Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Game Boy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Game Boy
შემქმნელიNintendo R&D1
მწარმოებელიNintendo
პროდუქტის ოჯახიGame Boy-ის ოჯახი
ტიპიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობამეოთხე თაობა
გამოშვების თარიღიიაპ21 აპრილი, 1989[1]
ჩრდ.ამ.31 ივლისი, 1989[2]
ევრ28 სექტემბერი, 1990
თავდაპირველი ფასი12,500იაპონური იენი
89.95 აშშ დოლარი[3]
შეწყდა23 მარტი,2003
გაიყიდა118.69 მილიონი,მათ შორის Game Boy (Play it Loud!), Game Boy Pocket, Game Boy Light და Game Boy Color
მედიასათამაშო კარტრიჯი
კვება4 × AA ბატარეა(ორიგინალი)
პროცესორიSharp LR35902 @ 4.19 მჰც
მონიტორიLCD 160 × 144 პიქსელები, 47 × 43მმ[4]
ყველაზე გაყიდვადი თამაში„Tetris“, 30.26 მილიონი(კომპლექტში/ცალკე)[5]
წინაGame & Watch
შემდეგიGame Boy Color[6]

Game Boyმეოთხე თაობის 8-ბიტიანი კარტრიჯულიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანიაNintendo-ს მიერ. იგი არის პირველი კონსოლიGame Boy-ის ოჯახიდან, გამოსული1989 წლის21 აპრილსიაპონიაში, იმავე წლის31 ივლისსჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო1990 წლის28 სექტემბერსევროპაში. შეიმუშავაGame & Watch-ის სერიის შემქმნელთა ჯგუფმა.[7][8]

იგი მოიხმარდა იმავე აპარატულ მახასიათებლებს, რასაცNES და Game & Watch. გააჩნდა: Sharp LR35902-ის 8-ბიტიანიცენტრალური პროცესორი,[9][10]თხევად-კრისტალური მონიტორი,კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, აგრეთვეstart დაselect).[11] ორი დინამიკი და ხმის მარეგულირებელი (ზედა მარჯვენა კუთხეში). გამოსვლის დღიდან კონსოლი იყიდებოდა, როგორც განცალკევებით, ასევე კომპლექტაციით. კომპლექტაციაში შედიოდა ერთი ან რამდენიმე თამაში, მათ შორის„Tetris“ ან„Super Mario Land“. აგრეთვე შეიქმნა რამდენიმე აქსესუარი, მათ შორის მცირე ზომის სატარებელი ჩანთა და პრინტერი.

კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 89.95 აშშ-დოლარს, ხოლო, იაპონიაში — 12,500იაპონურ იენს. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ექვსი თამაში: „Super Mario Land“,„Alleyway“,„Baseball“,„Yakuman“, „Tetris“ და„Tennis“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 1049 თამაში, რომლებიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. მოგვიანებით Virtual Console-ის სერვისის საშუალებით Game Boy-ის დაGame Boy Color-ის თამაშები გამოვიდა Nintendo-ს ახალ კონსოლებზე —Nintendo 3DS,Wii U-სა დაNintendo Switch-ზე, რომლის გადმოწერა შესაძლებელიაციფრული დისტრიბუციის პლატფორმაNintendo eShop-დან.[12]

ტექნიკურად Game Boy ჩამორჩებოდა მეოთხე თაობის ისეთ პორტატიულ სისტემებს როგორებიცააSega-სGame Gear,Atari-ისLynx დაNEC-ისTurboExpress. მიუხედავად ამისა, შექება დაიმსახურა ბატარეებისა და კონსტრუქციის გამძლეობის გამო. გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ეგზემპლარი.[13] საერთო ჯამში, Game Boy-სა და მისი მემკვიდრეGame Boy Color-ის საერთო გაყიდვები 118 მილიონს აღწევს.[14]1980-იანი წლებიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოწყობილობად.1995 წელს Nintendo-მ გამოსცა Game Boy-ის რამდენიმე ფერადკორპუსიანი ვერსია, რეკლამირებული როგორც „Play It Loud“ (იაპონიაში ცნობილიBoy Bros-ს სახელით). მომდევნო წლებში გამოვიდა კონსოლის ორი რევიზია —Game Boy Pocket (1996) დაGame Boy Light (1998; მხოლოდ იაპონიაში). Game Boy-ის წარმოება შეწყდა2003 წლის მარტში.[14]

გალერეა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. „retrodiary: 1 April – 28 April“.Retro Gamer. Bournemouth: Imagine Publishing (88): 17. აპრილი, 2011.ISSN 1742-3155.OCLC 489477015.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)
  2. White, Dave (ივლისი, 1989). „Gameboy Club“.Electronic Gaming Monthly (3): 68.შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება)
  3. Happy 20th b-day, Game Boy: here are 6 reasons why you’re #1. Ars Technica (7 სექტემბერი, 2015). დაარქივებულიაორიგინალიდან — 15 აგვისტო, 2017. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2017.
  4. Technical data. Nintendo of Europe GmbH. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 20019.
  5. ELSPA Sales Awards: Platinum. Entertainment and Leisure Software Publishers Association. დაარქივებულიაორიგინალიდან — 15 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2009.
  6. Umezu; Sugino. Interview: Transcript with Satoru Iwata. "Nintendo 3DS (Volume 3 – Nintendo 3DS Hardware Concept)". Iwata Asks (Nintendo). დაარქივებულია ორიგინალიდან 25 ივლისი, 2015-ში. http://iwataasks.nintendo.com/interviews/#/3ds/how-nintendo-3ds-made/1/0. წაკითხვის თარიღი: 20 მარტი, 2013.
  7. Beuscher, Dave. Game Boy - Overview. Allgame. დაარქივებულიაორიგინალიდან — 12 დეკემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2008.
  8. Satoru Okada talks Game & Watch, Game Boy and Nintendo DS development. Issue 163. Retro Gamer Magazine (2016). დაარქივებულიაორიგინალიდან — 1 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2017.
  9. Archived copy. დაარქივებულიაორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2018.
  10. Archived copy. დაარქივებულიაორიგინალიდან — 31 ოქტომბერი, 2018. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2018.
  11. Owner's Manual, p. 5. "(12) Operation buttons — The controls for playing games. (See game manuals for button functions.)"
  12. Reilly, Jim. GDC: TurboGrafx 16, Game Gear Hit 3DS. IGN/com. დაარქივებულიაორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2011. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2011.
  13. Kent 2001, p. 416. "According to an article inTime magazine, the one million Game Boys sent to the United States in 1989 met only half the demand for the product. That allotment sold out in a matter of weeks and its black and white (except for Konami/Factor 5 games andSeaQuest DSV), was shown in color like the Game Gear version."
  14. 14.014.1Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (26 პრილი, 2016). დაარქივებულიაორიგინალიდან — 1 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016.
    
კონსოლები
აქსესუარები
თამაშები
ემულატორები
დაკავშირებული
    
სისტემები
კონსოლი
პორტატული
ელექტრონული
არკადა
პერიფერია
დამატებები
კავშირი
კონტროლერები
ქსელი
სხვა
ტექნოლოგიები
მედია
პროცესორები
    
სახეობები
თაობები
მეოთხე
თაობა
სახლის
პორტატიული
    
Bandai
Game Park/
Holdings
Nintendo
Nokia
Sega
SNK
Sony
Tiger
VTech
სხვა
1970-იანები
1980-იანები
1990-იანები
2000-იანები
2010-იანები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Boy&oldid=4667111“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp