Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

AUKUS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
AUKUS

შეიქმნა15 სექტემბერი,2021
სტატუსიმოქმედი
ტიპისამხედრო ალიანსი
მიზანიკოლექტიური თავდაცვა
მდებარეობააღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, South Pacific Ocean, Indo-Pacific და territorial claims in Antarctica
წევრებიავსტრალიის დროშა ავსტრალია
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
აშშ-ის დროშა აშშ
ატარებს სახელსავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ

AUKUS (წარმოიქმნება წევრი ქვეყნების სახელწოდებების მიხედვით:Australia,UnitedKingdom,UnitedStates) — სამმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება, რომელიც დაიდოავსტრალიას,გაერთიანებულ სამეფოსა დააშშ-ს შორის.[1]

უსაფრთხოების საგანგებო პაქტის ფარგლებში, რომელიცაშშ-ის პრეზიდენტმაჯო ბაიდენმა,გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმაბორის ჯონსონმა დაავსტრალიის პრემიერ-მინისტრმასკოტ მორისონმა დააანონსეს, ნათქვამია რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად გამოიყენება.[2]

შეთანხმება ავსტრალიას საშუალებას მისცემს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველად ისტორიაში ააგოს ბირთვული წყალქვეშა ნავები. შედეგად, ავსტრალია გახდება მეშვიდე ქვეყანა —აშშ-ის,გაერთიანებული სამეფოს,საფრანგეთის,ჩინეთის,ინდოეთისა დარუსეთის შემდეგ — რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების ოპერირებას დაიწყებს. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის, კიბერ და კვანტური ტექნოლოგიების გაზიარებას. ახალი პაქტით, ავსტრალიამ გაწყვიტა 31-მილიარდევროიანი შეთანხმება 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობის შესახებ, რომელსაც საფრანგეთთან2016 წელს მოეწერა ხელი.[3]

ჩინეთმა გააკრიტიკა სამი ქვეყნის მიერ დაანონსებულ პარტნიორობა, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს და აღნიშნულ ქვეყნებს„ცივი ომის“ მენტალიტეტის მოშორებისკენ მოუწოდა.[4]

ტაივანის ვიცე-პრეზიდენტილაი ჩინგ-ტე მიესალმა პაქტის ხელმოწერას და მას უწოდა „დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოზიტიური განვითარება რეგიონში“.[5]

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ AUKUS არის სამ ერს შორის გაფორმებული ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების მექანიზმიმეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მათივე აზრით ავსტრალიაში ამ წყალქვეშა ნავების განთავსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში აშშ-ის გავლენის განმტკიცებისთვის.[6]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Ward, Alexander.„Biden to announce joint deal with U.K. and Australia on advanced defense-tech sharing“.Politico (ინგლისური). ციტირების თარიღი:15 September 2021.
  2. „აშშ და გაერთიანებული სამეფო ავსტრალიას ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გაუზიარებენ“.interpressnews. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
  3. ჩიჩუა, ნინო.„AUKUS — ალიანსი ჩინეთის შესაკავებლად“.netgazeti. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
  4. „ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს“.interpressnews. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
  5. Lai, Ching-te. Taiwan welcomes #AUKUS as a positive development for democracy, peace, and prosperity in the region. en. ციტირების თარიღი: 2021-09-17
  6. „AUKUS - აშშ-მა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების პაქტი წარადგინეს“.ghn. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AUKUS&oldid=4248456“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp