Green Day — ამერიკული პანკ-როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა1987 წელს. მისი წევრები არიანბილი ჯო არმსტრონგი (ვოკალი,გიტარა),მაიკ დერნტი (ბას გიტარა,ვოკალი) დატრე კული (დასარტყმელი საკრავები).
Green Day-ს ალბომებმაInsomniac,Nimrod დაWarning ვერ მიაღწიეს ისეთ მასიურ წარმატებას როგორცDookie-მ, მაგრამ ორმაგი პლატინა მიიღეს, ისევე როგორც ოქროს სტატუსები. Green Day-ს 2004 წლის როკ ოპერამAmerican Idiot ჯგუფს პოპულარობა მსმენელთა ახალ თაობაში მოუტანა. ამ ალბომის 7 მილიონი ასლი გაიყიდა ამერიკაში, ხოლო 28 მილიონი - მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 2009 წელს გამოვიდა მათი ახალი ალბომი21st Century Breakdown, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი აღმოჩნდა - მსოფლიოს მასშტაბით მთლიანად გაიყიდა მისი 20 მილიონი ასლი. 2011 წელს ჯგუფმა გამოუშვა საკონცერტო ალბომიAwesome as Fuck,ტოკიოში გამართული კონცერტის ჩანაწერით. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 13 მილიონი ასლი.
ჯგუფმა დღეისათვის მთლიანობაში გაყიდა 88 მილიონი ჩანაწერი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 34 მილიონს ამერიკაში ითვლის. Green Day-ს მიენიჭა 5Grammy. ასევე Green Day-ს აქვსMTV-ს ჯილდოების რეკორდული მაჩვენებელი - მათ მოაგროვეს 54 ჯილდო, აქედან 2004 წელს აიღეს 19 ჯილდო. ჯგუფს ასევე მიენიჭა 2 პლატინის ფირფიტაAmerican Idiot-ისთვის. ჟურნალებმაKerrang!,Spin, დაRolling Stone იგი აღიარეს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ პანკ-როკ ჯგუფად. Green Day-მ გავლენა იქონია პანკ-როკ მუსიკოსთა მომდევნო თაობაზე, რომელშიც შედიოდნენBlink-182,Sum 41,Simple Plan,Good Charlotte,My Chemical Romance და სხვები.
|
|---|
| | შემსრულებლები | |
|---|
| | ადრეული შთაგონება | |
|---|
| | მუსიკალური ბრწყინვალება | |
|---|
|