Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

DJ Shadow

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
DJ Shadow

DJ Shadow, 2010
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელიჯოშუა პოლ დეივისი
აგრეთვე ცნობილი როგორცDJ Shadow
დაბ. თარიღი29 ივნისი,1972 (1972-06-29) (53 წლის)
დაბ. ადგილიHayward ან სან-ხოსე
წარმოშობასან-ხოსე,აშშ
ჟანრ(ებ)იჰიპ-ჰოპი,ტარნტეიბლიზმი,ტრიპ-ჰოპი,ელექტრონული მუსიკა
საქმიანობაპროდიუსერი,დისკ-ჟოკეი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)იტარნტეიბლი,სინთეზატორი,სემპლერი
აქტიური1989 - დღემდე
ლეიბლ(ებ)იMo'Wax, Quannum Projects, Solesides,MCA,Universal,Verve, Liquid Amber
საიტიdjshadow.com
DJ Shadowვიკისაწყობში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ჯოშუა პოლ დეივისი (ინგლ. Joshua Paul "Josh" Davis; უფრო ცნობილი, როგორცDJ Shadow დ.29 ივნისი,1972)[1][2] — ამერიკელიპროდიუსერი დაDJ. ის ცნობილია, როგორც ინსტრუმენტალურიჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი მუსიკოსი, რომელმაც გამოუშვა მთლიანად სემპლირებული ალბომი (Endtroducing….., 1996).[3]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

DJ Shadow-მ მუსიკალური კარიერა დაიწყო როგორცდისკ-ჟოკეიმ კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსის რადიო სადგურზე KDVS.[4][5] ამ პერიოდის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შექმნაში, რომელიც იმ დროს დაკავშირებული იყო ლონდონის ჩამწერ ლეიბლMo' Wax-სთან. მის ადრეულ სინგლებში, „In/Flux“ და „Lost and Found (S.F.L.)“, გაერთიანებული იყოფანკის,როკის,ჰიპ-ჰოპის,ემბიენტის,ჯაზის დასოულის ელემენტები. ენდი პემბერტონმა,Mixmag-ის მუსიკალურმა რედაქტორმა, 1994 წლის ივნისში პირველად გამოიყენა ტერმინი„ტრიპ-ჰოპი“, რათა დაეხასიათებინა Shadow-ს სინგლი „In/Flux“ და მსგავსი ტრეკები, რომლებსაც იმ დროს ატრიალებდნენ ლონდონის კლუბებში.[6] მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო მუსიკის კლასიფიცირება, მისი წვლილი უდავოდ მნიშვნელოვანია ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისთვის. მან აღნიშნა, რომ Kurtis Mantronik, Steinski და Prince Paul იყვნენ სემპლირებული მუსიკის შთაგონებები.

Endtroducing.....

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

Shadow's პირველი სრულფორმატიანი ნამუშევარი,Endtroducing....., გამოვიდა 1996 წლის ბოლოს. 2001 წელსEndtroducing..... შევიდაგინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც „პირველი მთლიანად სემპლირებული ალბომი“.[7] 2006 წლის ნოემბერში ჟურნალTime-მა შეიყვანა ის სიაში „ყველა დროის“ 100 საუკეთესო ალბომი.[8] 2014-ის ნოემბერში ავტომწარმოებელმაChevrolet გამოიყენა სემპლი DJ Shadow-ს სიმღერიდან „Building Steam With a Grain of Salt“ თავის სარეკლამო რგოლში.[9]

Preemptive Strike

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1998 წელს Shadow-მ გამოუშვაPreemptive Strike, ადრეული სინგლებისკომპილაციური ალბომი. ასევე ის იყო პროდიუსერიUnkle-ის სადებიუტო ალბომPsyence Fiction-ის, რომელიც გამოვიდა მოგვიანებით იმავე წელს და რომლის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მუსიკოსები:ტომ იორკი (Radiohead),რიჩარდ ეშკროფტი (The Verve),Mike D (Beastie Boys),Kool G. Rap, დაჯეისონ ნიუსტედი (Metallica).

2002 წლის ივნისში გამოვიდა მეორე ალბომიThe Private Press და მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე„Six Days“, რომლის რეჟისორი იყოვონგ კარ-ვაი.

The Outsider

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ალბომიThe Outsider გამოვიდა 2006 წლის 18 სექტემბერს. ასევე გამოიცა სპეციალური CD ბოქს-სეტი, რომელშიც შედიოდაThe Outsider, ალბომი CD-ზე და DVD Tour Visuals.The Outsider-მა, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა რამდენიმე შემსრულებელი ადგილობრივი,სან-ფრანცისკოს,hyphy ჰიპ-ჰოპ მოძრაობიდან, არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. კრიტიკაზე პასუხის გასაცემად, DJ/პროდიუსერმა საკუთარ ბლოგში ახსნა, რომ ერთფეროვნება თავიდანვე არ შედიოდა მის გეგმებში და მისთვის აუცილებელი იყო ჟღერადობის, სტილის შეცვლა.[10][11] DJ Shadow ასევე თანამშრომლობდა DJCut Chemist-თან. ერთად მათ შექმნეს სამი პოპულარული მიქსტეიპი:Brainfreeze,Product Placement და, ახლახან,The Hard Sell, რომლებმაც მოაქციეს ჯაზი, ფანკი და სოული ერთი კონცეფციის ჩარჩოში. ასევე ის თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა არტისტთან: Blackalicious,Zack de la Rocha, Keak Da Sneak,Mos Def, David Banner და Dr. Octagon. 2006 წელს მან ხელი მოაწერა შეთანხმებასUniversal Records-თან. DJ Shadow-მ და Cut Chemist-მა 2008-ში ჩაატარეს ტურნე მიქსტეიპThe Hard Sell-ის მხარდასაჭერად.

The Less You Know, the Better

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 4 ოქტომბერს გამოვიდა მეოთხე სტუდიური ალბომიThe Less You Know, the Better, ლეიბლზეVerve Records. ისევე როგორც Shadow-ს წინა ნამუშევრები, ალბომი შეიცავს უამრავ სხვადასხვა დროის და ჟანრის სიმღერის სემპლს.

დისკოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: DJ Shadow-ს დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Discogs Profile
  2. Family Tree LegendsJoshua P. Davis
  3. DJ Shadow: Endtroducing…. Sleevage (2007-06-26). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  4. DJ Shadow Bio, Music, News & Shows. DJZ.com. დაარქივებულიაორიგინალიდან — მარტი 29, 2013. ციტირების თარიღი: March 7, 2013.
  5. DJ Shadow biography at Davis, CA wiki page. ციტირების თარიღი: 22 January 2014.
  6. Pemberton, Andy (June 1994). „Trip Hop“.Mixmag.
  7. Guinness World Records Entry. ციტირების თარიღი: 10 October 2014.
  8. „The All-TIME 100 Albums“.Time. 16 November 2006. დაარქივებულიაორიგინალიდან — 1 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
  9. Chris DeVille. (November 17, 2014) I Watch DJ Shadow Soundtrack A Chevy Ad.
  10. Shadow's Digest, August 3rd, 2006. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
  11. "Out of the Shadow", Interview with Eric K. Arnold,SF Weekly, September 13, 2006. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
ბიოგრაფიაეს სტატია პიროვნების შესახებ ჯერჯერობითესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მისშევსებაში.


იდენტიფიკატორებივიკიმონაცემებში რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=DJ_Shadow&oldid=4942401“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp