ბოინგი (The Boeing Company;NYSE: BA, TYO: 7661 ) — ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია; დააფუძნაუილიამ ედვარდ ბოინგმა, როგორც პასიფიკ აერო პროდაქტს ქომფანი (The Pacific Aero Products Company). საერთაშორისო შტაბ-ბინა განლაგებულიაჩიკაგოში,ილინოისი. ბოინგი უმსხვილესი გლობალური თვითმფრინავების მწარმოებელია შემოსავლების მიხედვით, სიდიდით მეორე წარმოეული ტექნიკის რაოდენობით და ასევე მეორე უმსხვილესი საჰაეროს და თავდაცვის პროექტების კონტრაქტორი მსოფლიოში.
ბოინგი დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი სამოქალაქო ავიამფრენების მწარმებელი კომპანია იყო. 2006 წელს მის წილზე მოვიდა გლობალური კომერციული თვითმფრინავების შეკვეთების 55%, პირველად 2000 წლის შემდეგ. უმსხვილეს ექსპორტიორს აშშ-ში, ბოინგის აქციებიდოუ-ჯონსის ინდუსტრიული საშუალოს კომპონენტია.