![]() | ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „Enter Sandman“ მინიჭებული აქვსრჩეული სტატიის სტატუსი.Enter Sandman ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
„Enter Sandman“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სინგლი —მეტალიკა | ||||
ალბომიდანMetallica | ||||
B-მხარე | Stone Cold Crazy (Queen-ის ქავერი)/ Enter Sandman (დემო) / Holier Than Thou (დასამთავრებელი) | |||
გამოსვლის თარიღი | 29 ივლისი,1991[1] | |||
ჩაიწერა | 1990 წლისოქტომბერი –1991 წლისივნისი სტუდიაში One on One ლოს-ანჯელესი,კალიფორნია | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 5:32 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი | კირკ ჰემეტი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
პროდიუსერი | ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Enter Sandman | |
ნაწყვეტი სიმღერისა Enter Sandman მეტალიკის 1991 წლის ალბომიდანMetallica. მთლიანი სიმღერა წარმოიშვა გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილი რიფიდან. |
სიმღერის პირვანდელი ძირითადი რიფი | |
ნაწყვეტი სიმღერისა Enter Sandman პირვანდელი სახით, სანამ ლარსმა არ შესთავაზა გაემეორებინათ პირველი პარტია. |
„Enter Sandman“ —ამერიკულიმძიმე მეტალ ჯგუფმეტალიკისსიმღერა. იგი გამოვიდა, როგორც პირველისინგლი ჯგუფი მეხუთე სტუდიურიალბომიდანMetallica. სინგლისპროდიუსერიაბობ როკი,ჯეიმზ ჰეტფილდთან დალარს ულრიხთან ერთად. მუსიკის ავტორები არიანკირკ ჰემეტი, ჰეტფილდი და ულრიხი,[1] ხოლო ტექსტი ეკუთვნის ჯეიმზს, რომლის განმარტებითაც იგი ბავშვების კოშმარების შესახებაა.
სიმღერის მთავარი რიფიგიტარისტკირკ ჰემეტის დაწერილია.[2] თავდაპირველად რიფი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამლარს ულრიხს არ დაებადა იდეა, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ.[2] ულრიხმა სიმღერა დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.[2]
ჩანაწერი კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა მეტალიკის სინგლებს შორის: მიიღოოქროს სერტიფიკატი, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი მხოლოდაშშ-ში, ხოლო2009 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, იგი უკვე პლატინისაა.[3] კრიტიკოსების მიერ აღიარებული ეს სიმღერა შედის მეტალიკის1991 წლის შემდეგ გამოშვებულ ყველა საკონცერტო ალბომსა თუDVD-ში და სრულდებოდა დაჯილდოების ცერემონიებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებზე.
Enter Sandman იყო პირველი სიმღერა, რომელიცალბომისთვის დაიწერა. ინსტრუმენტულიდემო ჩაიწერა1990 წლის13 სექტემბერს.[4] ხმის ინჟინერ რენდი სტაუბის მიხედვით, დიდი ენერგია დაიხარჯა დასარტყმელი საკრავების ჩაწერაზე, რადგან სიმღერა იწერებოდა სექციებად და არა ერთიანად.[5] მისივე თქმით, პროდიუსირების ჯგუფმა დიდი დრო დახარჯა საუკეთესო ჟღერადობის მიღებაში ყოველი ოთახიდან, გამოყენებული იქნა 40-50მიკროფონი, რათა ხმა მაქსიმალურად დამსგავსებოდა საკონცერტო შესრულებას.[5] ბობ როკთანბას-გიტარასაც მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა; როგორც ჯგუფის მაშინდელი ბასისტიჯეისონ ნიუსტედი აცხადებს, მანამდე მეტალიკის მუსიკა ძალიან იყო ორიენტირებული გიტარაზე, ხოლო ბობის მოსვლის შემდეგ ბას-გიტარასაც მიენიჭა გარკვეული ადგილი.[6] ბობმა სთხოვა ჯეისონს, დაეკრა უფრო მეტად ბას-გიტარისტის და არა გიტარისტის სტილში, რათა უკეთ მორგებოდა ლარსის დრამებს.[7]
ბობმა ჯგუფისგან დაჟინებით მოითხოვა ამ სიმღერის საკონცერტო შესრულება სტუდიაში; ჯგუფის წევრები გაკვირვებულნი დარჩნენ, რადგან ასეთი რამ ჯერ არასდროს გაეკეთებინათ. ბობ როკმა უთხრა მათ: „თქვენ დიდებული საკონცერტო შემსრულებელი ჯგუფი ხართ. ეს ატმოსფერო კი გადამწყვეტია ალბომისთვის.“[7]
როგორც პირველი სინგლი, Enter Sandman-ის მიქსიც უპირველეს ყოვლისა გაკეთდა,[8] რაც ათ დღემდე გაგრძელდა, რადგან ჯგუფსა და როკს უნდა შეექმნათ ჟღერადობა მთლიანი ალბომისთვის ამ სიმღერის მიქშირებისას.[8] მიუხედავად ტექსტთან დაკავშირებული სირთულეებისა, ულრიხის განცხადებით, სიმღერა იყო საძირკველი და სახელმძღვანელო მთელი ჩაწერის პროცესში მაშინაც კი, როდესაც მას ტექსტი არ ჰქონდა.[2]
Enter Sandman-ს, ჰეტფილდის თქმით, აქვს ე.წ. „გიტარების კედელი“ — სამირიტმულიგიტარა, რომლებზეც თავად უკრავს ერთსა და იმავე რიფს ხმის კედლის შესაქმნელად.[9] სიმღერა წარმოიშვაგიტარისტკირკ ჰემეტის დაწერილი რიფიდან.[2] თავდაპირველად იგი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამდრამერმალარს ულრიხმა არ შესთავაზა ჯგუფს, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ.[2]
ალბომშიMetallica შესული გამარტივებული სიმღერები,[2] Enter Sandman-ის ჩათვლით, წარმოადგენს გადახვევას მეტალიკის ძირითადი, უფრო კომპლექსური, მუსიკალური სტილიდან, რომელიც დასტურდება წინა ოთხი ალბომით:Kill 'Em All,Ride the Lightning,Master of Puppets და...And Justice for All.[10][11] ლარს ულრიხმა სიმღერა Enter Sandman დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი სიმღერა, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.[2]
Enter Sandman მიმდინარეობს ტემპით 123 დარტყმა წუთში ხუთი წუთისა და ოცდათორმეტი წამის განმავლობაში, რაც ამ ალბომში შესული სიმღერების საშუალო სიგრძეზე ოდნავ მეტია.[12] იწყება მთავარი რიფის მსგავსი სუფთა შესავლით, რომელსაც გიტარაზე უკრავს ჯგუფი; შემდეგ შემოდის გიტარის აკორდი მი მინორში ვაუ-ვაუ ეფექტის გამოყენებით, რასაც მოსდევს მძიმედ დაკრული შესრულება ტომ-ტომ დოლებზე. ოცდამეოთხე წამზე სუფთა ჟღერადობის გიტარებს ანაცვლებს გიტარები დისტორშენით, რომლებიც ორმოცდამეთექვსმეტე წამიდან იწყებენ მთავარი რიფის შექმნას, რისთვისაც ისინი იყენებენ E/B♭ ტრიტონის ვარიაციებს.[13] პ.ჯ. ჰოუორთმავაუ-ვაუ წიგნში მთავარი რიფი დაახასიეთა როგორც „ბოროტი“.[14] შემდეგ სიმღერა ჩვეულებრივი სტრუქტურით ვითარდება: ორი ტაეპი, მისამღერის-წინა ტექსტი და მისამღერი. მისამღერისა და მისამღერის-წინა ტექსტის დროს სიმღერა მთელი ტონით მაღლა იწევსფა დიეზამდე,[14] ხოლო მეორე მისამღერის შემდეგჰემეტი იწყებს სოლოს შესრულებას მთავარი, მისამღერის-წინა და მისამღერის რიფების გამოყენებით. ჰემეტი იყენებს ვაუ-ვაუ ეფექტს და ნოტების ფართო დიაპაზონს, მათ შორისმიმინორი პენტატონური,სი მინორი,ფა დიეზი მინორი, მი მინორი და მი დორიანის რეჟიმში.[14] სოლოს ერთ-ერთი უკანასკნელი ნაწილი შთაგონებულია ჯგუფHeart-ის სიმღერიდანMagic Man, როგორც გამოყენებულია იგიIce-T-ის სიმღერაშიPersonal.[15] სოლოს დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იწყებაშესვენება, რომელიც წარმოდგენილია დასარტყმელი საკრავების სუფთა შესავლით, რასაც მოსდევს გიტარის ასევე სუფთა შესავალი, რომელსაც კირკის სოლოს უკანასკნელი ნოტის ექო ადევს ფონად. ამ ფონზე ისმის, როგორ ასწავლის ჯეიმზი ბავშვს ძილისწინა ლოცვას Now I Lay Me Down to Sleep. ამას მოსდევსიავნანის ერთ-ერთი ვერსია და მისამღერი.[16] მისამღერის შემდეგ ხმის სიმაღლე თანდათან იკლებს. ამ დროს ჯგუფი უკრავს იმავე რიფებს, რაც გამოყენებულია შესავალში, მხოლოდ შებრუნებული თანმიმდევრობით.[12]
მუსიკის შექმნის პროცესი მალე დამთავრდა,[9] მაგრამვოკალისტჯეიმზ ჰეტფილდს პრობლემები ჰქონდა ვოკალთან და ტექსტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ეს სიმღერა იყო ბოლო ალბომში, რომელზეც ტექსტი შეიქმნა,[2] ხოლო ამჟამინდელი ტექსტი პირვანდელი სახით არ არის; ჰეტფილდს სჯეროდა, რომ სიმღერას ჰქონდა თვალშისაცემი და კომერციული სახის ჟღერადობა და, კონტრასტულობისთვის, მან დაწერა ტექსტი, რომელიც ეხებოდა სრულყოფილი ოჯახის ნგრევას, დიდსა და საშინელ საიდუმლოს ოჯახში, შეიცავდა მინიშნებებს უცაბედი სიკიდილის სინდრომზე ინფარქტით.[17][18] პირველად მეტალიკის ისტორიაში ულრიხმა და პროდიუსერმა ბობ როკმა უთხრეს ჯეიმზს, რომ მისგან უკეთეს ტექსტს ელოდნენ.[17] ბობმა ჯეიმზს განუცხადა, რომ ტექსტი დიდებული იყო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. არ იყო საჭირო, პროცესების ასე სიტყვასიტყვით აღწერა, რომ მას შეეძლო ეს ყველაფერი უფრო პოეტურად ეთქვა.[7] ბობს ეჯერა, რომ „სიკვდილი არ გაიყიდებოდა“.[18] შესაბამისად, ეს პუნქტი ჯეიმზმა ხელახლა დაწერა და მივიღეთ ის ტექსტი, რომელიც ახლა აქვს სიმღერას.[7] ახლანდელი ტექსტი კი ეთმობა კოშმარებს,[19][20] მათ ბუნებას და ბავშვის სიზმრების სამყაროში გადასვლის შიშს, სადაც მას მუდმივად უთვალთვალებს მოხუცი კაცი,„ქვიშის კაცი“.[18][21]
ჟურნალროლინგ სტოუნის ჟურნალისტრობერტ პალმერის შეფასებით,[22] Enter Sandman, შესაძლოა, პირველი იავნანა იყოს მეტალის ჟღერადობით, რომელიც ჯეიმზის ხმით ურჩევს ბავშვს:
![]() „Hush little baby don't say a word, and never mind that noise you heard. It's just the beasts under your bed, in your closet, in your head.“ | ![]() „მშვიდად, პატარავ, არ თქვა სიტყვა და ყურადღებას ნუ მიაქცევ ხმაურს, რომელიც გესმის. ეს უბრალოდ მხეცები არიან შენს საწოლქვეშ, შენს კარადაში, შენს თავში.“ |
სიმღერის სათაურში მოხსენიებული „ქვიშის კაცი“ (Sandman) პერსონაჟიადასავლეთისფოლკლორიდან, რომელიც ღამით ბავშვებთან მოდის და მაგიურ ქვიშას აბნევს მათ თვალებზე, რათა კარგისიზმრები ნახონ.[23][24][25]
თავდაპირველად სიმღერას Holier Than Thou უნდა გაეხსნა ალბომიMetallica და პირველი სინგლიც სწორედ ის უნდა ყოფილიყო;[2]დოკუმენტური ფილმისA Year and a Half in the Life of Metallica მიხედვით, პროდიუსერმა ბობ როკმა უთხრა ლარს ულრიხსა და ჯეიმზ ჰეტფილდს, რომ ალბომი შეიცავდა ხუთ ან ექვს სიმღერას, რომლებიც კლასიკად უნდა ქცეულიყვნენ არა მარტო ფანებს შორის, არამედ რადიოშიც, და რომ პირველი სიმღერა, რომელიც უნდა გამოსულიყო, იყო Holier Than Thou.[26] ბობ როკის მიხედვით, ულრიხი იყო ერთადერთი წევრი რომელიც ჯერ კიდევ ჩაწერამდე მიხვდა, რომ Enter Sandman იყო იდეალური სიმღერა პირველი სინგლისთვის.[8] ულრიხმა თქვა, რომ მას ჰქონდა დიდი არგუმენტი და მას შემდეგ, რაც გაუზიარა თავისი შეხედულებები და მოსაზრებები ჯგუფის დანარჩენ წევრებს,[2] Enter Sandman გახდა პირველი ტრეკი და პირველი სინგლი ალბომიდან.[27][28]
სინგლი გამოვიდა1991 წლის 29 ივლისს, ორი კვირით ადრე„შავი ალბომის“ გამოსვლამდე.[27] ალბომმა პირველი ადგილი დაიკავაბილბორდ 200-ში და გაიყიდა 22 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მსოფლიოს მასშტაბით,[27][29] რამაც Enter Sandman-ს საშუალება მისცა, გამხდარიყო „ცნობილი აუდიო კერპი პოპ-კულტურის მრავალ კუთხეში“.[19] 1991 წლის 30 სექტემბერს იგი იქცა მეტალიკის მეორე სინგლად, რომელმაც ოქროს სტატუსი მიიღო აშშ-ში, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი.[3] 1992 წელს სიმღერა ნომინირებული იყოგრემის დაჯილდოებაზე კატეგორიაშისაუკეთესო როკ სიმღერა, თუმცა, საბოლოოდ, დათმო ეს ჯილდოსტინგის სიმღერასთანThe Soul Cages.[30][31] მიღებული აქვს ნომინაციებიჯუნოს დაჯილდოებაზე კატეგორიებშიუცხოელი შემსრულებლის საუკეთესოდ გაყიდვადი სინგლი დაწლის პროდიუსერი.[32][33]
სიმღერა კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ. სტივ ჰიუიმAllmusic-იდან„შავი ალბომის“ მიმოხილვაში Enter Sandman დაახასიათა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა ალბომიდან, „დამანგრეველი, შიშველი ღარების მჭრელი“.[11] რობერტ პალმერმაროლინგ სტოუნიდან აღნიშნა, რომ სიმღერა „ზღაპარს მოგვითხრობს (...) დეტალურად და დინამიურად“ და მისი გავლენა იგრძნობა ალბომის სტრუქტურასა და ინდივიდუალურ სიმღერებზე.[22] სიდ სმითმაBBC-დან სიმღერას „ფსიქო-დრამატული“ უწოდა და დაამატა, რომ „მოკლე მოტივები იმას აღნიშნავს, რომ რაღაცები იცვლება“ მეტალიკის ახალი ალბომით.[34] სიმღერა მიჩნეულია მეტალიკის სახელწერო სიმღერად.
Enter Sandman შესულია რადიოსადგურTriple J-ის 2009 წელს შედგენილ სიაშიყველა დროის 100 საუკეთესო სიმღერა 31-ე პოზიციაზე,ჯიმი ჰენდრიქსისAll Along the Watchtower-სა (30-ე) დაNew Order-ისBlue Monday-ის (32-ე) შორის.[35] ჟურნალმაროლინგ სტოუნმა მოათავსა იგი 399-ე ადგილზე სიაშიყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა,[36] ხოლოVH1-მა — 22-ე ადგილზე სიაშიყველა დროის 40 უდიდესი სიმღერა, მე-18 ადგილზე90-იანების ას საუკეთესო სიმღერას შორის და 88-ეზე მათი 2003 წლის სიაში100 საუკეთესო სიმღერა უკანასკნელი 25 წლიდან.[37][38][39][40] ჟურნალმაQ მიანიჭა სიმღერას 81-ე ადგილი სიაში100 სიმღერა, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და 55-ე სიაშიყველა დროის 1001 საუკეთესო სიმღერა.[40][41][42]Total Guitar ჟურნალის მკითხველებმა სიმღერის რიფი შეარჩიეს ყველა დროის მეხუთე საუკეთესო რიფად,[43] ხოლო ჟურნალმაKerrang! მოათავსა იგი მეოთხე ადგილზე სიაშიყველა დროის ასი საუკეთესო სინგლი.[40]როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა კი შეიტანა იგი სიაში500 სიმღერა, რომლებმაც როკი გაამდიდრეს.[40]2009 წელს სიმღერა დასახელდა ყველა დროის მე-5 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერადVH1-ის მიერ.[44]
სინგლის გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა წყაროებში გაჩნდა მოსაზრებები, რომ მეტალიკამ მთავარი რიფი მოპარალოს-ანჯელესურკროსოვერ თრეშ მეტალ-ჯგუფსExcel, კერძოდ კი სიმღერიდან Tapping Into The Emotional Void, რომელიც შესულია Excel-ის1989 წლის ალბომშიThe Joke's On You. 2003 წელს გავრცელდა ხმები, რომ Excel-ის წევრები განიხილავენ სარჩელის შეტანის პირობებს მეტალიკის წინააღმდეგ მათი სიმღერების მსგავსების გამო.[45]
Enter Sandman იყო პირველიმუსიკალური ვიდეო„შავი ალბომიდან“, ხოლო მეტალიკისთვის — მეორე (პირველი იყოOne). პირველი იყო ასევე მეტალიკის იმ ექვსი მუსიკალური ვიდეოდან, რომელთა რეჟისორიცუეინ იშემია.[46] ჩაიწერა1991 წლის3 ივლისსლოს-ანჯელესში, მისი პრემიერა გაიმართა ამავე წლის 30 ივლისს, ორი კვირით ადრე ალბომის გამოსვლიდან.[27][47] მუსიკალური ვიდეოს სიუჟეტი პირდაპირაა დაკავშირებული მუსიკის თემასთან, რომელიც მოიცავს კადრებს ბავშვის კოშმარებიდან და ქვიშის (მოხუცი) კაცის ფრაგმენტებს ჯგუფის მიერ სიმღერის შესრულების კადრების ფონზე.[48] ბავშვს ესიზმრება, რომ ის იხრჩობა, ეცემა შენობის სახურავიდან, გველების გარემოცვაშია, სატვირთო მისდევს და საბოლოოდ ამ გაქცევაში მთის მწვერვალიდან ვარდება. სიმღერის გარკვეულ ნაწილში ჩანს ბავშვი, რომელიც ლოცულობს და მას მოხუცი (ქვიშის) კაცი უთვალთვალებს. მთელი ვიდეოს განმავლობაში კადრები განუწყვეტლივ ციმციმით ენაცვლებიან ერთმანეთს. Enter Sandman-მა გაიმარჯვაMTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე კატეგორიაშისაუკეთესო მეტალ ვიდეო; მიღებული აქვს ნომინაციები ამავე დაჯილდოებაზე კატეგორიებშივიდეოს საუკეთესო რეჟისურა დასაუკეთესო კინემატოგრაფია.[30] ენდრიუ ბლეიკიმ PopMatters-იდან განაცხადა ვიდეოს შესახებ, რომ „სიუჟეტი იდეალურად ერგება სქელ რიფებსა და ჯეიმზის ჩახლართულ იავნანისებურ ლირიკას“.[48]
გამოსვლის შემდეგ Enter Sandman შედის მეტალიკის თითქმის ყველა საკონცერტო ალბომსა თუDVD-ში და სრულდებოდა დაჯილდოების ცერემონიებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებზე,1991 წლისMTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე,[49]1992 წლისგრემის დაჯილდოებაზე,[30]ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტზე,[50] დაLive Earth-ზე.[51] ამ უკანასკნელისგაერთიანებულ სამეფოში ტრანსლაციის შემდეგBBC-მ მიიღო 413 საჩივარი და ბოდიში მოუხადა მეტალიკის ფანებს მეტალიკის სიმღერების ამოჭრის გამო Enter Sandman-მდე.[52][53]
1997 წელსფორტ-უერთში ჩატარებულ დახურულ შოუზე მეტალიკამ სიმღერის დასასრულისკენ მოაწყო „უბედური შემთხვევა“ სცენაზე. განათების კოშკურაზე შეიქმნა „პრობლემები“, როდესაც მასზე დაკიდულმა კაცმა დაიწყო აქეთ-იქით ქანაობა, რასაც საბოლოოდ კოშკურის ჩამოვარდნა მოჰყვა. გამტარებმა, რომლებზეც ეს კაცი ეკიდა, ნაპერწკლების ყრა დაიწყეს, ხოლო სცენაზე, პიროტექნიკის ეფექტების გამოყენებით, მოხდა აფეთქებები, რის შედეგადაც ერთ-ერთ ტექნიკოსს „ცეცხლი წაეკიდა“ და სცენაზე სირბილი დაიწყო.[54][55] ასეთი სცენების ხილვა შესაძლებელია ვიდეო ალბომშიCunning Stunts,[56] რაც ქართულად ნიშნავს „ეშმაკურ ხრიკებს“. სწორედ ასეთი ხრიკი იყო Enter Sandman-ის შესრულებისას მოწყობილი „უბედური შემთხვევა“, რომელიც იმდენად რეალურად ჩანდა, რომ მაყურებელი საგონებელში ჩააგდო, ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა თუ შოუს ნაწილი იყო.[57][58]
1999 წლის 21 და 22 აპრილს ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში მეტალიკამ დაუკრასან-ფრანცისკოს სომფონიურ ორკესტრთან ერთადდირიჟორმაიკლ კემენის ხელმძღვანელობით. პირველად ისტორიაში, მეტალიკას არ სურდა ამ სიმღერის შეტანა საკონცერტო პროგრამაში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ორკესტრი მას არ მოუხდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეიტანეს მისი პოპულარულობის გამო.[18] შედეგად მივიღეთ ალბომიS&M,CD დაDVD ვერსია. აღსანიშნავია, რომ ამ ალბომში შესული ვერსია ხანგრძლივია ორიგინალზე და შეადგენს 7:39 წუთს.[59] ეს ხანგრძლივობა მიღწეულია, ძირითადად, მეოთხე წუთის შემდეგ ჩამატებული თითქმის ერთწუთიანიშესვენებისა და ბოლოში ჩამატებული მისამღერის ხარჯზე, რასაც მოსდევს დრამისა და გიტარის სოლო. რეალურად, სიმღერა მთავრდება 6:52 წუთზე (იწყება 00:05 წუთზე), ხოლო შემდგომ ჯეიმზის მიმართვაა აუდიტორიისადმი, რომელიც ასევე ამ სიმღერაშია შეტანილი. ეს მიმართვა არ გრძელდება 7 წამზე მეტ ხანს, შემდეგი 40 წამი აუდიტორიის ოვაციები ისმის. რაც შეეხება შეფასებებს, არაერთგვაროვანი იყო: ორკესტრი ამ სიმღერას თავის სიმძიმეს ართმევს, რითაც ორიგინალია ძლიერი, თუმცა საერთო თვალთახედვით, ცუდი არ არის; სიმღერის ეს ვერსია ახალ სიმაღლეზე ადის; ორკესტრმა საცოდავი გახადა ამ სიმღერის ჟღერადობა;[60] ეს სიმღერა ფანტასტიურად ერგება ორკესტრს და ოსტატობის შედევრია;[59] უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.[61] ამგვარი იყო მთლიანად ალბომის შეფასებაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ჩარტების სათავეებში გამოსვლისთანავე მოექცა.[62]
2004 წლის 6 ივნისს მეტალიკამ შეასრულა სიმღერაინგლისშიდრამერჯოი ჯორდისონთან ერთადSlipknot-იდან, რომელმაც შეცვალალარს ულრიხი მისი ავადმყოფობის გამო.[63]
ერთ-ერთი უკანასკნელი საკონცერტო შესრულება შედგა 2011 წლის 14 სექტემბერსნიუ-იორკის იანკების სტადიონზე,ბრონქსი,ნიუ-იორკი,აშშ,[64] რასაც ჯეიმზმა საგანგებო ვიდეო წაუმძღვარა იანკების საიტზე.[65]
Enter Sandman-ის ქავერების მრავალრიცხოვან შემსრულებლებს შორის არიანSum 41,მოუტერჰედი,აპოკალიპტიკა,რიჩარდ ჩიზი,The Mighty Mighty Bosstones,Twink,Dub Spencer & Trance Hill,Reel Big Fish,Tropikal Forever,Die Krupps,Björn Again,Pat Boone და სხვები.[66] მოუტერჰედის ქავერი ნომინირებული იქნა გრემის დაჯილდოებაზე კატეგორიაში საუკეთესო მეტალ შესრულება2000 წელს, თუმცა დათმო ჯილდობლექ საბათის სიმღერასთანIron Man.[67][68]
სიმღერის ქავერი შესულია ასევე ალბომშიMetallic Assault: A Tribute to Metallica, სადაცბას-გიტარაზე უკრავს მეტალიკის ამჟამინდელი ბასისტირობერტ ტრუჰილო, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე მეტალიკის წევრი გახდებოდა.
Enter Sandman-ის მრავალრიცხოვანი ქავერებიდან შესაძლოა გამოვარჩიოთფინურიროკ ჯგუფაპოკალიპტიკის ქავერი, რომელიც შესულია მათივე სადებიუტოალბომშიPlays Metallica by Four Cellos. შეიცავსმეტალიკის კიდევ შვიდი სიმღერის ინსტრუმენტულ ქავერს შესრულებულს ხემიან საკრავებზე.[69]
ქანთრის შემსრულებელი მომღერალილუკ ბრაიანი ხშირად ასრულებს Enter Sandman-ის შესავალსა და პირველ მისამღერს მისი სიმღერის All My Friends Say შესრულებამდე.[70][71]
ქვეყანა | სერტიფიცირება |
---|---|
აშშ | პლატინა[89] |
|date=
-ში (დახმარება)