| GameTrailers | |
|---|---|
| საიტი | gametrailers.com |
| კომერციულობა | კი |
| საიტის ტიპი | შვილობილი |
| რეგისტრაცია | თავისუფალი |
| ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
| დამფუძნებელი | ჯეფრი რ. გროტსი ბრენდონ ჯონსი |
| მფლობელი | Defy Media |
| გაეშვა | აგვისტო, 2013; 13 წლის წინ |
| Alexa-ს რეიტინგი | |
| ამჟამინდელი სტატუსი | არააქტიური |
GameTrailers (აბრ. GT) —ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილივებსაიტი. GameTrailers -ზე თავსდებოდა ვიდეოები და ტრეილერები ვიდეო თამაშების შესახებ (პერსონალური თამაშები, კონსოლის თამაშები და მობილური თამაშები): კინემატოგრაფიული ვიდეოები, მიმოხილვები, წინასწარი მიმოხილვები, ინტერვიუები დეველოპერებთან,გეიმპლეის ვიდეოები და ა.შ. საიტის მომხმარებლებს, სრულიად უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე ჰქონდათ წვდომა საიტზე განთავსებულ ვიდეოებთან.
მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა GameTrailers-ზე აეტვირთათ ვიდეოები, შექმნათ ბლოგები და მონაწილეობა მიეღოთ საიტის ფორუმში, შექმნათ ფრაქციები (საზოგადოებები). საიტს გააჩნდა საკუთარი ვირტუალურივალუტა, (ინგლ. GameTrailers Points-GTP) რომლის გამომუშავება შეიძლებოდა საიტთან სხვადასხვა ურთიერთქმედებით. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო როგორც ვირტუალური, ასევე რეალური საქონლის ყიდვა.
2016 წლის 9 თებერვალსTwitter-სა დაFacebook-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[2]
GameTrailers დაარსებული იქნა ჯეფრი გროტსის, ბრენდონ ჯონსისა და ჯოშ სლეშერის მიერ 2003 წელს. საიტის აღმსარულებელ დირექტორად დაინიშნა ჯოშ სლეშერი. 2005 წელს საიტი შეიძინა კომპანიაMTV Networks-მა.[3]
2007 წლის 12 აგვისტოს კომპანია MTV Networks-მა მოახდინა გართობის განყოფილების რეკონსტრუქცია და საიეტები Ifilm.com და SpikeTV.com შეუერთა Spike.com-ს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა ჯონ სლეშერი, ჯეფრი გროტსი პროდუქციის განვითარები ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ბრედ ვინტეროსი GameTrailers.com-ის გენერალურ მენეჯერად. .[4]
2014 წლის ივნისში GameTrailers შესყიდული იქნა კმპანია Defy Media-ის მიერ.[5] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ძველი თანამშრომლების 2/3 დაითხოვილ იქნა სამსახურიდან.[6]
2016 წლის 9 თებერვალსTwitter-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[7].
|date=-ში (დახმარება)