| Game.com | |
|---|---|
ორიგინალი Game.com | |
| მწარმოებელი | Tiger Electronics[1] |
| ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეხუთე თაობა |
| გამოშვების თარიღი | Game.com [[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]]აგვისტო, 1997 UK1997 Game.com Pocket Pro[[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]]მაისი/ივნისი, 1999 |
| თავდაპირველი ფასი | 69.95აშშ დოლარი (ორიგინალი მოდელი) 29.99 დოლარი (Pocket Pro) |
| შეწყდა | 2000 |
| გაიყიდა | 300,000 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| კვება | 4 × AA ბატარეა ან AC ადაპტერი (ორიგინალი მოდელი) 2 x AA ბატარეა (Pocket Pro) |
| პროცესორი | Sharp SM8521 |
| კავშირი | 14,4 kbit/s მოდემი |
Game.com —მეხუთე თაობისპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანიაTiger Electronics-ის მიერ, რათა კონკურენცია გაეწიაNintendo-სGame Boy-სთვის.[2] Game.comაშშ-ში გამოვიდა1997 წლის აგვისტოში,[3] იმავე წლის ბოლოს —გაერთიანებული სამეფოში.1999 წლის შუა პერიოდში გამოიცა კონსოლის შემცირებული ვერსიაGame.com Pocket Pro.
სისტემა ვიზუალურად წააგავდაSega-სGame Gear-ს. იგი მოიხმარდაSharp-ის SM8521 8-ბიტიანიცენტრალურ პროცესორს და შავ-თეთრ სენსორულ ეკრანს.[4] ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებოდა 4 ცალი AA ბატარეა[4] ან AC ადაპტერი. ორიგინალ მოდელს ინტერნეტზე მისაერთებლად ჰქონდა 14,4 kbit/s მოდემის მხარდაჭერამრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ.[5]
Game.com პირველი კონსოლია, რომელსაც გააჩნდა სენსროული ეკრანი და ინტერნეტზე მიერთების შესაძლებლობა. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 69.95აშშ დოლარს.[6] მასში ჩაშენებული იყობანქოს თამაში „Solitaire“, ხოლო კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში: „Lights Out“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 20 თამაში,[7] რომელთა უმეტესობა შეიმუშავა Tiger Electronics-მა.[8] კარტრიჯის ფასი მერყეობდა 14-დან 30 დოლარამდე.[9]
1999 წლის ივნისში 29.99 აშშ დოლარად გამოვიდა კონსოლის შემცირებული ვერსიაGame.com Pocket Pro, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ხუთ სხვადასხვა ფერში. წინამორბედისგან განსხვავებით ესაჭიროებოდა მხოლოდ ორი ცალი AA ბატარეა, თუმცა არ გააჩნდა ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქცია.2000 წელს მისი წარმოება შეწყდა.[10] საერთო ჯამში გაიყიდა Game.com-ის 300,000-ზე ნაკლები ეგზემპლარი.
|journal=-ს (დახმარება)|accessdate= და|date=-ში (დახმარება)|accessdate= და|date=-ში (დახმარება)|date=-ში (დახმარება)|accessdate= და|date=-ში (დახმარება)|accessdate= და|date=-ში (დახმარება)|accessdate= და|date=-ში (დახმარება)
| |||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||