ის ბასისტი და ტურნეს Space Ritual პერიოდში დამატებითი მუსიკოსი, Hawkwind-ს შეუერთდა 1977 წლისQuark, Strangeness and Charm-ის ჩასაწერად. ჯგუფს საშუალო კომერციული წარმატება ჰქონდა, მაგრამ კალვერტის ფსიქიკური პრობლემების გამო სირთულეები იქმნებოდა. Hawkwind-მა გააუქმა დაგეგმილი ევროპული ტურნე[21], ხოლო 1978 წელს ბროკმა გადაწყვიტა ჯგუფის საერთოდ დაშლა - 1978 წლის ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს დროს არსებული დაძაბულობის გამო.[22] ორ ტურნეს შორის 1978 წლის იანვარში ჩაიწერაPXR5, რომელიც მხოლოდ შემდეგ წელს გამოიცა.
1977 წლის 23 დეკემბერს ბარნსტეპლში ბროკი და კალვერტი გამოვიდნენ დევონურ ჯგუფ Ark-თან, როგორცSonic Assassins. ამ გამოსვლისთვის აგრეთვე მიიწვიეს ბასისტიჰარვი ბენბრიჯი და დრამერი მარტინ გრიფინი.სტივ სუინდელსი ღონისძიებაში კლავიშისტის სახით მონაწილეობდა. ეს პროექტი,Hawklords (რომელმაც ასეთი სახელწოდება, როგორც ვარაუდობენ, იურიდიული მიზეზებით შეარჩია, ვინაიდან Hawkwind სულ მცირე ხნის წინ დაშორდა თავის მენეჯერებს) დევონში მობილური სტუდიის დახმარებით იწერდა დისკს, რომელიც გამოიცა როგორც25 Years On. კინგი, რომელიც პროექტში დრამერის სახით მონაწილეობდა, საბოლოოდ წავიდა და დაბრუნდა ლონდონში, ხოლო ჰაუსი, რომელმაც Hawkwind-იდან დროებით წავიდა, რათადევიდ ბოუისთან დაეკრა, საბოლოოდ უკანასკნელთან სრულუფლებიანი მონაწილის სახით დარჩა, მაგრამ Hawkwind-ის სესიების დროს უკრავდა ვიოლინოზე. ბრიტანული ტურნეს დასასრულს კალვერტი, რომელსაც სურდა კინგის დაბრუნება, საბოლოოდ წავიდა Hawkwind-იდან და დაკავდა ლიტერატურით.[23] სუინდელსმაATCO-სთან კონტრაქტი გააფორმა და დაიწყო სოლო-ალბომის ჩაწერა.
1979 წლის ბოლოს Hawkwind აღდგა ბროკის, ბეინბრიჯის და კინგის, აგრეთვეჰიუ ლოიდ-ლენგტონის მონაწილეობით (რომელმაც მანამდე დაუკრა სადებიუტო ალბომზე). კოლექტივში აგრეთვე შედიოდატიმ ბლეიკი (Gong). მათ ერთად გამართეს ბრიტანული ტურნე, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ან რამე მომავალი ჩანაწერი არ ჰქონიათ. ზოგიერთი კონცერტის გაერთიანებული ჩანაწერი,Live Seventy Nine, გამოვიდაBronze Records-ზე, რასაც მოჰყვა სტუდიური ალბომიLevitation. თუმცა, უკანასკნელის ჩაწერისას კინგი კოლექტივიდან წავიდა და მისი ადგილი სესიების დროს დაიკავაჯინჯერ ბეიკერმა, რომელიც აგრეთვე შემდგომ ტურნეში მონაწილეობდა. ბლეიკი კი ჩაანაცვლა კით ჰეილმა.
1981 წელს ბეიკერმა და ჰეილმა ჯგუფი დატოვეს, ვინაიდან მათი თხოვნა, Hawkwind-იდან გაეშვათ ბეინბრიჯი, არ დაკმაყოფილდა[24], ამიტომ ბროკმა და ბეინბრიჯმა გადაწყვიტეს, სინთეზატორების და სეკვენსერების პარტიები თავად შეესრულებინათ, ხოლო დრამერის სახით მათ Hawklords-იდან გრიფინი შეუერთდა.RCA/Active-ზე გამოიცა სამი ალბომი, რომლებზეც კვლავ მურკოკი მუშაობდა როგორც ტექსტზე, ასევე ვოკალურ პარტიებზე:Sonic Attack, ელექტრონულიChurch of Hawkwind დაChoose Your Masques. ეს შემადგენლობა 1981 წელსგლასტონბერის ფესტივალის წამყვანი შემსრულებლის სახით გამოვიდა, ისევე, როგორც დონინგტონში 1982 წელს გამართულMonsters of Rock-ზე. მათ აგრეთვე დაუკრეს სტოუნჰენჯის უფასო ფესტივალის ფარგლებში, ნაბუნიობისას.
1980-იანების დასაწყისში ბროკმა სახლის პირობებში ჩაწერილ დემოებში დაიწყო დრამ-მანქანების გამოყენება და უკმაყოფილო იყო, რომ დრამერები ვერ იცავდნენ საჭირო რიტმს. ამის გამო ჯგუფში მათ ადგილზე სხვადასხვა მუსიკოსი ჩნდებოდა და მიდიოდა. თავდაპირველად გაუშვეს გრიფინი და სცადეს კინგის მიზიდვა, მაგრამ, უკმაყოფილომ თავისივე შესრულების სტილით, მან უარი განაცხადა.ენდი ანდერსონი კოლექტივს დროებით შეუერთდა, თუმცა ამავე დროსThe Cure-ში უკრავდა.New Model Army-ს წარმატებამდერობერტ ჰიტონი ასევე იყო Hawkwind-ის დრამერი.Lloyd Langton Group-ის დრამერი ჯონ კლარკი მონაწილეობდა რამდენიმე ხმისჩამწერ სესიაში, ხოლო 1983 წლის ბოლოს რიკ მარტინესი კოლექტივს შეუერთდა და დაუკრა ტურნეს Earth Ritual ფარგლებში, თებერვალში და 1984 წლის მარტში. მას მოგვიანებით კლაივ დიმერი ჩაენაცვლა.
ტერნერი 1982 წელს დაბრუნდა მიწვეული შემსრულებლის სახით, ტურნეში Choose Your Masques და მუდმივ წევრად დარჩა. შემდგომ ტურნეებში ფილ რივზი მონაწილეობდა კლავიშისტის და მევიოლინეს სახით, თუმცა არც იგი, არც ტერნერი არ უკრავენ ამ პერიოდის ერთადერთ ოფიციალურ ჩანაწერზეThe Earth Ritual Preview (განსხვავებით ლემისგან, რომელიც მიწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდა). Earth Ritual-ის ტურნე ასახულია ჯგუფის პირველ ოფიციალურ სრულმეტრაჟიან ვიდეოშიNight of the Hawk
ალან დეივი ჯგუფის უფრო ახალგაზრდა თაობის მსმენელი იყო. მან ბროკის გაუგზავნა ჩანაწერი, რომელზეც თავად უკრავდა[25] და დეივმა იგი მიიწვია ჯგუფში. რივზი გაუშვეს, ხოლო ბეინბრიჯმა გადაინაცვლა კლავიშებიან საკრავებზე და ადგილი დეივის დაუთმო. ასეთი ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოვიდა სტოუნჰენჯის მორიგ უფასო ფესტივალზე, 1984 წელს და ასახულია ვიდეოშიStonehenge 84. ბროკს და ტერნერს შორის არსებული შემდგომი პირადი და პროფესიონალური დაძაბულობების გამო უკანასკნელი 1985 წლის დასაწყისში Hawkwind-იდან წავიდა.[26] კლაივ დიმერი, რომელსაც ჯგუფისთვის „ზედმეტად პროფესიონალურად“ თვლიდნენ[27], 1985 წელს ჩაანაცვლა დენი თომპსონ უმცროსმა, ბასისტ ალან დეივის მეგობარმა. იგი ჯგუფში თითქმის ათწლეულის მიწურულამდე დარჩა.
Hawkwind-ის მურკოკთან კავშირის ქვაკუთხედად იქცა ყველაზე ამბიციური პროექტიThe Chronicle of the Black Sword, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება მაიკლის მიერ დაწერილელრიკ მელნიბოუნის რომანებს. სასცენო გამოსვლებში მის როლს განასახიერებდა ტონი კრერერი. მურკოკმა იმუშავა ტექსტებზე, თუმცა კონცერტების დროს მხოლოდ მთხრობელის სახით ჩნდებოდა. ტურნე ჩაიწერა და გამოიცა ალბომისLive Chronicles და ვიდეოსThe Chronicle of the Black Sword სახით. ეს შემადგენლობა გამოვიდა რედინგის 1986 წლის ფესტივალზე. გამოსვლას მოჰყვა 1986 წლის ბრიტანული ტურნეLive Chronicles-ის მხარდასაჭერად, რომელიც აგრეთვე გამოვიდა როგორც ვიდეოChaos. 1988 წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომიThe Xenon Codex, რომელზეც უკრავდა გაი ბიდმიდი. თუმცა, მორიგი სირთულეების გამო, Hawkwind დატოვეს ლოიდ-ლენგტონმა და თომპსონმა.
დრამერი რიჩარდ ჩედუიკი მათ შეუერთდა 1988 წელს. მანამდე იგი უკრავდა მცირე ალტერნატიულ საფესტივალო ჯგუფებში (უფრო აღსანიშნავია Bath's Smart Pils) და ხშირად ხვდებოდა ბროკს ან Hawkwind-ს. თავდაპირველად იგი უბრალოდ მიიწვიეს, რათა ჯგუფში დაეკრა, მაგრამ მოგვიანებით მან ჩაანაცვლა დრამერი მიკ კირტონი და Hawkwind-ში დღემდე რჩება.
მას შემდეგ, რაც ლოიდ-ლენგტონი ჯგუფიდან წავიდა, მევიოლინე ჰაუსი 1989 წელს დაბრუნდა კოლექტივში (მანამდე იგი მონაწილეობდა 1974–1978 წლების შემადგენლობაში). აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში Hawkwind გაემგზავრა პირველ ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეში 11 წლიანი შესვენების შემდეგ, თუმცა ჰაუსს მასში მონაწილეობა არ მიუღია. წარმატებული ტურნე იყო პირველი შემდგომ წლებში გამართულებთან ერთად და წარმოადგენდა ჯგუფის ამერიკულ ბაზარზე დაბრუნების მცდელობას.