G.U.Y. (აკრონიმი:ინგლ. Girl Under You,ქართ. გოგონა შენს ქვემოთ) — ამერიკელ პოპ-მომღერალლედი გაგას სიმღერა მესამე სტუდიური ალბომიდანArtpop (2013). სიმღერის ავტორები და პროდიუსერები არიან თავად გაგა და DJZedd. იგი გამოიცა, როგორც ალბომის მესამე სინგლი იტალიაში, გაგას 28-ე დაბადების დღეზე2014 წლის28 მარტს, ლეიბლზე Streamline Records, ხოლოაშშ-ში გამოიცა2014 წლის8 აპრილს ,ლეიბლზეInterscope Records. სიმღერა არისელექტრონული საცეკვავო ჟანრის და შეიცავსინდუსტრიული,R&B, დაჰაუს მუსიკის ელემენტებს.
სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო სხვადასხვა შეფასება, მათ შეაქეს მელოდია და გაგას ვოკალი, მაგრამ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტში გამოყენებული სტერეოტიპები. სიმღერა გახდა კომერციულად წარუმატებელი, მან მიაღწია ჩარტების სათავეში რამდენიმე ქვეყანაში. სიმღერამბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 76-ე პოზიცია და გახდა გაგას ყველაზე წარუმატებელი სიმღერა.
გაგამ სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღოკალიფორნიის შტატის ქალაქსან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაშიHearst Castle. ადმინისტრაციის განცახდებით გაგამ ვილის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა სოლიდური თანხა, რის შემდგომაც კალიფორნიის შტატის მთავრობამ მას დართო კომერცილუი ვიდეოს გადაღების უფლება ვილის ტერიტორიაზე. ვიდეოს გადაღებები მიმდინარეობდა ექვსი დღის განმავლობაში. ვიდეოს რეჟიროი არის თავად გაგა და იგი არის 11 წუთიანი. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთადნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს იგი, გაგა ცვლის მათკლონით სახელადG.U.Y., კლონში გაერთიანებულიაიესო ქრისტეს,მაჰათმა განდის,მაიკლ ჯექსონის დაჯონ ლენონისდნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნეს გაგას სარეჟისორო ნამუშევარი. გაგამ სიმღერა რამოდნიმეჯერ შეასრულა ცოცხლად მათ შორის თავის შვიდ დღიანსარეზიდენციო შოუზეRoseland Ballroom-ში და მეოთხე მსოფლიო ტურზეArtRave: The Artpop Ball.
- "G.U.Y." – 3:52
- ციფრული რემიქსების ალბომი[2]
- "G.U.Y." (St. Lucia Remix) – 5:29
- "G.U.Y." (Rami Samir Afuni Remix) – 4:28
- "G.U.Y." (Wayne G Throwback Anthem) – 7:53
- "G.U.Y." (Lovelife Remix) – 3:15
- "G.U.Y." (KDrew Remix) – 4:45
რეგიონი | თარიღი | ფორმატი | ლეიბლი |
---|
იტალია[3] | 28 მარტი, 2014 | თანამედროვე ჰიტ რადიო | Streamline Records |
---|
აშშ[4][5] | 8 აპრილი, 2014 | თანამედროვე ჰიტ რადიო | |
---|
რიტმული რადიო |
დიდი ბრიტანეთი[6] | 12 მაისი, 2014 | თანამედროვე ჰიტ რადიო | Polydor Records |
---|
აშშ[2] | 29 აპრილი, 2014 | ციფრული რემიქსების ალბომი | |
---|
- ↑iTunes – Music – Artpop by Lady Gaga. iTunes Store (November 11, 2014). ციტირების თარიღი: April 20, 2014.
- ↑2.02.1G.U.Y. (Remixes) – EP by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: April 30, 2014.
- ↑Mompellio, Gabriel. (March 28, 2014) G.U.Y.: Lady Gaga Italian. Radio Airplay Italy. დაარქივებულიაორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2014. ციტირების თარიღი: March 28, 2014.
- ↑Top 40/M Future Releases. All Access Music Group. დაარქივებულიაორიგინალიდან — აპრილი 2, 2014. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2014.
- ↑Top 40 Rhythmic > Future Releases. All Access Ltd. დაარქივებულიაორიგინალიდან — აპრილი 4, 2014. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2014.
- ↑Forthcoming U.K. Singles. BBC Radio 1 (March 23, 2014). დაარქივებულიაორიგინალიდან — მარტი 24, 2014. ციტირების თარიღი: March 24, 2014.