ბლუთუზი (ინგლ.Bluetooth - ლურჯი კბილი) — მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები,პერსონალური კომპიუტერები,პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები,მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა.
ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენებაბიზნესში,მედიცინასა და სხვა სფეროებში. მისი მოქმედების რადიუსი განისაღზვრება 10-დან 100 მეტრამდე.ინფრაწითელი პორტისაგან (IrDa) განსახვავებით, ბლუთუზისრადიოტალღები ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს შორისაც აღწევს. დაკავშირებისას იქმნება ქსელი piconet და 7-8 მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ჩაერთოს მასში.
აპარატურულად ბლუთუზი მცირე ზომის, მაღალი სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა, რომელიც 2.4465-2.4835 გჰც დიაპაზონში მუშაობს.
1994 წლის დასაწყისში შვედურმა კომპანიაერიქსონმა შექმნა საცდელი ჯგუფი, რათა შეესწავლათ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის, ახლო მანძილზე, რადიოტალღების მეშვეობით მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობები. კვლევის წარმატებით დამთავრების შემდეგ,1998 წელს შვედური და კიდევ რამდენიმე წამყვანი კომპანიების (ნოკია,აი-ბი-ემი,ინტელი,ტოშიბა) თანამშრომლობის შედეგად დაარსდა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბლუთუზის სტანდარტის შემუშავება.1998 წლის მაისში უკაბელო კომუნიკაციის ახალი სტანდარტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა.
ბლუთუზ ტექნოლოგია მრავალპროფილიანია. თითოეული პროფილის მხარდაჭერა ბლუთუზით აღჭურვილ მოწყობილობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოყენებულ იქნეს ტექნოლოგიის შესაძლებლობები.
GAP -Generic Access Profile
SDAP-Service Discovery Application Profile
CTP-Cordless Telephony Profile
IP-Intercom Profile
SPP-Serial Port Profile
HS-Headset Profile
DNP-Dial-up Networking Profile
FP-Fax Profile
LAP-LAN (Local Area Network) Access Profile
GOEP-Generic Object Exchange Profile
OPP-Object Push Profile
FTP-File Transfer Profile
SP-Synchronization Profile
ESDP-Extended Service Discovery Profile (for Universal Plug and Play)