.укр | |
---|---|
დომენის ტიპი | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი | მოქმედი |
რეგისტრატორი | აკრედიტებული რეგისტრატორების სია. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2014-03-13. ციტირების თარიღი: 2017-11-23. |
სპონსორი | უკრაინის ქსელური საინფორმაციო ცენტრი (UANIC) |
დანიშნულება | უკრაინასთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი |
.укр —ზედა დონისეროვნულიდომენი (ccTLD)უკრაინისთვის.
უკრაინის ქსელურმა საინფორმაციო ცენტრმა (UANIC), რომელსაც უფლებამოსილება ჰქონდა უკრაინის მთავრობისგან, 2009 წლის 16 ნოემბერსICANN-ში განაცხადი შეიტანა დომენზე „.укр“.[1][2].
განაცხადზე მასალების გადაცემის დროს კირილიცური დომენური სახელების რეგისტრაციისას დასაშვები სიმბოლოების ცხრილში პირველად ჩაირთო აპოსტროფის სიმბოლო (U+02BC) არა გამაცალკევებელი ნიშნის სახით, არამედ თვითონ ასოს სახით, ასევე ჩაირთო ასოები „Ґ-ґ“, „Ї-ї“, „І-і“, „Є-є“,უკრაინული ენის ყველა სიტყვათა უმრავლესობის გამოხატვის მიზნით.
აპოსტროფის (U+02BC) გამოყენების მიზანშეწონილობა განიხილა ICANN Cyrillic Case Study group-ის მუშა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შევიდნენუკრაინელი წარმომადგენლებიც. აპოსტროფის გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც ისინი არ წარმოადგენენ ასოების გამყოფ სასვენ ნიშნებს და არიან სიტყვის ნაწილები. აპოსტროფის გამოყენების მხარდასაჭერად ICANN Cyrillic Case Study group-ის მუშა ჯგუფის მისამართზე გაიგზავნა წერილი[3].
UANIC-მა UANIC-ის რეგლამენტური კომიტეტის სხდომების ადრინდელი შედეგებისა და ეროვნული დომენის განვითარების კონცეფსიის პუნქტების გათვალისწინებით შეიმუშავა „დომენური სახელების რეგისტრაციის წესების“ პროექტი.
2011 წლის 1 მარტს უკრაინელთა განაცხადისათვის დომენზე .укр ICANN-მა განაცხადა String Evaluation-ის ეტაპის წარმატებით დამთავრების შესახებ.
2013 წლის 28 თებერვალს ICANN-ის დირექტორთა საბჭოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დელეგირებულიყო დომენი .укр[4][5].
2013 წლის 21 აგვისტოს ხელმისაწვდომი გახდა პირველი საიტი .укр-ის დომენურ ზონასთან — უკრაინის პრეზიდენტის საიტი:президент.укрდაარქივებული 2015-04-19 საიტზეWayback Machine. .
2013 წლის 17 ოქტომბერს უკრაინის ქსელური საინფორმაციო ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განისაზღვრა დომენ .укр-ის რეესტრის ოპერატორი - შპს „ინტერნეტის ტექნიკური ცენტრი“.
2013 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა რეგისტრაცია დომენში .укр სავაჭრო მარკების მფლობელებისათვის.
2014 წლის 4 აპრილს ნებისმიერი მსურველისთვის გაიხსნა რეგისტრაცია .укр-ის ზონაში.[6].
წელიწადში დომენში .укр დარეგისტრირდა 8 ათასი საიტი[7].
აკრედიტებული რეგისტრატორების სია .укр-ის ზონაში წარმოდგენილია საიტზე UANIC[8].
![]() | ეს სტატიაინტერნეტის შესახებ ჯერჯერობითესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მისშევსებაში. |