Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

წვიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წვიმადანიაში
წვიმა
წვიმა

წვიმა — თხევადიატმოსფერული ნალექი, რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0,5 მმ და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით. წარმოადგენსწყლის წრებრუნვის ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს კომპონენტს. გარდა ამისა, ეკოსოსტემის სახეობებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს. წვიმის წყალი მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰიდროელექტოსადგურებისა და ირიგაციისთვის. წვიმა, როგორც წესი, შერეული ტიპის, უმთავრესად ფენა-წვიმისა და მაღალი ფენა ღრუბლებიდან მოდის. წვიმის წარმოშობის მთავარი მიზეზიასინოტივე, რომელიც გაივლისტემპერატურისა დასინოტივის კონტრასტების სამგანზომილებიან ზონას, რომელსაცატმოსფეროს ფრონტს უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ზედაპირს სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქომეჰაერის ორ მასას შორის.

ვაიალეალე (1544 მ,ჰავაის კუნძულები) წვიმის სახით საშუალოდ იღებს 11 700 მმ ნალექს; ეს არისდედამიწაზე არსებული ყველაზე ნოტიო ადგილი. მეორე მნიშვნელოვანი ნალექიანი პუნქტიაინდოეთში მდებარეჩერაპუნჯი, რომელიც იღებს 11 430 მმ ნალექს.ევროპის დიდ ნაწილში,სამხრეთ დაჩრდილოეთ ამერიკაში დაცენტრალურ აფრიკაში ყოველწლიურად კოკისპირული წვიმა აჭარბებს 500 მმ-ს, იმ დროს, როდესაცაზიის დიდ ნაწილში (ინდოეთისა დატიბეტ-ჩინეთის გამოკლებით) ყოველწლიურად წვიმის სახით მოდის 500 მმ-ზე ნაკლები ნალექი, ხოლო უფრო ნაკლები — 250 მმ —არაბეთის ნახევარკუნძულსა დამონღოლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.ავსტრალიის ცენტრალურ დააფრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,ამერიკის შეერთებული შტატების მთიანეთშორისში დასამხრეთ ამერიკის დასავლეთ ცენტრალური სანაპიროების ტერიტორიებზე წლიურად წვიმის სახით მოდის 250 მმ ნაკლები ნალექი.

აფრიკის,ინდოეთისა დამიანმარის სანაპიროებზე დაჩრდილოეთ დასამხრეთ ამერიკის ზომიერ განედებში წლიურად წვიმის სახით მოდის 2500 მმ ნალექი.

კონვექციური ღრუბლების შედეგად წარმოიქმნება კონვექციური წვიმა, რომელსაც ფენა-წვიმისებრი ან მაღალ-ბოლქვიანი ღრუბლები ეწოდება. ზომიერ სარტყლებში კონვექციური ნალექიანობა წყვეტილია და დაკავშირებულია ბაროკლინურ საზღვრებთან, როგორიცაა:ცივი ფრონტები,გრიგალის ხაზი დათბილი ფრონტები.

pH გავლენით იცვლება წვიმის ფაქტორი, რომელსაცმჟავა წვიმები ეწოდება, რომელიც ბევრი რეგიონისთვის არის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, წვიმა, რომელიცატლანტის ოკეანიდან მიდის pH-ს ფაქტორი 5.0-5.6-ია; წვიმა, რომელიც ეჯახება კონტინენტურ კლიმატს pH-ს ფაქტორი 3.8-4.8-ა; pH-ს ფაქტორი ადგილობრივი შტორმებისთვის მხოლოდ 2.0-ია.

0,5-დან 6-7 მმ ნაკლებიდიამეტრის მქონე თხევადი ნალექი არის ჟინჟღლი. ძლიერ წვიმას ეწოდება კოკისპირული ანუ თავსხმა წვიმა. მეტად წვრილი წვიმა ცნობილია თქორის სახელწოდებით.

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წვიმა&oldid=4195772“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp