Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაია
ჯაია
ჯაია
კოორდინატები:04°04′44″ ჩ. გ.137°09′30″ ა. გ. / 4.07889° ჩ. გ. 137.15833° ა. გ. /4.07889; 137.15833
ქვეყანაინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე4884 
ქედისუდირმანის ქედი
პირველი ასვლა1962
ჯაია — ინდონეზია
ჯაია

ჯაია (ინდონ. Jaya; ანპუნჩაკ-ჯაია) — მწვერვალიინდონეზიაში, კუნძულახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში,სუდირმანის ქედზე.ოკეანეთის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4884 მ. აგებულია ულტრაფუძე მაგმური ქანებით. 4500 მ ზევით დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 15 კმ². გეოლოგიური თვალსაზრისით, მდებარეობსავსტრალიის ფილაქანის ფარგლებში.

აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმაიან კარსტენსმა გემის ბორტიდან 1623 წელს. მოგვიანებით მწვერვალს მისი სახელი ეწოდა — კარსტენს-ტოპენი ანუ კარსტენსის მთა. 1965 წელს ინდონეზიის პრეზიდენტის —აჰმედ სუკარნოს პატივსაცემად უწოდეს სუკარნო. 1969 წლიდან ეწოდება ჯაია, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით „გამარჯვებას“ ნიშნავს. ზოგჯერ მწვერვალს უწოდებენ აგრეთვე „კარსტენსის პირამიდას“.

მწვერვალის სიახლოვეს მდებარეობს მაღალმთიანი კარიერიგრასბერგი, საიდანაც მოიპოივებენოქროს,ვერცხლსა დასპილენძს. ჯაია შედისლორენცის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1962 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
    
შვიდი მწვერვალი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯაია&oldid=3728804“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp