ცხელება — აგრეთვე ცნობილი, როგორც პირექსია, ორგანიზმში გამოვლინდება ტემპერატურის ზრდით.[1][2][3] ადამიანის საშუალო ტემპერატურა 37.2°C-38.3°C-ის ფარგლებში მერყეობს[4]. დასაშვები ტემპერატურის ზრდა აღიზიანებს, კუმშავს კუნთებს და აღძრავს სიცივის შეგრძნებას, რის ხარჯზეც ორგანიზმი გამოყოფს მეტ სითბოს, ტემპერატურის შესანარჩუნებლად. როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, ადამიანს სცხელა, წითლდება, შესაძლოა დაეწყოს ოფლიანობაც. იშვიათად, უფრო მეტად ბავშვებში[5], სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს ფებრილური გულყრა. ცხელებისას როგორც წესი სიცხე არ სცდება 41-42 °C.
ზოგადად სიცხის დასაწევად მკურნალობაზე მეტად, უმჯობესია დასვენება, სასურველია, სიცხის დამწევი წამლის მიღება. ახალშობილები, სერიოზული დაავადებების, ან ცხელებასთან ერთად სხვა სიმპტომების მქონე ზრდასრულები, კი ცხელებისას საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას. სხეულის გადახურებას მკურნალობა არ სჭირდება.
ცხელება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო ნიშანია. ექიმთან ვიზიტისას, მოზარდთა 30%, ხოლო დაავადებულ ზრდასრულთა 75%-ს აქვთ ცხელება, რაც დაავადებასთან საბრძოლველად ერთგვარი დამცავი მექანიზმია, თუმცა სიცხის განზრახ დაწევა არ აუარესებს მდგომარეობას[9][10]. ცხელება ზრდასრულებსა და ექიმებს ხშიად საჭიროზე მეტად აღელვებთ, ეს მოვლენა კი ცხელების შიშითაა ცნობილი.
ცხელებას თან სდევსდეპრესია, მადის დაკარგვა, დაღლილობა, მგრძნობელობა და კონცენტრაციის დაკარგვა. ცხელების დროს ძილი იწვევს ინტენსიურ კოშმარს[11]. სწრაფად რეაგირებისას რთულია ისინი განსხვავდეს ერთმანეთისგან, თუმცა გამომწვევი მიზეზები ხშირად გვეხმარება მათ გამიჯვნაში.
ზოგადად ითვლება, რომ ადამიანს სიცხე აქვს, თუ, გაზრდილია მისი საშუალო ტემპერატურა და:
ტემპერატურაანუსში არის 37.5-38.3 °C, ან აჭარბებს მას.
ტემპერატურაპირის ღრუში დღისით არის 37.2 °C, ან აჭარბებს. ღამით არის 37.7°C ან აჭარბებს მას[12].
ტემპერატურა იღიაში, შიდა ტემპერატურასთან შედარებით, 0.6 °C-ით ნაკლებია.
ჯანმრთელ ზრდასრულებში, პირის ღრუს ტემპერატურის ნორმალური დიაპაზონი მამაკაცებში 35.7-37.7°C, ხოლო ქალებში 33.2-38.1 °C-ის ფარგლებში მერყეობს. ანუსის მიხედვით, მამაკაცთა ტემპერატურა 36.7-37.5 °C, ხოლო ქალთა ტემპერატურა 36.8-37.1 °C.
სხეულის ნორმალური ტემპერატურა დამოკიდებულია სხავდასხვა ფაქტორზე: ასაკი, სქესი, დრო, გარე ტემპერატურა, აქტიურობის დონე და სხვა. ტემპერატურის დღიური ცვლილების ნორმა 0.5°C-ა. გაზრდილი ტემპერატურა ყოველთვის ცხელებასთან არ ასოცირდება. მაგალითად, ჯანმრთელ ადამიანებში ტემპერატურა ვარჯიშისას იზრდება, ეს ცხელებასთან არ ასოცირდება, რადგან ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ ტემპერატურა საწყის ნორმას უბრუნდება. მეორეს მხრივ, დასაშვები ტემპერატურაც, კი შეიძლება სიცხის მაუწყებელი იყოს, თუ ის კონკრეტული ადამიანისთვის უჩვეულოდ მაღალია. 37.3 °C შეიძლება წარმოადგენდეს კლინიკურად დამახასიათებელ ცხელებას.
ჰიპერთერმია სხეულის ტემპერატურის ზრდაა, რომელიც გამოწვეულია სითბოს ჭარბად გამოყოფით, ან არასაკმარისად დაკარგვით. ჰიპერთერმია არ ასოცირდება ცხელებასთან. აუცილებელია განვასხვავოთ ცხელება და ჰიპერთერმია, რადგან ჰიპერთერმიას სიცხის დამწევი მედიკამენტები ვერ უმკლავდება და ის შეიძლება სწრაფად გახდეს სიკვდილის მიზეზი.
↑Schaffner A (March 2006). „Fieber – nützliches oder schädliches, zu behandelndes Symptom?“ [Fever–useful or noxious symptom that should be treated?].Therapeutische Umschau (გერმანული).63 (3): 185–88.doi:10.1024/0040-5930.63.3.185.PMID16613288. Abstract alone is in German and in English.
↑Niven DJ, Stelfox HT, Laupland KB (June 2013). „Antipyretic therapy in febrile critically ill adults: A systematic review and meta-analysis“.Journal of Critical Care.28 (3): 303–10.doi:10.1016/j.jcrc.2012.09.009.PMID23159136.
↑Kelley KW, Bluthé RM, Dantzer R, Zhou JH, Shen WH, Johnson RW, Broussard SR (February 2003). „Cytokine-induced sickness behavior“.Brain, Behavior, and Immunity. 17 Suppl 1 (1): S112–18.doi:10.1016/S0889-1591(02)00077-6.PMID12615196.S2CID25400611.
(1996) „Chapter 27: Regulation of Body Temperature (Clinical Focus: Pathogenesis of Fever)“,Human Physiology, 3rd, Philadelphia, PA: Saunders College.ISBN9780030051593.