Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ჩინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
中华人民共和国
ჩინეთი
ჩინეთის
დროშაგერბი
ჰიმნი: 

《义勇军进行曲》 მოხალისეთა მარში
დედაქალაქიპეკინი[1]
39°55′ ჩ. გ.116°23′ ა. გ. / 39.917° ჩ. გ. 116.383° ა. გ. /39.917; 116.383
უდიდესიშანხაი[2][3]
ოფიციალური ენაჩინური1
აღიარებული რეგიონული ენები1ასევეინგლისურიჰონგ-კონგში,პორტუგალიურიმაკაოში.
რელიგია
მთავრობასოციალისტური რესპუბლიკა[5][6]
 - ჩსრ-ს თავმჯდომარესი ძინპინი
 - სახ. საბჭოს პრემიერივენ ძიაბაო
ფართობი
 - სულ9 596 960 კმ2 2ფართობიტაივანის,ჰონგ-კონგის დამაკაოს გამოკლებით.(მე-3/4)
 - წყალი (%)2,8
მოსახლეობა
 - 2023 შეფასება1 411 750 000 (მე-2)
 - 2000 აღწერა1 242 612 226
 - სიმჭიდროვე145 კაცი/კმ2 (83-ე)
მშპ (მუპ)2023 შეფასება
 - სულ17,701 ტრლნ. $ (მე-2)
 - ერთ სულ მოსახლეზე12 541 $ (71-ე)
აგი (2023)0.768
მაღალი ·79-ე
ვალუტაიუანი3 (CNY)
სასაათო სარტყელი(UTC +8სთ.)
 - ზაფხული (DST)(UTC +8სთ.) (UTC)
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი86
ინტერნეტ-დომენი.cn,.hk,.mo
ა.3ასევეჰონგ-კონგური დოლარიჰონგ-კონგში,პატაკამაკაოში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ.:中华人民共和国,ფინინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორცჩინეთი — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზეხალხმრავალი (ინდოეთთან ერთად) ქვეყანა 1,4 მილიარდზე მეტიმოსახლით. ჩინეთი მდებარეობსაღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არისერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალააჩინეთის კომუნისტური პარტია.[7] ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22პროვინციაზე, ხუთავტონომიურ რეგიონზე, ოთხპირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი,ტიანძინი,შანხაი დაჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონესპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე[8] (ჰონგ-კონგი დამაკაო). ჩინეთის დედაქალაქიაპეკინი.[1]აღმოსავლეთიდან აკრავსყვითელი,აღმოსავლეთ ჩინეთისა დასამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრებამონღოლეთი დარუსეთი, დასავლეთიდანყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი,ავღანეთი; სამხრეთითნეპალი,ინდოეთი,ბჰუტანი,მიანმარი,ლაოსი,ვიეტნამი; ჩრდილოეთითჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულიაიუანი.

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ოფიციალური: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
  • ჩინური: Zhonghua Renmin Gongheguo.
  • ეტიმოლოგია: ევროპულ ენებში სახელი Chine, China, Cina მომდინარეობსცინის დინასტიისაგან. თვით ჩინელები თავის ქვეყანას უწოდებენ ჭუნგუო-ს (中国), რაც „შუა სახელმწიფოს“ ნიშნავს.
  • ქვეყნის კოდი: CN.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ჩინეთის ისტორია.
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტიაძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტიაძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტიაძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი,ცინი,ჩუ,ვეი,ხანი,ჯაო,იანი,იუე,სუნი,შუ,ბა)

იმპერიები
ცინიძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტიაძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
 დასავლეთი ხანი
 სინის დინასტია
 აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა220–280
 ვეი,შუდა
ძინის დინასტია265–420
 დასავლეთი ძინი16 სამეფო
304–439
 აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია581–618
ტანის დინასტია618–907
 (მეორე ჭოუ690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
 ჩრდილოეთი სუნიდ. სია
 სამხრეთი სუნიძინი
იუანის დინასტია1271–1368
მინის დინასტია1368–1644
ცინგის დინასტია1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე
ეს დაფა:

ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ, დაიწყო იმპერატორიცინ შიხუანდის მიერ, დამწერლობის სისტემის იძულებითი დადგენის (ძვ. წ. 200 წელს) დაკონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.

ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. მსოფლიო ცივილიზაცია ბევრითაა დავალებული ჩინელებისაგან. მათ გამოიგონესქაღალდი დადენთი, ასევესაბანკო კრედიტი,ქაღალდის ფული დაკომპასი,ბეჭდვის ტექნოლოგია,ლაქი,ფაიფური,აბრეშუმი დაფოიერვერკი მრავალ სხვათა შორის. π-ს (ბერძ. პი) მნიშვნელობა გამოთვლილ იქნა V საუკუნის მათემატიკოსისზუ ჩონჟის მიერ მე-7 ხარისხის ათწილადამდე.სუნ ძუსომის ხელოვნება დაწერილიძვ. წ. VI საუკუნეში დღემდე ადამიანთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს დოქტრინად ითვლება.

სიას დინასტია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
სია

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყოსიას დინასტია[9] (ჩინ. 夏朝). ამ დინასტიის დაახლოებითი არსებობა თარიღდებაძვ. წ. 2200-ძვ. წ. 1750 წლებით. დღემდე, უმეტესობა ისტორიკოსებისა თვლიდნენ, რომ ამ დინასტიის არსებობა, საერთოდ მითია, მაგრამ არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ესეც ეჭვქვეშ დააყენა. ამ დინასტიის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას კიდევ ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა და გათხრა ესაჭიროება.

შანის დინასტია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
შანი

მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყოშანის დინასტია[10] (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდებაძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.

  • ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია.
  • ამ დინასტიის ნაშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილ ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე.
  • ეს დინასტია იყო ყველაზე სისხლს მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუა საუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლთშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.

ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილსა ან მამიდაშვილზე, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.

ჯოუს დინასტია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

დასავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 1100 - ძვ. წ. 771)

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ჯოუ

შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ,ჩინეთის მმართველობაში, მოვიდაჯოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსებაძვ. წ. 1100-ძვ. წ. 256 წლებში.ძვ. წ. XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა ადრემონათმფლობელური ინის სახელმწიფო, რომელიც ჯოუს ტომმა დაიპყრო. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ. წ. 1100-ძვ. წ. 771) და აღმოსავლური (ძვ. წ. 771-ძვ. წ. 256) ჯოუს დინასტია. ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლთშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუს დინასტიას ჰქონდა ათვისებული. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდაყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.

აღმოსავლური ჯოუს დინასტია (ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 256)

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის)დაოსიზმი (ტაოიზმი),კონფუციანიზმი დალეგალიზმი.

  • დაოიზმი არის აგებულიდაოს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია„დაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერალაო-ძიმ. დაოისტებს უყვარდათ, მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ)ბუდიზმის განვითარებაზე.
  • კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებითძვ. წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ ღირსეული კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
  • ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის,ხუნ-ძის სწავლებებისგან. ხუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახლა გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს.

ცინის დინასტია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ცინი

იმპერატორთა დინასტია ჩინეთში,ძვ. წ. 221-207 წწ. დინასტიის დამაარსებელიაცინ შიხუანდი. დედაქალაქი —ქალაქისიანიანი. მისმა პირველმა იმპერატორმაცინ შიხუანდიმ გაატარა მთელი რიგი რეფორმები (ფულის ერთეულის, დამწერლობის, ზომის ერთეულის უნიფიცირება). მანვე დაამთავრაჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. იმპერიის საზღვრების გაზრდის მიზნით იგი ეწეოდა დამყრობლურ ომებს (უპირატესადინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე). მშრომელი მასების აჯანყებებმა ბოლო მოუღო ცინის იმპერიას. ცინის განმგებლობის პერიოდში შეიქმნაჩინეთის ისტორიაში პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქვეყანა დაიყო 36 მხარედ, რომელთაც იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები განაგებდნენ. გამუდმებულმა ომებმა ქვეყნისჩრდილოეთით დასამხრეთით,ჩინეთის დიდი კედლისა და მრავალრიცხოვანი სასახლეების მშენებლობამ საგადასახადო უღლის გაძლიერება გამოიწია.ძვ. წ. 209 წლის დასასრულსა და208 წლის დასაწყისში, ქვეყანაში იფეთქა სახალხო აჯანყებებმა. ოქტომბრის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელისლიუ ბანის არმიამ ქალაქისიანიანი მიიტაცა და ცინის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

შემდგომი დინასტიები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 206ახ.წ. 220 წლამდე ჩინეთში ბატონობდა ხანის დინასტია. ხანის იმპერიაში მიმდინარეობდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების შემდგომი განვითარება, მიწის საკუთრების კონცენტრაცია მსხვილი მემამულეების ხელში, ოფიციალურ იდეოლოგიად აღიარეს კონფუციანელობა. ხანის იმპერიის დაცემით არსებითად დამთავრდა მონათმფლობელური პერიოდი.IIIIV საუკუნეებში ფეოდალური ჩინეთი რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა. ხანგრძლივ დაქუცმაცებას და შინაომებს ბოლო მოეღო VI საუკუნეში, როდესაც მხედართმთავარმა იან ძიანმა სუის დინასტიის (581-618) გამგებლობას დაუქვემდებარა მთელი ჩინეთი (589). სუის დინასტია შეცვალა ტანის დინასტიამ (618-907). მისი პირველი იმპერატორები ენერგიულად ებრძოდნენ თავგასულ ფეოდალებს, ახშობდნენ მშრომელთა გამოსვლებს და რეფორმებით ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას.VII საუკუნის დამლევისათვის ტანის იმპერია დაპყრობითი ომების შედეგად გაფართოვდა მეზობლების ხარჯზე.VIII საუკუნის შუა ხანებიდან გაძლიერდა ბრძოლა გაბატონებულ კლასთა შორის. პერიფერიების სამხედრო გუბერნატორების პერიოდულმა ამბოხებებმა ცენტრალური ხელილსუფლების წინააღმდეგ განაპირობა ტანის იმპერიის დასუსტება და საგარეო ძლიერების დაცემა. ტანის იმპერია შეცვალა სუნის იმპერიამ (960-1279). სუნის პერიოდში ჩინეთმა დაკარგა ბატონობა ვასალურ ტერიტორიებზე, გახშირდა ჯურჯენებისა და სხვა ტომების (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან) თავდასხმები. კიდანებმა იმპერიას ჩამოაჭრეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები. XIII საუკუნის დამდეგისათვის დაიწყო მონღოლთა შემოსევები. მონღოლებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, 1279 წელს კი ბოლო მოუღეს სუნის დინასტიას. გაბატონდა მონღოლთა დინასტია იუანი (1280-1368). მონღოლმა ფეოდალებმა ჩინეთში დაამყარეს სასტიკი ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული ჩაგვრის რეჟიმი, რამაც დროებით შეაფერხა მისი განვითარება. ჩინელი ხალხი ხანგრძლივ ბრძოლას ეწეოდა მონღოლი ბატონების წინააღმდეგ. აჯანყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯუ იუნჯანმა1368 წელს დამყრობთა განდევნის შემდეგ დააარსა მინის დინასტია (1368-1644).

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადამაო ძე-დუნმა1949 წელს, მიღებულ იქნა საბჭოური ტიპის კონსტიტუცია.1971 წლიდანგაეროს წევრია. 80-იან წლებში კომუნისტმა-რეფორმატორებმა გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და ჩინეთმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო წინსვლა, გაუმჯობესდა ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. რეფორმები არ შეხებია პოლიტიკურ სისტემას და თავისუფლებებს. ცენტრალურ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვსტაივანთან და ტიბეტთან ურთიერთობებში.

XVI საუკუნიდან ჩინეთში აღწევენ ევროპელები.1516 წელს ჩინეთში ჩავიდნენ პორტუგალიელი კოლონიზატორები.1557 წელს მათ იჯარით აიღეს ჩინეთის ნავსადგური აომინი (მაკაო). პორტუგალიელებს მიჰყვნენ ესპანელები და ჰოლანდიელები. ამავე პერიოდიდან ჩინეთს მოევლინენ პირველი ევროპელი მისიონერები — იეზუიტები, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად სწავლობდნენ ამ ქვეყანას. XVII საუკუნის დასაწყისიდან მსხვილი მემამულეების ხელში აღმოჩნდა მიწები, გაძლიერდა გლეხობის ჩაგვრა — გაპარტახება, მათი მოიჯარე-მოზიარეებად გადაქცევა.XVII საუკუნის დასაწყისიდან მინის იმპერია ღრმა სოციალურ კრიზისს (ქალაქების ღარიბობის აჯანყებები, ქიშპობის გამწვავება მმართველი კლასების შიგნით) განიცდიდა. ამით ისარგებლეს ჯურჯენთა (მანჯურიელთა) ტომებმა, რომლებმაც გაერთიანების შემდეგ ჩინეთის დაპყრობა განიზრახეს. XVII საუკუნის 20-30-იან წლებში გლეხთა აჯანყებები გლეხთა ომში (1628-1645) გადაიზარდა, რომლის შედეგადაც დაემხო მინის დინასტია. ძალაუფლება ცინის მანჯურიული დინასტიის (1644-1911) ხელში გადავიდა,1683 წელს ჩინელი ხალხი მძიმე ბრძოლას განაგრძობდა მანჯურიელ დამპყრობთა წინააღმდეგ, მანჯურიელთა შემოსევამ მათგან გამოწვეულმა ნგრევა-გაჩანაგებამ და გარესამყაროსაგან იზოლაციის მათმა პოლიტიკამ ხანგრძლივი დროით შეაფერხა ჩინეთის შემდგომი განვითარება. მანჯურიელი დამპყრობლები კვლავ განაგრძობდნენ ჩინეთში არსებულ ფეოდალურ ექსპლუატაციას. მინის თავკაცობას (და ნაწილობრივ ჩინელი მემამულეებსაც) ჩამოართვეს მიწების ნაწილი, რაც მანჯურიის საიმპერატორო სახლის საკუთრება გახდა. მანჯურიელმა ფეოდალებმა მსხილ ჩინელ ფეოდალებთან ერთად შექმნეს დესპოტური მონარქია, რომელიც ძლიერ არმიას და ბიუროკრატიულ აპარატს (მანდარინატი) ემყარებოდა. ჩინელი ხალხი განაგრძობდა ბრძოლას მანჯურიელთა ბატონობის წინააღმდეგ.XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (პორტუგალია, ჰოლანდია, საფრანგეთი) ამაოდ ცდილობდნენ დაემყარებინათ ჩინეთთან ოფიციალური ურთიერთობა და შეეღწიათ მის საზღვრებში. მათ მხოლოდ სამხრეთში, გუანჯოუში (კანტონი) მიეცათ ვაჭრობის უფლება. ეს ყველაზე მეტად გამოიყენა ინგლისმა, რომელმაც დაიწყო ჩინეთში ოპიუმის შეზიდვა (რაც ინგლისელ ვაჭრებს დიდ შემოსავალს აძლევდა).

1839 წელს მკვეთრად გამწვავდა ინგლის-ჩინეთის ურთიერთობა. ამის საბაბი გახდა ჩინეთის ხელისუფალთა მიერ ოპიუმით ვაჭრობის აღკვეთა. პასუხად ინგლისელებმა 1840 წელს ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (ე.წ.1840-1842 „ოპიუმის“ ომი). ჩინეთი ამ ომში დამარცხდა.1842 წლის29 აგვისტოს ნანკინის არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებით ჩინეთი ვალდებული იყო გაეხსნა ინგლისთან ვაჭრობისათვის 5 ნავსადგური, გადაეცა მისთვის კუნძული სიანგანი (ჰონგ-კონგი), გადაეხადა კონტრიბუცია, დაეწესებინა შეღავათიანი საბაჟო ტარიფები და სხვა.1843 წელს დამატებითი ოქმით ინგლისმა მოიპოვა ექსტერიტორიულობისა და იურიდიული შეუვალობის უფლება ჩინეთთან და სხვა.1844 წელს ჩინეთმა ხელშეკრულებები დადო აშშ-სა და საფრანგეთთან, რომლითაც ამ ქვეყნებმა მიიღეს ინგლისის ანალოგიური პრივილეგიები. ინგლისთან ომში დამარცხებამ და თავზე მოხვეულმა არათანასწორუფლებიანმა ხელშეკრულებებმა სათავე დაუდეს ჩინეთის ნახევრად კოლონიურ ქვეყნად გადაქცევას.

ინგლის-ჩინეთის1840-1842 წლების ომი და მისი შედეგები მეტამ მძიმე იყო ჩინეთის მშრომელებისათვის. გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შრომითი ვალდებულებები და სხვა უცხოური საქონლის მოზღვავება ძირი გამოუთხარა ხელოსნობასა და შინამრეწველობას. ამის პასუხად გაძლიერდა მათი წინააღმდეგობა მჩაგვრელთა მიმართ.1841-1849 წლებში ადგილი ჰქონდა 110 აჯანყებასა და მღელვარებას.1850 წელს ტაიპინელთა რელიგიურმა სექტამ ხუნ სიუციუანის მეთაურობით გუანსის პროვინციაში მოაწყო აჯანყება მანჯურიელთა წინააღმდეგ. ტაიპინელთა რაზმებმა1853 წელს აიღეს ნანკინი, რითიც ტაიპინელთა სახელმწიფო-სატახტო ქალაქი გახდა.1856 წელს ტაიპინელთა თავკაცებს შორის მოხდა განხეთქილება, რამაც სერიოზულად დაასუსტა ტაიპინელთა სახელმწიფო.1856 წელს ინგლისმა, შემდეგ საფრანგეთმა ახალი ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (მეორე „ოპიუმის“ ომი), მათ დაამარცხეს მანჯურიელთა ჯარები და ტიანძინის (1858) და პეკინის (1860) ხელშეკრულებებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ჩინეთში. 60-იან წლებში დამდეგიდან ინგლისს-საფრანგეთმა და აშშ-მა გააძლიერეს დახმარება პეკინის მთავრობისადმი ტაიპინელთა წინააღმდეგ საბრძოლველედ. შინაგანი და გარეშე რეაქციის ერთობლივი ძალებით ტაიპინელთა აჯანყება ჩაახშვეს მანჯურიელებმა.

XIX საუკუნის ბოლოს ჩინეთში ჩამოყალიბდა კაპიტალისტური წყობილება, განვითარდა ეროვნული ბურჟუაზია, პროლეტალები და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. განვითარდნენ ახალი სამრეწველო-კულტურული ცენტრები (ტიანძინი, შანხაი, უხანი). ერთდროულად გაძლიერდა კაპიტალისტური სახელმწიფოების აგრესია, რომლებმაც მიიტანეს ჩინეთის ვასალური სახელმწიფოები (საფრანგეთმა — ვიეტნამი, ინგლისმა — ბირმა,1885 წელს).1894-1895 წლებში იაპონიას ომი ჰქონდა ჩინეთის წინააღმდეგ, რის შედეგად მიიტაცა კუნძულები ტაივანი, პენხულედაო და გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. XIX საუკუნის დასასრულს იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა მიიტაცეს ჩინეთის მთელი რიგი ნავსადგურები და ქვეყნის ცალკეული ნაწილები თავისი გავლენის სფეროდ გადააქციეს (გერმანიამ — შანდუნის პროვინცია, ინგლისმა — მდინარე იანძის აუზი, საფრანგეთმა — სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია, რუსეთმა — ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი,იაპონიამ — ფუძიანის პროვინცია). 1899 წელს აშშ-მა „ღია კარის“ დოქტრინით მთელ ჩინეთზე წამოაყენა პრეტენზია. ცინების მორიგმა კაპიტულაცია იმპერიალისტური მოძალადეების წინაშე აღაშფოთა ჩინელი ხალხი. იგი გამოვლინდა ტაივანისმოსახლეობის აჯანყებასა (1895) და სხვა სახალხო გამოსვლებში.1894 წელს ჩაისახა რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობასუნ იატსენის მეთაურობით.1894 წელს მან დააარსა პირველი რევოლუციური ორგანიზაცია სინჯუხოი (ჩინეთის აღორძინების საზოგადოება). 1895-1898 წლებში დიდი გაქანება მოიპოვა ჩინეთის ბურჟუაზიის და მემამულეების ლიბერალ-რეფორმატორულმა მოძრაობამ კან იუვეის ხელმძღვანელობით.1898 წლის ივნისში იმპერატორმა გუანსიუიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მიიწვია რეფორმატორები („რეფორმების ასი დღე“). მათ დაიწყეს ბურჟუაზიული რეფორმების გატარება. მაგრამ რეფორმებით ჩინეთის გარდაქმნის მათი ცდა ჩაიშალა. დედოფალ ცისის მომხრეებმა1898 წლის21 სექტემბერს მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება. რეფორმატორების ნაწილი სიკვდილით დაისაჯა, სხვები რეპრესირებულ იქმნენ. იმპერიალისტების მზარდმა თვითნებობამ და ტელეგრაფის მშენებლობამ1899 წელს წარმოშვა მძლავრი ანტიიმპერიალისტური იხეტუანთა აჯანყება. 1900 წლის ივნისში აჯანყებულმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის პასუხად მოეწყო რვა სახელმწიფოს (ინგლისი,აშშ,იაპონია,რუსეთი,გერმანია,იტალია,ავსტრია-უნგრეთი დასაფრანგეთი) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყების დიდი გაქანებით დაშინებულმა ცისის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო.1900 წლისაგვისტოში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი, მთავრობა სიანში გაიქცა. იხეტუანთა აჯანყებას დამარცხების მიუხედავად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ჩაშალა ჩინეთის დანაწილების იმპერიული გეგმები. XX საუკუნის დამდეგისათვის ჩინეთი ტიპური ნახევრად კოლონია იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობაში მომხდარმა ცვლილებებმა და ქვეყნის ნახევრად კოლონიურმა მდგომარეობამ ბიძგი მისცა რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. ჩინეთში აღმოცენდა ახალი რევოლუციური ორგანიზაციები. რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე ჩინეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციამ, რომელმაც, ვლადიმერ ლენინის თქმით, „გამოაღვიძა აზია“. 1905 წელს სუნ იატსენმა იაპონიაში დააარსა რევოლუციური პარტია ტუნმენხოი, რომლის პროგრამა ითვალისწინებდა სამი სახის პრინციპის განხორციელებას (მანჯურიელთა დამხობა, რესპუბლიკის დამყარება და „მიწაზე უფლებების გათანაბრება“).1911 წლის 10 ოქტომბერს ტუნმენხოის ხელმძღვანელობით დაიწყო სინხაის რევოლუცია. სინხაის რევოლუციამ დაამხო ცინების მონარქია, დაამყარა რესპუბლიკა. მაგრამ ვერ გადაწყვიტა ანტიიმპერიალისტრური და ანტიფეოდალური ამოცანები. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მემამულეებმა და კომპრადორული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა.

ბუნება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ფართობი: 9 597 000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო — 14 000 კმ; სახმელეთო – 20 000 კმ.
  • ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორისგობის უდაბნო) უჭირავს.გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთი ჩინეთი,ტიბეტის ზეგანი,კუნლუნის მთები დაჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები;უმაღლესი მწვერვალიჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ).მდინარეები (კმ)იანძი 5500;ხუანხე 4700;ამური 4300;მეკონგი 4200 კმ;ტბები (კმ²) — ცინხაიხუ 4000, დუნტინხუ 3100, ლოპ-ნორი 2500, ხულუნ-ნორი 2400, ტაი-ხუ 2240;კუნძულიხაინანი 33 670 კვ.კმ;კლიმატი — სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
  • ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.

ქვეყანა მდებარეობსაზიაში, უკავია კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია:რუსეთი,ყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი,ავღანეთი,პაკისტანი,ინდოეთი,ნეპალი,ბჰუტანი,მიანმარი,ლაოსი,ვიეტნამი,ჩრდილოეთი კორეა,მონღოლეთი.

ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია ბუნების მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც უპირველესად განპირობებულიარელიეფისა დაგეოლოგიური აგებულების თავისებურებებით. რელეიფში ჭარბობს მთები,პლატოები და მაღლობები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავიატიბეტის მთიანეთი, რომელიც უმაღლესია მსოფლიოში.ნეპალთან საზღვარზე ჰიმალაებში კი მდებარეობს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალიჯომოლუნგმა - 8 848 მ. აღსანიშნავია აგრეთვე დიდი და მცირე ხინგანები, ცინლინის მთები,ტიან-შანი, ბეიშანი და ა.შ.

დაბლობებს უკავია ტერიტორიის მხოლოდ 12 %. ისინი ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთშია წარმოდგენილი. ცნობილია დუმბეიპინიუანის დაჩინეთის დიდი დაბლობი, რომლებიცსოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს რაიონებს წარმოადგენენ. ტიან-შანის მთების აღმოსავლეთით გვხვდებატურფანის ქვაბული, რომელიცზღვის დონიდან 155 მეტრით დაბლა მდებარეობს. ჩინეთში მდებარეობსალაშანის,გობის დათაკლამაკანის უდაბნოები.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხელსაყრელიკლიმატური პირობებით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა სახის კულტურის მოყვანის საშუალებას იძლევა.

ნალექების რაოდენობის თვალსაზრისით ქვეყანა პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად. გამყოფი ხაზი გაივლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. არიდულ ზონებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ნალექიანობა 100 მმ-ს არ აღემატებახოლო ყველაზე უხვნალექიანია კუნძულიტაივანი, 2000 მმ.

ჩინეთისთვის დამახასიათებელია ხშირი წყალდიდობები და გვალვები. მაგალითად,ძვ. წ. 206 წლიდან1987 წლამდე ქვეყანაში 1995 წყალდიდობა მოხდა. ამ პერიოდში მდინარეხუანხემ 1500-ჯერ გაარღვია ჯებირები და დატბორა უზარმაზარი ტერიტორიები. მან 26-ჯერ შიეცვალა თავისი კალაპოტი. წელიწადში საშუალოდ 7-ჯერტაიფუნის დამანგრეველი ძალა გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ქვეყნის სანაპირო რაიონებს.

შიგა წყლები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ხმელეთის ზედაპირული წყლების მარაგით ჩინეთი მეექვსე ქვეყანააბრაზილიის,რუსეთის,კანადის,აშშ-ის დაინდონეზიის შემდეგ.მდინარეთა საერთო სიგრძე 227 000 კმ-ს შეადგენს. მდინარეების უდიდესი ნაწილი მიედინება ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთისკენ და განეკუთვნებიანწყნარი ოკეანის აუზს. ჩინეთის უდიდესი მდინარეაიანძი, რომელიც თავის სიგრძით მხოლოდნილოსს დაამაზონს ჩამორჩება. მისი სიგრძე 6300 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1 807 199 კმ²-ს უტოლდება. ქვეყნის სიდიდით მეორე მდინარეახუანხე. აღსანიშნავია აგრეთვეჩუძიანი,სუნგარი და ა. შ.

ჩინეთი მდიდარიატბებით, რომელთა შორის 12 თავისი ფართობით 1000 კმ²-ს აღემატება. ტბებიდან აღსანიშნავია:დუნტინხუ,პოიანხუ,ტაიხუ,კუკუნორი.

ცოცხალი სამყარო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ფლორა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ჩინეთისნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულიააზიის კონტინენტზე.რელიეფის,კლიმატისა და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებულიტაიგისფლორით ჩრდილოეთში.ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულიასამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.

ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ძირითადი ბუნებრივ-მცენარეული ზონა:

  • სტეპის მცენარეული ზონა
  • მარადმწვანე სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეების ზონა
  • ზომიერი ფოთოლმცვენი ტყეების ზონა
  • უდაბნოს მცენარეულობა

ფაუნა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
გიგანტური პანდა, ჩინეთის ენდემური ცხოველი

ჩინეთისფაუნის შემადგენლობაშიაძუძუმწოვართა 500-ზე მეტი,ფრინველთა 1200-ზე მეტი,ქვეწარმავალთა 400-ზე მეტი დაამფიბიების დაახლოებით 350 სახეობა. ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში ფაუნის მრავალფეროვნება დიდი არ არის, თუმცა ცალკეულ სახეობათა ინდივიდების რაოდენობა მნიშვნელოვნად შესამჩნევია: უდაბნოებში გვხვდებაპრჟევალსკის ცხენი,კანჯარი,ჯეირანი,გარეული ორკუზიანი აქლემი,მიწის კურდღლები;სტეპებისთვის დამახასიათებელიაძერენი,ბრანტდის მემინდვრია,მიწის მექვიშია და სხვ.ტიბეტის მთიანეთის მაღალმთიანი ფაუნის წარმომადგენლები არიან გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი გარეულიიაკი,თოვლის ლეოპარდი,მებულულეჭამია დათვი, აგრეთვე მრავალრიცხოვანიმღრღნელები (მებულულეები, მთისმემინდვრიები,ზაზუნები,ვირზაზუნები).[11]

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მრავალი მტაცებელი ძუძუმწოვარია:კოლონოკი,სიასამური,ყარყუმი,დედოფალა,ფოცხვერი და სხვ. აღმოსავლეთ ჩინეთის, ტიბეტის მთიანეთისა დაცინლინ-იუნანის მთიანი ქვეყნის სუბტროპიკული რაიონების ფაუნა გამოირჩევა მრავალფეროვნებისა დაენდემიზმის მაღალი დონით (გადაშენების საფრთხეში მყოფიგიგანტური პანდა,მცირე პანდა,ჩინური ვეფხვი, აგრეთვეტაკინი,ჰულოკი,ბიგასებრნი და სხვ.). მდინარეიანძის წყლებში ბინადრობს ენდემურიჩინური ალიგატორი დატბის დელფინი.[11]

სამხრეთ ჩინეთში ტენიან ტროპიკულ ტყეებში ბინადრობსწვრილტანიანი მაიმუნების,გიბონების მრავალი სახეობა,ზანტი სქელი ლორი,ვივერისებრნი და სხვ.;ორნითოფაუნის დამახასიათებელი წარმომადგენლები არიანტროგონები,თუთიყუშები,მენექტრიები,ვერცხლისფერი ხოხბები.[11]

გადაშენების საფრთხის ქვეშაა ძუძუმწოვართა 79, ფრინველთა 74, ქვეწარმავალთა 31 და ამფიბიათა 84 სახეობა.[11]

სახელმწიფო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng - მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონგ-კონგი და მაკაო).

ტაივანიგუანსი-ჯუანიშიგა მონღოლეთინინსია-ხუეისინძიანიტიბეტიჰონგ-კონგიმაკაო

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ჩინეთი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უდიდესი ქალაქები

შანხაი
შანხაი
ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი
კუანგჭოუ
კუანგჭოუ

შენჯენი
შენჯენი

რეიტინგიქალაქიადმინისტრაციული რეგიონიმოსახლეობამეტროპოლიის მოსახლეობაგეოგრაფიული რეგიონი


პეკინი
ტიანძინი
ტიანძინი
ჩუნცინი
ჩუნცინი
ნანკინი
ნანკინი

1შანხაიშანხაის მუნიციპალიტეტი9,495,70120,217,700აღმოსავლეთი
2პეკინიპეკინის მუნიციპალიტეტი7,296,96216,446,900ჩრდილოეთი
3ჩუნცინიჩუნცინის მუნიციპალიტეტი6,985,20011,871,200სამხრეთ-დასავლეთი
4კუანგჭოუგუანდუნის პროვინცია5,066,12910,641,400სამხრეთ-ცენტრალური
5შენჯენიგუანდუნის პროვინცია6,660,00010,358,400სამხრეთ-ცენტრალური
6ტიანძინიტიანძინის მუნიციპალიტეტი4,154,8089,562,300ჩრდილოეთი
7უხანიხუბეი პროვინცია4,000,0007,541,500სამხრეთ-ცენტრალური
8დონგუანიგუანდუნის პროვინცია3,981,0237,271,300სამხრეთ-ცენტრალური
9ჰონგ-კონგიჰონგ-კონგის სპეციალური ტერიტორია3,934,2397,055,071სამხრეთ-ცენტრალური
10ფოშანიგუანდუნის პროვინცია3,790,0006,771,900სამხრეთ-ცენტრალური
11ჩენდუსიჩუანის პროვინცია2,822,1176,316,900სამხრეთ-დასავლეთი
12ნანკინიძიანსუს პროვინცია2,672,0696,238,200აღმოსავლეთი
13შენიანილიაონინის პროვინცია2,620,3575,718,200ჩრდილო-აღმოსავლეთი
14ჰანჯოუჯეძიანის პროვინცია2,588,9875,578,300აღმოსავლეთი
15ქსიანიშენსის პროვინცია2,341,2035,399,300ჩრდილო-აღმოსავლეთი
16ხარბინიხეილუნძიანის პროვინცია2,223,1705,178,000ჩრდილო-აღმოსავლეთი
17სუცჟოუძიანსუს პროვინცია2,118,0874,083,900აღმოსავლეთი
18ცინდაოშანდუნის პროვინცია1,932,6123,990,900აღმოსავლეთი
19დალიანილიაონინის პროვინცია1,917,2043,902,500ჩრდილო-აღმოსავლეთი
20ჩჯენჯოუხენანის პროვინცია1,905,4033,677,000ჩრდილო-აღმოსავლეთი
2010 წლის მონაცემების მიხედვით


ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე - 860 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
  • ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
  • ბიუჯეტი: 224,800 მლნ $.
  • ვალუტა:იუანი (CNY).

სასარგებლო წიაღისეული

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რელიეფის დაგეოლოგიური აგებულების მრავალფეროვნება და თავისებურება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრეზე. აქ მოიპოვება თითქმის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული (110 სახეობა).ვოლფრამის,კალის,სურმის,თუთიის,ტიტანის,მაგნეზიტის მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში.ბოქსიტების,ფოსფატების,ნიკელის,ვერცხლისწყლის,მანგანუმის მადნის დამოლიბდენის მარაგით მეორე ქვეყანაა, ნახშირის და რკინის მადნის მხრივ კი მესამე. ქვეყანა ფლობსნავთობის, საწვავი ფიქლების,გოგირდის,სპილენძისა და სხვადასხვა სახისმარილების უდიდეს მარაგს. ნახშირის საბადოები გავრცელებულია თითქმის ყველგან, მაგრამ მსხვილი აუზებიდან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთი, განსაკუთრებით შანსის პროვინცია (მთელი მარაგის 1/3).

ჩინეთი უმსხვილესი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) საერთო მოცულობით იგი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, იგი მსოფლიოს პირველი 50 ქვეყნის სიაშიც კი არ შედის (94-ე ადგილი უკავია). მშპ-ის საშუალო წლიური ზრდის ტემპი შეადგენს 11 %-ს და ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში.

ქვეყანა მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით. წამყვანია ნახშირის მოპოვება (პირველი ადგილი მსოფლიოში), რომლის უდიდესი აუზები ქვეყნის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებშია განლაგებული და მას საექსპორტო მნიშვნელობა აქვს

ჰიდრორესურსების მარაგით ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა მისი მარაგის მხოლოდ 3-5 %-ია გამოყენებული. საწვავი ფიქლების საერთო მარაგი შეფასებულია 7 მლრდ ტონად. საბადოები ძირითადად განლაგებულია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ლიაონინის პროვინცია) და სამხრეთ ჩინეთში.

ქვეყნის წიაღი მოიცავს 50 სხვადასხვა ლითონის სახეობას. რკინის მადნის გეოლოგიური მარაგი 50 მლრდ ტონას შეადგენს; მარაგის 60 % თავმოყრილია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. მანგანუმის მარაგი მსოფლიო მანგანუმის საერთო მარაგის 10 %-ია. მოლიბდენის პოტენციალით ჩინეთი ჩამორჩება მხოლოდაშშ-ს (უდიდესი მარაგი თავმოყრილია ლიაონინის პროვინციაში), კალის მარაგი მსოფლიო მარაგის 15 %-ს შეადგენს და ძირითადად თავს იყრის გებიუს საბადოში (იუნანის პროვინცია). ჩინეთი ფლობს ვოლფრამის მსოფლიო მარაგის 50 %-ს (დაიუის საბადო ძიანსის პროვინციაში უმსხვილესია მსოფლიოში).

მემკვიდრეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში.

ცნობილი ჩინელები (XX ს.)

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. 1.01.1„Constitution of the People's Republic of China“.People's Daily Online. ციტირების თარიღი:23 November 2009.ციტატა: „Article 138. The capital of the People's Republic of China is Beijing.“
  2. Chan, Kam Wing. (2007)Misconceptions and Complexities in the Study of China’s Cities: Definitions, Statistics, and Implications. Eurasian Geography and Economics. University of Washington. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2011-08-01. p. 395
  3. What are China's largest and richest cities?. University of Southern California. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 2011-08-01.
  4. 2023 approximations of the statistics from theChina Family Panel Studies (CFPS) of the year 2018, as contained in the following analyses:
  5. „China“.Encyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი:2010-03-15.ციტატა: „Form of government: single-party people's republic with one legislative house“
  6. People's Republic of China. US State department (5 August 2010). ციტატა: „Communist party-led state.“ ციტირების თარიღი: 2011-01-31.
  7. Walton, Greg; International Centre for Human Rights and Democratic Development (2001). „Executive Summary“,China's golden shield: Corporations and the development of surveillance technology in the People's Republic of China. Rights & Democracy, გვ. 5.ISBN9782922084429.ციტირების თარიღი: 29 August 2009. 
  8. Sino-British Joint Declaration. ციტირების თარიღი: 8 September 2008.
  9. "Early Homo erectus Tools in China". Archaeological Institute of America. 2000. Retrieved 30 November 2012.
  10. Pletcher, Kenneth (2011).The History of China. Britannica Educational Publishing, გვ. 35.ISBN9781615301812. 
  11. 11.011.111.211.3 КИТАЙ // Большая российская энциклопедия. т. 14. —М., 2009. — стр. 75.
    

დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ.დამოკიდებული ტერიტორია დაარცნობილი ქვეყნების სია.

1 ნაწილობრივევროპაშია2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილიგაეროს მიერ; იხ.ტაივანის პოლიტიკური სტატუსი.
3 ნაწილობრივაფრიკაშია4 ნაწილობრივ ან მთლიანად ეკუთვნისოკეანიას.5 არაბული ქვეყნების ლიგის წევრი; აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ 

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩინეთი&oldid=4881725“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp