| ჰოჰ-ხილი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ჰოჰ-ხილი აგვისტოში | |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა | {{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii, x |
| რეგიონი | ცინგხაი |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2017 (41-ესესია) |
| ნომერი | 1540 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობაUNESCO, ობიექტი№ 1540 ინგლ. •რუს. •ფრ. |
ჰოჰ-ხილი ანქექესილი (მონღ. „ლურჯი ქედი“), ასევეAqênganggyai „ათი ათასი მთის მბრძანებელი“) — იზოლირებული რეგიონიცინგხაი-ტიბეტის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 2017 წლის 7 ივლისსცინგხაიში მდებარე ჰოჰ-ხილიიუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, როგორც „მსოფლიოს უმაღლესი და უდიდესოპლატო“.[1]
რეგიონი მოიცავს 83,000 კვადრატულ კილომეტრს ზღვის დონიდან საშუალოდ 4,800 მეტრის სიმაღლეზე, გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თანგკულასა დაკუნლუნის მთათა სისტემებს შორის ჩინეთისტიბეტის ავტონომიური რეგიონის,ცინგხაის პროვინციისა დასინძიანგის ტერიტორიებზე. ჰოჰ-ხილის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარეჩუმარის (ჩინ.:楚瑪爾河) დრენაჟით, არის მდინარეიანძის ერთ-ერთი მთავარისათავე. დანარჩენი რეგიონი არისენდორეული, მრავალი იზოლირებული ტბის დრენაჟით; ამ ტერიტორიას ჰიდროლოგები ზოგჯერ „ჰოჰ-ხილის ტბის რაიონს“ უწოდებენ.[2] რეგიონის 45,000 კვადრატული კილომეტრი, რომლის საშუალო სიმაღლე 4600 მეტრს შეადგენს, 1995 წელსეროვნულ ნაკრძალად გამოცხადდა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს ჭიტუოს და ციუმალაის ოლქების დასავლეთ ნაწილსცინგხაიში. მთა პუქატაპან ფენგი ითვლება ჰოჰ-ხილის ნაწილად.[3]

ჰოჰ-ხილი ვულკანური რეგიონია. მიმდებარე ჩრდილოეთ ტიბეტის ვულკანური ველი შეიცავს უამრავ გვიანკაინოზოურ ვულკანს. ამ მხარეში ჰავაის სტილის რამდენიმე ვულკანია. პამაციონგწონგს უჭირავს 300 კმ2 ფართობი და მოიცავს მწვერვალზე ჩრდილო-აღმოსავლეთით სრულყოფილად შემონახულ ლავის ნაკადს, რომელიც ფარავს ტბის მეოთხეულ დანალექ ქანებს. არეალი შეიცავს პერალკალურ ფონოლიტურ და ფოიდიტურ ქანებს. იონგპოხუს ვულკანს აქვს ხუთი დაციტური, ტრაქიანდეზიტური და ანდეზიტური ხვრელი. ციანგპაციენი მოიცავს ფართო ტერიტორიასკუნლუნის მთის ქედის სამხრეთი საზღვრის გასწვრივ. ქექესილის კალდერაში არსებული კონუსი მიჩნეული იყო, რომ 1973 წელს სატელიტის ფოტოზე ამოფრქვევისას დაფიქსირდა, თუმცა, ახლა ითვლება, რომ იგი ისტორიულად არ ყოფილა აქტიური.[4]სინონიმები და ქვეფუნქციები
მკაცრი კლიმატის მიუხედავად, ჰოჰ-სილში ბინადრობს 230-ზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი, რომელთაგან 20 დაცულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ, მათ შორისააგარეული იაკი,კიანგი, თეთრტუჩა ირემი,მურა დათვი და გადაშენების პირას მყოფიტიბეტური ანტილოპა ანჩირუ. მურა დათვების ძირითადი საკვებია პლატოს პიკა, პატარა მღრღნელი, რომელიც რეგიონში მრავლადაა. დათვები ასევე იკვებებიან იაკითა და ანტილოპებით.[5] აქამდე ნაკლებად ცნობილი რეგიონი და მისი ბინადარი ტიბეტური ანტილოპა ცნობილი გახდა ჩინეთში 2004 წელს ფილმისქექესილი: მთის პატრული გამოსვლის შემდეგ. ჭუონაის ტბა (卓乃湖) ჰოჰ-სილში ცნობილია, როგორც ტიბეტური ანტილოპების თავშეყრის ადგილი.[6]
ცინგწანგის რკინიგზა და ჩინეთის 109-ე ეროვნული გზატკეცილი გადის ნაკრძალის აღმოსავლეთ საზღვარზე.[7] ამ მხარეში აშენდა ფენგხუოშანის გვირაბი, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი სარკინიგზო გვირაბი. იგი 1338 მეტრი სიგრძისაა, ხოლო მისი შესასვლელები ზღვის დონიდან 4905 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.