Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

Dr. Dre

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dr. Dre
დაბადების სახელიანდრე რომელ იანგი[1]
დაბადების თარიღი18 თებერვალი,1965 (1965-02-18) (60 წლის)[2]
კომპტონი,კალიფორნია,აშშ
საქმიანობარეპერი,DJ ,პროდიუსერი,მსახიობი
აქტიური1984 - დღემდე
მეუღლე(ები)ნიკოლ იანგი (1996-დღემდე)
ლეიბლ(ებ)იKru-Cut Records
(1984-1986)
Ruthless Records
(1986-1991)
Priority Records
(1988-1991)
Death Row Records
(1991-1996)
Interscope Records
(1992-present)
Aftermath Entertainment
(1996-დღემდე)
ასოციაციებიN.W.A,World Class Wreckin' Cru,The D.O.C,2Pac,50 Cent,Above the Law,ემინემი,Game,ჰაჯი სპრინგერი,კენდრიკ ლამარი,ნეიტ დოგი,სნუპ დოგი,Tha Dogg Pound,Xzibit
ჟანრ(ებ)იჰიპ-ჰოპი
საიტიdrdre.com

ანდრე რომელ იანგი (Andre Romell Young, დ.1965 წლის18 თებერვალს), უფრო მეტად ცნობილი როგორცDr. Dreამერიკელირეპერი,პროდიუსერი დამსახიობი. იგი აგრეთვე არის კომპანიებისAftermath Entertainment დაBeats Electronics დამაარსებელი. წინა წლებში იგი იყო ლეიბლისDeath Row Records თანამფლობელი.

Dr. Dre ცნობილია, როგორც ბევრი რეპერის ალბომის პროდიუსერი, მათ შორის -სნუპ დოგის,ემინემის,50 Cent-ის დაGame-ის. იგი ითვლებადასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის ქვეჟანრის,ჯი-ფანკის მთავარ პოპულარიზატორად. 2011 წელს იგი ჟურნალForbes-ის მიერ ამერიკული ჰიპ-ჰოპ სცენის რიგით მესამე ყველაზე მდიდარ პიროვნებად დასახელდა, დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ქონებით.[3]

Dre-ს კარიერა დაიწყო ჯგუფშიWorld Class Wreckin' Cru. მოგვიანებით მან ჩამოაყალიბაგანგსტა-რეპN.W.A, რომელშიც შედიოდნენEazy-E,Ice Cube,MC Ren დაDJ Yella. ამ ჯგუფმა პოპულარობა მოუტანა რეპში გულწრფელ ტექსტებს, რომლებიც ქუჩურ ცხოვრებას მიმოიხილავდნენ. 1992 წლის სადებიუტო სოლო-ალბომმაThe Chronic, გამოცემულმა ლეიბლზე Death Row Records, რეპერი აქცია 1993 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ამერიკელ შემსრულებლად და მოუტანაგრემის ჯილდო სინგლისათვის„Let Me Ride“. ამავე წელს მან პროდიუსერობა გაუწიასნუპ დოგის, შემდგომში ოთხმაგი პლატინის სტატუსის მატარებელ ალბომსDoggystyle.

1996 წელს მან დატოვა Death Row და დააარსა საკუთარი ლეიბლი, Aftermath Entertainment. ამ ლეიბლზე მან 1996 წელს გამოსცა კრებულიDr. Dre Presents the Aftermath ხოლო 1999 წელს - სოლო-ალბომი2001, რომელმაც მას მოუტანა გრემის ჯილდო პროდიუსერის კატეგორიაში.2000-იან წლებში მან ყურადღება გადაიტანა სხვა შემსრულებლებზე და დრო და დრო ამა თუ იმ სიმღერაში ვოკალურ ნაწილებს ასრულებდა. 1998 და 2003 წლებში მან თავის ლეიბლთან სათანამშრომლოდემინემი და50 Cent გააფორმა და მათ ალბომების პროდიუსერობას უწევდა. მას აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში„გამოწვევა“,„სამრეცხაო“ და„მომზადების დღე“.

დისკოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: Dr. Dre-ს დისკოგრაფია და Dr. Dre-ს პროდიუსერული დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Ro 2007, p. 1
  2. „Monitor“.Entertainment Weekly (1247). Feb 22, 2013. p. 32.
  3. 3. Andre "Dr. Dre" Young ($250 million). Forbes Magazine. დაარქივებულიაორიგინალიდან — აპრილი 26, 2013. ციტირების თარიღი: May 4, 2012.
    
სტუდიური ალბომები
კომპილაციები
სინგლები
ერთობლივი
სინგლები
სხვა სიმღერები
სხვა სტატიები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dr._Dre&oldid=4669644“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp