Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ჯოული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოული
სტანდარტი:SI სისტემის წარმოებული ერთეული.
სიდიდე:ენერგია.
სიმბოლო (ქართ):
სიმბოლო (საერთ):J
ეპონიმი:ჯეიმზ პრესკოტ ჯოული
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ.1კგ2წმ-2
გაუსის ერთეულებში107ერგი

ჯოული (აღნიშვნა:,J) —ენერგიის საზომი (წარმოებული) ერთეულიერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მას სახელი ეწოდა ინგლისელი ფიზიკოსის,ჯეიმზ პრესკოტ ჯოულის პატივსაცემად. განმარტებით, 1 ჯოული არის ენერგია, რომლებიც იხარჯება 1ნიუტონიძალის მიერ რაიმე სხეულის 1მეტრით გადაადგილებისას. სხვა ერთეულებთან მიმართებაში სამართლიანია შემდეგი თანაფარდობები:

1 J=1 Nm=(kgms2)m=kgm2s2=Pam3=1 Ws{\displaystyle {\rm {1\ J=1\ N\cdot m=\left({\frac {kg\cdot m}{s^{2}}}\right)\cdot m={\frac {kg\cdot m^{2}}{s^{2}}}=Pa\cdot m^{3}=1\ W\cdot s}}}

1 ჯოული ასევე შეესაბამება შემდეგ ენერგიას/მუშაობას:

  • მუშაობა, რომელიც საჭიროა 1კულონიმუხტის 1ვოლტი პოტენციალთა სხვაობაში გადასაადგილებლად. ანუ განხომილებით1 ჯოული=1 კულონი X 1 ვოლტი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნასვოლტის განმარტებისთვის;
  • მუშაობა, რომელიც საჭიროა 1ვატი სიმძლავრის შესაქმნელად 1წამში. ანუ1 ჯოული=1 ვატი X 1 წამი. ეს თანაფარდობა შეიძლება გამოყენებული იქნას ვატის განმარტებისთვის.

კავშირი ნიუტონ-მეტრთან

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ განზომილების თვალსაზრისით კორექტულია ჯოულის გამოსახვა, როგორც ნიუტონი·მეტრზე, ასეთი მიდგომა სასურველი არ არის[1], რადგან შეიძლება გამოიწვიოს აღრევაძალის მომენტთან.ენერგია დაძალის მომენტი ფუნდამენტურად განსხვავებულიფიზიკური სიდიდეებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფორმალურად ერთნაირი განზომილება აქვთ. მაგალითად, თუ 1 ნ·მ ძალის მომენტს მივუმატებთ 1 ნ·მ ენერგიას, მივიღებთ (განზომილების მიხედვით) კორექტულ შედეგს, 2 ნ·მ, თუმცა ნათელია, რომ მიღებულ სიდიდესს არანაირი ფიზიკური აზრი არ აქვს.

ტიპური მნიშვნელობები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ერთი ჯოული დაახლოებით ტოლია:

  • ენერგიისა, რომელიც საჭიროა 1 პატარა ვაშლის 1 მეტრ სიმაღლეზე ასაწევად.
  • ენერგიისა, რომელიც გამოიყიფა, როდესაც იგივე ვაშლი ეცემა 1 მეტრი სიმაღლიდან.
  • ენერგიისა, რომელსაც ადამიანი სითბოს სახით გამოყოფს ყოველი წამის მეასედში.
  • იმ ენერგიის მეასედისა, რომელსაც ადამიანი იღებს ერთი წვეთი ლუდის დალევით.
  • 23 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ჩოგბურთის ბურთის კინეტიკური ენერგიისა.

გადაყვანა სხვა ერთეულებში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1 ჯოული არის:

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. ციტატა SI სისტემის ოფიციალური ვებ-გვერდიდან: "წარმოებული სიდიდე ხშირად შეიძლება გამოისახოს საბაზისო ერთეულებისა და სხვადასხვა წარმოებული ერთეულის კომბინაციით. მაგალითად ჯოული ფორმალურად შეიძლება ფორმალურად ჩაიწეროს როგორცნიუტონიმეტრზე, თუმცა ეს ალგებრული მანიპულაციის თავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას ფიზიკური აზრის გათვალისწინებით."
    
ძირითადი ერთეულები
წარმოებული ერთეულები
გამოიყენება ასევე სი
სისტემასთან ერთად
იხ. აგრეთვე
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯოული&oldid=4526087“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp