„Disposable Heroes“ | |
---|---|
სიმღერა —მეტალიკა | |
ალბომიდანMaster of Puppets | |
გამოსვლის თარიღი | 3 მარტი,1986 |
ჩაიწერა | 1 სექტემბერი–27 დეკემბერი,1985, სტუდია Sweet Silence Studios,კოპენჰაგენი,დანია |
ჟანრი | თრეშ მეტალი |
ხანგრძლივობა | 8:14 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra,Vertigo,Music for Nations |
ავტორ(ებ)ი | ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი |
პროდიუსერი | მეტალიკა,ფლემინგ რასმუსენი |
აუდიომაგალითი | |
„Disposable Heroes“ —ამერიკულიმძიმე მეტალ ჯგუფმეტალიკისსიმღერა და მეხუთე სიმღერა მათი მესამე სტუდიურიალბომიდანMaster of Puppets.
სიმღერით Disposable Heroes მეტალიკამ გააგრძელა ყოველ ალბომშიომის თემაზე სიმღერის ქონის ტრადიცია. წინა ალბომებში ასეთი სიმღერები იყოNo Remorse ალბომიდანKill 'Em All დაFor Whom the Bell Tolls ალბომიდანRide the Lightning. ეს ტრადიცია თავის გაგრძელებას შემდეგ ალბომშიც -...And Justice for All იპოვის სიმღერაშიOne.
ტექსტი ასახავს ჯარისკაცის ფიქრებს, ქმედებებსა და ემოციებს საბრძოლო ფრონტზე და ნამღერია პირველ პირში, გარდა მისამღერისა, რომელიც ასახავს ჯარისკაცის ხელმძღვანელი ოფიცრების სიტყვებს და ნამღერია მეორე პირში. ჯარისკაცი მოკლედ აღწერს ომის არაადამიანურ პირობებს, მის გარშემო მყოფთა სიკვდილსა და უმწეობის გრძნობას, რომელიც მას ეუფლება საკუთარი ცხოვრების უაზრობის გაცნობიერებისას, ასევე იმ სიგიჟის საკითხებს, რომელშიც ამჟამად იმყოფება იგი. მისამღერისას გავიგონებთ დამამცირებელ და შეურაცმყოფელ სიტყვებს წარმოთქმულს სამხედრო ხელმძღაველისაგან, რომელიც აღიქმება როგორც „თოჯინების მბრძანებელი“ („puppet master“): „თქვენ გააკეთებთ იმას, რასაც მე გეტყვით / როცა მე ვიტყვი, „დაბრუნდით ფრონტზე!“ დასასრულისთვის ჯარისკაცი ნებდება, უემოციოდ დაემორჩილოს საკუთარ ბედს და სწრაფად მომავალ სიკვდილს.
სიმღერა შესამჩნევია თავისი უკიდურესად სწრაფიტემპით და აგრესიული, ტყვიამფრქვევისებური რიფებით, ხოლო მისი სიგრძე რვა წუთზე მეტია, რაც ომის ხანგრძლივობის წარმოჩენას ემსახურება. სიმღერა იწყება აგრესიულად, გაფართოებული ინსტრუმენტული სექციით, სადაცჯეიმზ ჰეტფილდი დაკლიფ ბარტონი უნაცვლებენ ერთმანეთს რამდენიმე რთულ და სწრაფ რიფს, რასაც ერთვისკირკ ჰემეტის საკმაოდ ღირსეული აკორდები დალარს ულრიხის შესაბამისი დაკვრადრამებზე. ამ შესავლის შემდეგ ჰეტფილდი იწყებს სიმღერას აღნიშნული ტყვიამფრქვევისებური რიფების ფონზე.
მალე სიმღერა შედის შუა სექციაში, რომელიც შედარებით ნაკლებ სწრაფი, მაგრამ მაინც მძიმე რიფებით ხასიათდება. ეს მცირე შესვენება ველური ბრძოლისგან ჯარისკაცს საშუალებას აძლევს თვითდაკვირვებულად შეხედოს ყველაფერს და გაანალიზოს. იგი სვამსრიტორიკულ შეკითხვას: „რატომ ვკვდები?“ შემდეგ ჰემეტი იწყებს ხანგრძლივ სოლოს, ჯარისკაცის გრძნობებისა და ბრძოლის შესაფერისს, რომელსაც ცოტა ხანში ჰეტფილდიც უერთდება მეტი ჰარმონიულობისათვის. სოლოს შემდეგ ჯარისკაცი მიდის დასკვნამდე: „მე დავიბადე სიკვდილისთვის.“, მაგრამ უკვე გვიანია, სიმღერა შეუბრალებლად უბრუნდება კვლავ სწრაფ რიფებსა და ბრძოლის ველს. ბოლო ტაეპისა და ამ რიფების რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ სიმღერა თითქოს მთავრდება, მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ სწრაფი რიფი იკვრება საბოლოოდ, რაც ომის განმეორებადობის შესაძლებლობაზე უნდა მიუთითებდეს.
სიმღერის Disposable Heroes პირველიდემო ჩაიწერა შუა1985 წელს,[1], რამდენიმე თვით ადრე ალბომის გამოსვლამდე. ეს ადრეული ჩანაწერი დიდად არ განსხვავდება საბოლოო ვარიანტისგან, მხოლოდ ერთი წუთით უფრო გრძელია, კიდევ ერთი სწრაფი რიფის წარმოსაჩენად, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა და აისახა სიმღერაში Damage, Inc..
სიმღერის ცოცხალი პრემიერა გაიმართა1985 წლის14 სექტემბერს სანქტ-გოარაუზენში,გერმანია, დაახლოებით ნახევა წლით ადრე ალბომის გამოსვლამდე.[2]. დღეისათვის იგი იკვრება იშვიათად, ისე ხშირად არა, როგორც მეტალიკის სხვა უფრო ცნობილი სიმღერები. გავრცელებული რწმენით, სიმღერა კლიფ ბარტონთან ერთად ცოცხლად მხოლოდ ორჯერ შესრულდა: 1985 წლის 14 სექტემბერსა და იმავე წლის 31 დეკემბერს. სიმღერა ორჯერ შესრულდა აკუსტიკურად:2007 წლის 27 და 28 ოქტომბერს. ტექსტი უცვლელია, ხოლო მუსიკა - მნიშვნელოვნად შეცვლილი.[3] სიმღერის ერთ-ერთი უკანასკნელი საკონცერტო ვერსია შესულია2009 წლის ივნისში ჩაწერილ საკონცერტო ალბომშიOrgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México.
სიმღერის ქავერ და ტრიბუტ ვერსიები შეასრულეს ქვემოთ ჩამოთვლილმა შემსრულებლებმა: